საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომლებიც ცვლის ცხოვრებას: 15 შთამაგონებელი ნაწარმოები თქვენი სახლის ბიბლიოთეკისთვის
წიგნები, რომლებიც ცვლის ცხოვრებას: 15 შთამაგონებელი ნაწარმოები თქვენი სახლის ბიბლიოთეკისთვის

წიგ­ნებს შე­უძ­ლი­ათ ნამ­დვი­ლად შეც­ვა­ლონ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა. წიგ­ნე­ბი შთაგ­ვა­გო­ნე­ბენ და გვეხ­მა­რე­ბი­ან, რომ გავ­ხდეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სია.

ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის სახ­ლში მო­ი­ძებ­ნე­ბა 50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა, წლე­ბის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 50 რჩე­უ­ლი წიგ­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის მიერ იქნა შერ­ჩე­უ­ლი. 15 წლის შემ­დეგ, „პა­ლიტ­რა L”-მა გა­და­წყვი­ტა სახ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის ტო­მე­ულს კი­დევ 15 წიგ­ნი შე­მა­ტოს, რის­თვი­საც კი­დევ ერთხელ ატა­რებს გა­მო­კი­თხვას, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც უკვე 10 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო და გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა. 15 ტო­მე­ულ­ში არ შევა მხო­ლოდ ახა­ლი თარ­გმა­ნე­ბი, ეს იქ­ნე­ბა ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თუ ფიქ­რობთ, რომ სახ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის კო­ლექ­ცი­ა­ში კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გაქვთ, ეს 15 ინ­სპი­რა­ცი­უ­ლი წიგ­ნი სხვა­დას­ხვა ჟან­რი­დან, შე­სა­ნიშ­ნა­ვი და­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა.

ამ ეტაპ­ზე TOP 3 წიგ­ნის სა­ხელს გა­გიმ­ხელთ, რომ­ლებ­მაც მკი­თხვე­ლის ყვე­ლა­ზე მეტი ხმა და­აგ­რო­ვეს ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში.

ჯორჯ მარ­ტი­ნი „ცე­ცხლი და სის­ხლი“

თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და ფენ­ტე­ზის, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა და მეც­ნი­ე­რუ­ლი ფან­ტას­ტი­კის ჯან­რებ­ში, ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლია, რო­გორც ავ­ტო­რი ეპი­კუ­რი ფენ­ტე­ზი რო­მა­ნე­ბის სე­რი­ი­სა „ყი­ნუ­ლი­სა და ცე­ცხლის სიმ­ღე­რა“. მისი რო­მა­ნე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას ალ­ბათ ყვე­ლა იც­ნობს პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან „სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი“. „ცე­ცხლი და სის­ხლი“ ტარ­გა­რი­ენ­თა გავ­ლე­ნი­ა­ნი საგ­ვა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, რომ­ლის აღ­ზე­ვე­ბა ცე­ცხლით და­ი­წყო - ცე­ცხლისმფრქვე­ვე­ლი დრა­კო­ნე­ბი იყ­ვნენ მათი ძლი­ე­რე­ბის საყ­რდე­ნი. ცე­ცხლში ჩა­ი­ბუ­გა ყვე­ლა ურჩი და მათი დი­დე­ბუ­ლი ციხე-დარ­ბა­ზე­ბი, მი­წე­ბი - ზოგი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, ზოგი კი მწი­რი. დრა­კო­ნე­ბის ცე­ცხლში ქვე­ბიც კი იწ­ვო­და. გა­დი­ო­და ხანი და ტარ­გა­რი­ე­ნე­ბი მრავ­ლდე­ბოდ­ნენ. მრავ­ლდე­ბოდ­ნენ მათი შთა­მო­მავ­ლე­ბიც... რკი­ნის ტახ­ტი ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავ­და ყვე­ლას - და ძმას წა­ე­კი­და, შვი­ლი - მშობ­ლებს, შურ­მა და შუღლმა და­ა­სუს­ტა ერთ დროს უძ­ლე­ვე­ლი ტარ­გა­რი­ე­ნე­ბი და და­ი­წყო და­სას­რუ­ლი, ამ­ჯე­რად სის­ხლით... რად­გან დრა­კო­ნე­ბიც არ არი­ან უკ­ვდავ­ნი, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მათი ცე­ცხლიც ინავ­ლე­ბა...

ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი „დე­დის ოთა­ხი“

მარ­ტო­ხე­ლა დე­დი­სა და მისი სამი შვი­ლის ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თნა­ი­რად იზი­დავს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ მკი­თხველს, რად­გან ალ­ბათ ყვე­ლას სწყუ­რია გა­ახ­სე­ნონ, რომ ადა­მი­ა­ნი დიდი სა­ი­დუმ­ლოს - სამ­ყა­როს ნა­წი­ლია. სამ­ყა­როს მთე­ლი იდუ­მა­ლე­ბა კი ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­დის არ­სე­ბა­შია კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. რო­მა­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი - დედა მქარ­გა­ვია და ნა­წარ­მო­ე­ბის თხრო­ბის მა­ნე­რაც ნა­ქარ­გს წა­ა­გავს.

ანა ფრან­კი „ანა ფრან­კის დღი­უ­რი“

ანა ფრან­კის დღი­უ­რი პირ­ვე­ლად 1947 წელს ჰო­ლან­დი­ა­ში და­ი­ბეჭ­და სა­ხელ­წო­დე­ბით „თავ­შე­სა­ფა­რი“. იგი ოცზე მეტ ენა­ზე ითარ­გმნა და მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გავ­რცელ­და. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა პი­ე­სე­ბი და კი­ნო­ფილ­მე­ბი, და­ი­წე­რა მრა­ვა­ლი გა­მოკ­ვლე­ვა… დღი­უ­რის ავ­ტო­რი არა რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი, არა­მედ 13 წლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნა ანე ფრან­კია. სა­მა­ლავ­ში ოთხკე­დელ­შუა გა­მო­კე­ტი­ლი 13 წლის გო­გო­ნა ორი წლის მან­ძილ­ზე აქ­სოვ­და დღი­ურ­ში სა­კუ­თარ გან­ცდებს, ფიქ­რებს, იმე­დებს, წუ­ხილს, შიშს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვუ­რი უშუ­ა­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი დღი­უ­რი გო­გო­ნას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და მე­სა­ი­დუმ­ლე გახ­და. თუ სიკ­ვდილს ვერ გა­ექ­ცე­ო­და, ანას უნ­დო­და, მისი დღი­უ­რი მას­თან ერ­თად და­ღუ­პუ­ლი­ყო, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ანა და­ი­ღუ­პა, გა­დარ­ჩა მხო­ლოდ დღი­უ­რი - კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უსა­შინ­ლე­სი დრო­ის - ჰიტ­ლე­რის ნა­ცის­ტუ­რი ტე­რო­რის მამ­ხი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

გა­მო­კი­თხვა ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა მსურ­ველს აქვს. შე­გიძ­ლი­ათ, ჩა­ერ­თოთ გა­მო­კი­თხვა­ში თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა „პა­ლიტ­რა L-ს“ გა­უ­ზი­ა­როთ ბმულ­ზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSennWC0smNlaStgqoEZuxWHTFXNX2b_w7nlReq3pswbKAxBlg/viewform?fbclid=IwAR1eL7Uv0lvioYaVjZCkz2Khm82wTLPK_kfOsarXs7RUviujI-3pFu3jXYw&pli=1

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

წიგნები, რომლებიც ცვლის ცხოვრებას: 15 შთამაგონებელი ნაწარმოები თქვენი სახლის ბიბლიოთეკისთვის

წიგნები, რომლებიც ცვლის ცხოვრებას: 15 შთამაგონებელი ნაწარმოები თქვენი სახლის ბიბლიოთეკისთვის

წიგნებს შეუძლიათ ნამდვილად შეცვალონ ადამიანის ცხოვრება. წიგნები შთაგვაგონებენ და გვეხმარებიან, რომ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ალბათ ყველა ადამიანის სახლში მოიძებნება 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველი მკითხველის მიერ იქნა შერჩეული. 15 წლის შემდეგ, „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა სახლის ბიბლიოთეკის ტომეულს კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კიდევ ერთხელ ატარებს გამოკითხვას, რომელში მონაწილეობაც უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გარკვეული შედეგებიც გამოიკვეთა. 15 ტომეულში არ შევა მხოლოდ ახალი თარგმანები, ეს იქნება ის ლიტერატურული შედევრები, რომლებიც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ფიქრობთ, რომ სახლის ბიბლიოთეკის კოლექციაში კლასიკური ლიტერატურის ყველა ღირსეული წარმომადგენელი გაქვთ, ეს 15 ინსპირაციული წიგნი სხვადასხვა ჟანრიდან, შესანიშნავი დამატება იქნება.

ამ ეტაპზე TOP 3 წიგნის სახელს გაგიმხელთ, რომლებმაც მკითხველის ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს ჩატარებულ გამოკითხვაში.

ჯორჯ მარტინი „ცეცხლი და სისხლი“

თანამედროვე ამერიკელი მწერალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ფენტეზის, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჯანრებში, ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. მისი რომანების ეკრანიზაციას ალბათ ყველა იცნობს პოპულარული სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“. „ცეცხლი და სისხლი“ ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს შესახებ მოგვითხრობს, რომლის აღზევება ცეცხლით დაიწყო - ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები, მიწები - ზოგი აყვავებული, ზოგი კი მწირი. დრაკონების ცეცხლში ქვებიც კი იწვოდა. გადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავლდებოდნენ მათი შთამომავლებიც... რკინის ტახტი ანდამატივით იზიდავდა ყველას - და ძმას წაეკიდა, შვილი - მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძლეველი ტარგარიენები და დაიწყო დასასრული, ამჯერად სისხლით... რადგან დრაკონებიც არ არიან უკვდავნი, ერთ მშვენიერ დღეს მათი ცეცხლიც ინავლება...

ნაირა გელაშვილი „დედის ოთახი“

მარტოხელა დედისა და მისი სამი შვილის ღრმა ურთიერთობა ერთნაირად იზიდავს სრულიად განსხვავებულ მკითხველს, რადგან ალბათ ყველას სწყურია გაახსენონ, რომ ადამიანი დიდი საიდუმლოს - სამყაროს ნაწილია. სამყაროს მთელი იდუმალება კი ყველაზე მეტად დედის არსებაშია კონცენტრირებული. რომანის მთავარი პერსონაჟი - დედა მქარგავია და ნაწარმოების თხრობის მანერაც ნაქარგს წააგავს.

ანა ფრანკი „ანა ფრანკის დღიური“

ანა ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია. სამალავში ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანას უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანა დაიღუპა, გადარჩა მხოლოდ დღიური - კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის - ჰიტლერის ნაცისტური ტერორის მამხილებელი დოკუმენტი.

გამოკითხვა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. შეგიძლიათ, ჩაერთოთ გამოკითხვაში თქვენი მოსაზრება „პალიტრა L-ს“ გაუზიაროთ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSennWC0smNlaStgqoEZuxWHTFXNX2b_w7nlReq3pswbKAxBlg/viewform?fbclid=IwAR1eL7Uv0lvioYaVjZCkz2Khm82wTLPK_kfOsarXs7RUviujI-3pFu3jXYw&pli=1

R