საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 500 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში მორიგი"მკვდართა წიგნი" - ე.წ. საიქიოს გზამკვლევი იპოვეს - რატომ მიიჩნევა ეს აღმოჩენა უნიკალურად?
3 500 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში მორიგი"მკვდართა წიგნი" - ე.წ. საიქიოს გზამკვლევი იპოვეს - რატომ მიიჩნევა ეს აღმოჩენა უნიკალურად?

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, ეგ­ვიპ­ტის 3 500 წლის წი­ნან­დელ სა­მარხში, "მკვდარ­თა წიგ­ნი" აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ახა­ლი სა­მე­ფოს პე­რი­ო­დის (ძვ.წ. 1550-1070) საფ­ლა­ვებ­ში მუ­მი­ე­ბიც ნა­ხეს, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, მუ­მი­ე­ბი საკ­მა­ოდ კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე უახ­ლეს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ აღ­მო­ჩე­ნებ­თან ერ­თად, ე.წ. მკვდარ­თა წიგ­ნი -14 მეტ­რამ­დე სიგ­რძის გრაგ­ნი­ლი წა­რად­გი­ნეს. ასე­თი გრაგ­ნი­ლე­ბის მუ­მი­ებ­თან ერ­თად და­მარ­ხვა, უძ­ვე­ლეს ეგ­ვიპ­ტე­ში დაკ­რძალ­ვის თან­მდე­ვი ტრა­დი­ცია იყო. მათ­ში სხვა­დას­ხვა შე­ლოც­ვე­ბი წე­რია, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს მომ­დევ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში გზამ­კვლე­ვად უნდა გა­მოს­დგო­მო­დათ.

მუ­მი­ებს შო­რის აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქუ­რუ­მის ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ხე­ლად ტა-დე-ისა.

სა­მარ­ხებ­ში­ვე იპო­ვეს ალე­ბას­ტრის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი იშ­ვი­ა­თი ქი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მუ­მი­ფი­კა­ცი­ის დროს ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ნა­ხად იყე­ნებ­დნენ. ნივ­თებს შო­რის იყო ათა­სო­ბით ამუ­ლე­ტიც.

აქვე იპო­ვეს მუ­მი­ე­ბის მომცრო ზო­მის ფი­გუ­რე­ბიც

ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეგ­ვიპ­ტო­ლო­გის, ფოი სკალ­ფის თქმით, უკვე არა­ერ­თი "მკვდარ­თა წიგ­ნია" აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა გრაგ­ნი­ლის იმ სა­მარხში­ვე პოვ­ნა, სა­დაც ის თავ­და­პირ­ვე­ლად და­მარ­ხეს, "იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს".

ლარა ვა­ი­სი, "მკვდარ­თა წიგ­ნე­ბის" სპე­ცი­ა­ლის­ტი კი ამ­ბობს, რომ "თუ წიგ­ნი ამ­დე­ნი ხნი­საა და ასე კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი, ეს აღ­მო­ჩე­ნას უკვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის".

ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ამი­ტომ "მკვდარ­თა წიგნ­ში" ასა­ხუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მათი გზამ­კვლე­ვი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ისი­ნი ძვი­რად ფა­სობ­და, რად­გან გრაგ­ნი­ლე­ბი პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო და მათ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი უნდა ჩა­გე­წე­რა. ზოგი წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ ვერ­სი­ას იყე­ნებ­და და გა­მო­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლას მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელს წერ­და, თუმ­ცა დიდ­გვა­როვ­ნებს შე­ეძ­ლოთ აერ­ჩი­ათ, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი შე­ლოც­ვე­ბის შე­ტა­ნა სურ­დათ თა­ვი­ანთ წიგნ­ში, რაც ამ გრაგ­ნი­ლებს უნი­კა­ლურს ხდის.

წყა­რო:businessinsider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Katerina
1

იმ ქვეყანაშიც მდიდრებისთვის სხვა გზებია ეტყობა. მათ შეეძლოთ უფრო ძლიერი გზამკვლევი ქონოდათ🙂

ლალუკა
7

ცოცხალი კაცის მუმიაც არ გამოფინონ, ნუ ახსენებთ

ავტორი:

3 500 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში მორიგი"მკვდართა წიგნი" - ე.წ. საიქიოს გზამკვლევი იპოვეს - რატომ მიიჩნევა ეს აღმოჩენა უნიკალურად?

3 500 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში მორიგი"მკვდართა წიგნი" - ე.წ. საიქიოს გზამკვლევი იპოვეს - რატომ მიიჩნევა ეს აღმოჩენა უნიკალურად?

არქეოლოგებმა, ეგვიპტის 3 500 წლის წინანდელ სამარხში, "მკვდართა წიგნი" აღმოაჩინეს. ახალი სამეფოს პერიოდის (ძვ.წ. 1550-1070) საფლავებში მუმიებიც ნახეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგების თქმით, მუმიები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შემონახული.

პრეზენტაციაზე უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, ე.წ. მკვდართა წიგნი -14 მეტრამდე სიგრძის გრაგნილი წარადგინეს. ასეთი გრაგნილების მუმიებთან ერთად დამარხვა, უძველეს ეგვიპტეში დაკრძალვის თანმდევი ტრადიცია იყო. მათში სხვადასხვა შელოცვები წერია, რომლებიც გარდაცვლილ ადამიანებს მომდევნო ცხოვრებაში გზამკვლევად უნდა გამოსდგომოდათ.

მუმიებს შორის აღმოაჩინეს ქურუმის ქალიშვილი, სახელად ტა-დე-ისა.

სამარხებშივე იპოვეს ალებასტრისგან დამზადებული იშვიათი ქილები, რომლებსაც მუმიფიკაციის დროს ორგანოების შესანახად იყენებდნენ. ნივთებს შორის იყო ათასობით ამულეტიც.

აქვე იპოვეს მუმიების მომცრო ზომის ფიგურებიც

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგის, ფოი სკალფის თქმით, უკვე არაერთი "მკვდართა წიგნია" აღმოჩენილი, თუმცა გრაგნილის იმ სამარხშივე პოვნა, სადაც ის თავდაპირველად დამარხეს, "იშვიათობას წარმოადგენს".

ლარა ვაისი, "მკვდართა წიგნების" სპეციალისტი კი ამბობს, რომ "თუ წიგნი ამდენი ხნისაა და ასე კარგადაა შემონახული, ეს აღმოჩენას უკვე არაჩვეულებრივსა და საინტერესოს ხდის".

ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ამიტომ "მკვდართა წიგნში" ასახული ინსტრუქციები მათი გზამკვლევი უნდა ყოფილიყო. ისინი ძვირად ფასობდა, რადგან გრაგნილები პერსონალიზებული იყო და მათში საკუთარი სახელი უნდა ჩაგეწერა. ზოგი წინასწარ გამზადებულ ვერსიას იყენებდა და გამოტოვებულ ადგილას მიცვალებულის სახელს წერდა, თუმცა დიდგვაროვნებს შეეძლოთ აერჩიათ, კონკრეტულად რომელი შელოცვების შეტანა სურდათ თავიანთ წიგნში, რაც ამ გრაგნილებს უნიკალურს ხდის.

წყარო:businessinsider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"