მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ახალი Lexus LM: პირველი კლასი ავტომობილში, VIP მგზავრებისთვის
გაიცანით ახალი Lexus LM: პირველი კლასი ავტომობილში, VIP მგზავრებისთვის
  • Lexus-მა სრუ­ლი­ად ახა­ლი, საფ­ლაგ­მა­ნო მო­დე­ლი LM წარ­მო­ად­გი­ნა
  • LM იშიფ­რე­ბა რო­გორც “Luxury mover” - მდიდ­რუ­ლი ტრან­სპორ­ტე­რი
  • ავ­ტო­მო­ბი­ლი შექ­მნი­ლია მგზავ­რე­ბის უმაღ­ლე­სი კომ­ფორ­ტის­თვის
  • Lexus LM-ის ორი ვერ­სია იწარ­მო­ე­ბა: 4-ად­გი­ლი­ა­ნი და 7-ად­გი­ლი­ა­ნი
  • 4-ად­გი­ლი­ა­ნი ვერ­სია გა­მო­ირ­ჩე­ვა პირ­ვე­ლი კლა­სის სა­ვარ­ძლე­ბით და 48-დუ­ი­მი­ა­ნი ეკ­რა­ნით

Lexus-მა მდიდ­რუ­ლო­ბა და კომ­ფორ­ტი სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა. პრე­მი­უმ-კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა ია­პო­ნურ­მა კომ­პა­ნი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ფლაგ­მა­ნი მო­დე­ლი LM და ეს ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ახა­ლი სი­ტყვაა.

LM ასე იშიფ­რე­ბა: Luxury mover, რაც ასე უნდა ვთარ­გმნოთ - “მდიდ­რუ­ლი გა­დამ­ყვა­ნი”, “მდიდ­რუ­ლი ტრან­სპორ­ტე­რი”. ეს არის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს მდიდ­რუ­ლი სე­და­ნის ხა­რისხსა და კომ­ფორ­ტს მი­ნი­ვე­ნის ან ვე­ნის შე­სა­ნიშ­ნავ ტე­ვა­დო­ბას­თან და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას­თან. Lexus LM შე­იქ­მნა იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა იმ­გზავ­რონ ისე­თი კომ­ფორ­ტით, რო­გორ­საც აქამ­დე ავ­ტო­მო­ბილ­ში არც კი ელო­დე­ბოდ­ნენ. იწარ­მო­ე­ბა 2 ვერ­სია - 4-ად­გი­ლი­ა­ნი და 7-ად­გი­ლი­ა­ნი. სა­ქარ­თვე­ლო­ში, Lexus Tbilisi-ს შო­უ­რუმ­ში ორი­ვე ვერ­სია ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

2023 წლის მო­დე­ლი Lexus LM ყველ­გან და ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იქ­ნე­ბა - არა მხო­ლოდ თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის და სი­დი­დის გამო, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში იმ მდიდ­რუ­ლი ხა­რის­ხი­თა და კომ­ფორ­ტით, რაც მის ინ­ტე­რი­ერ­ში გე­ლო­დე­ბათ.

5 მეტ­რი სიგ­რძე, თით­ქმის 2-მეტ­რი­ა­ნი სი­გა­ნე და სი­მაღ­ლე, 3-მეტ­რი­ა­ნი თვლე­ბის ბაზა - მხო­ლოდ ეს ციფ­რე­ბიც საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ მივ­ხვდეთ: Lexus LM მაქ­სი­მა­ლუ­რად ტე­ვა­დი ტრან­სპორ­ტე­რია - ორი ძი­რი­თა­დი ხა­სი­ა­თით. ერ­თის მხრივ ის შე­იძ­ლე­ბა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი ოფი­სი ავ­ტო­მო­ბილ­ში და მე­ო­რე მხრივ, პრაქ­ტი­კუ­ლი და მდიდ­რუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ავ­ტო­მო­ბი­ლი.

Lexus LM გან­კუთ­ვნი­ლია სამი ტი­პის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი პირ­ველ რიგ­ში შექ­მნი­ლია ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბის დრო­საც სურთ კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­ზე ან ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა. მე­ო­რე: Lexus LM იდე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან VIP-სტუმ­რებს, მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ებ­სა თუ სხვა­დას­ხვა დე­ლე­გა­ცი­ებს. და მე­სა­მე: LM (გან­სა­კუთ­რე­ბით მისი 7-ად­გი­ლი­ა­ნი ვერ­სია) ასე­ვე შექ­მნი­ლია ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ავ­ტო­მო­ბილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა სურთ.

Lexus LM-ში სა­ვარ­ძლე­ბის პირ­ვე­ლი რი­გიც უმაღ­ლეს კომ­ფორ­ტს გვთა­ვა­ზობს - მძღო­ლი­სა და წინა მგზავ­რის სივ­რცე­ში კომ­ფორ­ტის უამ­რა­ვი ფუნ­ქცია და Lexus-ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის გა­რე­მო და ტექ­ნი­კა გე­ლო­დე­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­სა­ო­ცა­რი უკა­ნა გან­ყო­ფი­ლე­ბაა.

4-ად­გი­ლი­ან ვერ­სი­ა­ში გე­ლო­დე­ბათ ორი VIP-კლა­სის სა­ვარ­ძე­ლი გათ­ბო­ბი­სა და გაგ­რი­ლე­ბის, ასე­ვე მა­სა­ჟე­ბის ფუნ­ქცი­ით. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ვარ­ძლე­ბის წა­მო­სა­წოლ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნაც. VIP მგზავ­რებს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აქვთ ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნა­თე­ბა­ზე, კლი­მა­ტი­ზი­რე­ბა­ზე, მძღოლ­თან გამ­ყო­ფი ბა­რი­ე­რის ფუნ­ქცი­ებ­ზე, რომ­ლის და­ხურ­ვი­სა და გაბ­ლარ­ვის შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა უკი­დუ­რე­სად პრი­ვა­ტუ­ლი, სა­ი­დუმ­ლო გა­რე­მო VIP მგზავ­რის­თვის და მისი სტუმ­რის­თვის. Lexus LM-ის 4-ად­გი­ლი­ა­ნი ვერ­სი­ის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ღირ­სე­ბაა 48-დუ­ი­მი­ა­ნი HD ultra-widescreen ეკ­რა­ნი, რო­მე­ლიც ბევ­რნა­ი­რად კონ­ფი­გუ­რირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­რა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად პი­რა­დი კი­ნო­თე­ატ­რის გა­რე­მოს ქმნის. შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფა, რათა ორი­ვე მგზავ­რი მის­თვის სა­სურ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­დეს.

სა­ვარ­ძლე­ბის, ეკ­რა­ნის, მა­ცივ­რის, პერ­სო­ნა­ლუ­რი მა­გი­დე­ბის და ინ­ტე­რი­ე­რის უნი­კა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბის გარ­და, მგზავ­რე­ბის კომ­ფორტზე ზრუ­ნავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თით დამ­ზა­დე­ბუ­ლი მარკ ლე­ვინ­სო­ნის 3D Surround-აუ­დიო-სის­ტე­მა 23 დი­ნა­მი­კით და სა­უ­კე­თე­სო ჟღე­რა­დო­ბით.

Lexus-ის ინ­ჟინ­რებ­მა ნე­ბის­მი­ერ ას­პექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭეს კომ­ფორ­ტს. უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი ხმა­უ­რი­ზო­ლა­ცია და ინ­ჟინ­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბა იმას, რომ მგზავ­რებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად რბი­ლად და სრულ­ყო­ფი­ლად მშვიდ გა­რე­მო­ში იმ­გზავ­რონ და ხში­რად ვერც კი შე­ამ­ჩნი­ონ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბა. Lexus-ის GA-K პლატ­ფორ­მა­ზე აგე­ბულ LM-ს სვლის უნი­კა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი ახა­სი­ა­თებს - აბ­სო­ლუ­ტურ მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი სვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რი და ვიბ­რა­ცია, და­მუხ­რუ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ძა­რის მოძ­რა­ო­ბა.

“ეს არის მდიდ­რუ­ლო­ბის კონ­ცეფ­ცია ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მგზავ­რე­ბის სრულ მენ­ტა­ლურ და ფი­ზი­კურ რე­ლაქ­სა­ცი­ას,” - აცხა­დე­ბენ Lexus-ის ევ­რო­პის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში. ეს არის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ხა­ტავს “ომო­ტე­ნა­შის” - ია­პო­ნუ­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მის ფე­ნო­მენს, რო­მე­ლიც Lexus-ის დე­ვი­ზია. საქ­მე გვაქვს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტის უმაღ­ლეს დო­ნეს­თან ავ­ტო­მო­ბილ­ში.

“მე მინ­დო­და, ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­მექ­მნა სა­უ­კე­თე­სო სივ­რცე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან,” - აცხა­დებს Lexus LM-ის მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი ტა­კა­მი იო­კოო.

Lexus Tbilisi-ს შო­უ­რუმ­ში ახა­ლი LM ხელ­მი­საწ­ვდო­მია სრუ­ლი­ად ახა­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 2,5-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვი­სა და ელექტრო­მო­ტო­რის კომ­ბი­ნა­ცი­ას. ეს არის თვით­და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დი 250 სის­ტე­მუ­რი ცხე­ნის ძა­ლით, რომ­ლის საწ­ვა­ვის სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯი 100 კი­ლო­მეტრზე 5 ლიტ­რია. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ Lexus LM სრუ­ლამძრა­ვი­ა­ნი (4x4) ავ­ტო­მო­ბი­ლია.

R

00:00 / 00:00
საღი აზრი
0

მინდა,შემიხვიეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

გაიცანით ახალი Lexus LM: პირველი კლასი ავტომობილში, VIP მგზავრებისთვის

გაიცანით ახალი Lexus LM: პირველი კლასი ავტომობილში, VIP მგზავრებისთვის
  • Lexus-მა სრულიად ახალი, საფლაგმანო მოდელი LM წარმოადგინა
  • LM იშიფრება როგორც “Luxury mover” - მდიდრული ტრანსპორტერი
  • ავტომობილი შექმნილია მგზავრების უმაღლესი კომფორტისთვის
  • Lexus LM-ის ორი ვერსია იწარმოება: 4-ადგილიანი და 7-ადგილიანი
  • 4-ადგილიანი ვერსია გამოირჩევა პირველი კლასის სავარძლებით და 48-დუიმიანი ეკრანით

Lexus-მა მდიდრულობა და კომფორტი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. პრემიუმ-კლასის ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ წარმოადგინა სრულიად ახალი ფლაგმანი მოდელი LM და ეს ავტოინდუსტრიაში ფაქტობრივად ახალი სიტყვაა.

LM ასე იშიფრება: Luxury mover, რაც ასე უნდა ვთარგმნოთ - “მდიდრული გადამყვანი”, “მდიდრული ტრანსპორტერი”. ეს არის ავტომობილი, რომელიც აერთიანებს მდიდრული სედანის ხარისხსა და კომფორტს მინივენის ან ვენის შესანიშნავ ტევადობასთან და პრაქტიკულობასთან. Lexus LM შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებმა იმგზავრონ ისეთი კომფორტით, როგორსაც აქამდე ავტომობილში არც კი ელოდებოდნენ. იწარმოება 2 ვერსია - 4-ადგილიანი და 7-ადგილიანი. საქართველოში, Lexus Tbilisi-ს შოურუმში ორივე ვერსია ხელმისაწვდომია.

2023 წლის მოდელი Lexus LM ყველგან და ნებისმიერ საზოგადოებაში ყურადღების ცენტრში იქნება - არა მხოლოდ თავისი განსაკუთრებული დიზაინის და სიდიდის გამო, არამედ პირველ რიგში იმ მდიდრული ხარისხითა და კომფორტით, რაც მის ინტერიერში გელოდებათ.

5 მეტრი სიგრძე, თითქმის 2-მეტრიანი სიგანე და სიმაღლე, 3-მეტრიანი თვლების ბაზა - მხოლოდ ეს ციფრებიც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ: Lexus LM მაქსიმალურად ტევადი ტრანსპორტერია - ორი ძირითადი ხასიათით. ერთის მხრივ ის შეიძლება იყოს კომფორტული ოფისი ავტომობილში და მეორე მხრივ, პრაქტიკული და მდიდრული საოჯახო ავტომობილი.

Lexus LM განკუთვნილია სამი ტიპის მომხმარებლებისთვის. ეს ავტომობილი პირველ რიგში შექმნილია ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც ავტომობილით გადაადგილების დროსაც სურთ კომფორტული სამუშაო გარემო და ბიზნესპარტნიორებზე ან ნებისმიერ სტუმარზე შთაბეჭდილების მოხდენა. მეორე: Lexus LM იდეალური არჩევანია კომპანიებისთვის, რომლებიც ემსახურებიან VIP-სტუმრებს, მაღალი კლასის სასტუმროებსა თუ სხვადასხვა დელეგაციებს. და მესამე: LM (განსაკუთრებით მისი 7-ადგილიანი ვერსია) ასევე შექმნილია ოჯახებისთვის, რომლებსაც ავტომობილში მაქსიმალური კომფორტი და პრაქტიკულობა სურთ.

Lexus LM-ში სავარძლების პირველი რიგიც უმაღლეს კომფორტს გვთავაზობს - მძღოლისა და წინა მგზავრის სივრცეში კომფორტის უამრავი ფუნქცია და Lexus-ისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის გარემო და ტექნიკა გელოდებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი უკანა განყოფილებაა.

4-ადგილიან ვერსიაში გელოდებათ ორი VIP-კლასის სავარძელი გათბობისა და გაგრილების, ასევე მასაჟების ფუნქციით. შესაძლებელია სავარძლების წამოსაწოლ მდგომარეობაში გადაყვანაც. VIP მგზავრებს სრული კონტროლი აქვთ ინტერიერის განათებაზე, კლიმატიზირებაზე, მძღოლთან გამყოფი ბარიერის ფუნქციებზე, რომლის დახურვისა და გაბლარვის შემთხვევაში წარმოიქმნება უკიდურესად პრივატული, საიდუმლო გარემო VIP მგზავრისთვის და მისი სტუმრისთვის. Lexus LM-ის 4-ადგილიანი ვერსიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა 48-დუიმიანი HD ultra-widescreen ეკრანი, რომელიც ბევრნაირად კონფიგურირდება. აღნიშნული ეკრანი ფაქტობრივად პირადი კინოთეატრის გარემოს ქმნის. შესაძლებელია მისი ორ ნაწილად გაყოფა, რათა ორივე მგზავრი მისთვის სასურველი საქმიანობით დაკავდეს.

სავარძლების, ეკრანის, მაცივრის, პერსონალური მაგიდების და ინტერიერის უნიკალური განათების გარდა, მგზავრების კომფორტზე ზრუნავს ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული მარკ ლევინსონის 3D Surround-აუდიო-სისტემა 23 დინამიკით და საუკეთესო ჟღერადობით.

Lexus-ის ინჟინრებმა ნებისმიერ ასპექტზე მუშაობისას უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს კომფორტს. უმაღლეს დონეზეა აყვანილი ხმაურიზოლაცია და ინჟინრების ნებისმიერი გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ მგზავრებმა მაქსიმალურად რბილად და სრულყოფილად მშვიდ გარემოში იმგზავრონ და ხშირად ვერც კი შეამჩნიონ, რომ ავტომობილი გადაადგილდება. Lexus-ის GA-K პლატფორმაზე აგებულ LM-ს სვლის უნიკალური კომფორტი ახასიათებს - აბსოლუტურ მინიმუმამდეა შემცირებული სვლით გამოწვეული ხმაური და ვიბრაცია, დამუხრუჭებით გამოწვეული ძარის მოძრაობა.

“ეს არის მდიდრულობის კონცეფცია ავტომობილში, რომელიც ემსახურება მგზავრების სრულ მენტალურ და ფიზიკურ რელაქსაციას,” - აცხადებენ Lexus-ის ევროპის წარმომადგენლობაში. ეს არის ავტომობილი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს “ომოტენაშის” - იაპონური სტუმართმოყვარეობისა და სტუმრის პატივისცემის ფენომენს, რომელიც Lexus-ის დევიზია. საქმე გვაქვს პერსონალიზებული კომფორტის უმაღლეს დონესთან ავტომობილში.

“მე მინდოდა, ავტომობილში შემექმნა საუკეთესო სივრცე ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან,” - აცხადებს Lexus LM-ის მთავარი ინჟინერი ტაკამი იოკოო.

Lexus Tbilisi-ს შოურუმში ახალი LM ხელმისაწვდომია სრულიად ახალი ჰიბრიდული სისტემით, რომელიც მოიცავს 2,5-ლიტრიანი ძრავისა და ელექტრომოტორის კომბინაციას. ეს არის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი 250 სისტემური ცხენის ძალით, რომლის საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 5 ლიტრია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Lexus LM სრულამძრავიანი (4x4) ავტომობილია.

R