მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაში არიან ღაზის სექტორში მცხოვრები ქრისტიანი არაბები და რამდენად დაცულია ეკლესიები, რომელსაც თავს აფარებენ?
რა მდგომარეობაში არიან ღაზის სექტორში მცხოვრები ქრისტიანი არაბები და რამდენად დაცულია ეკლესიები, რომელსაც თავს აფარებენ?

ღა­ზას სექ­ტორ­ში მცხოვ­რე­ბი ასო­ბით ქრის­ტი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის დროს ორ ეკ­ლე­სი­ას წმინ­და პორ­ფი­რის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­სა და წმინ­და ოჯა­ხის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას შე­ა­ფა­რონ თავი. გა­სულ კვი­რას, ერთი ეკ­ლე­სია ნა­წი­ლობ­რივ და­ი­ბომ­ბა. გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, სხვა თავ­შე­სა­ფა­რი ეძებ­ნათ.

19 ოქ­ტომ­ბერს, რა­კე­ტა მოხ­ვდა წმინ­და პორ­ფი­რის ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბას. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, და­ი­ღუ­პა 17 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და ათო­ბით, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ეკ­ლე­სია არ ყო­ფი­ლა სა­მიზ­ნე. ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა ლიორ ჰა­ი­ატ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეკ­ლე­სი­ის კე­დე­ლი და­ზი­ან­და.

BBC-ის მიერ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ზე ჩანს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი ნან­გრე­ვებ­ში ცო­ცავ­დნენ და თით­ქმის სიბ­ნე­ლე­ში ცდი­ლობ­დნენ იქ ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეპო­ვათ.

ნან­გრე­ვე­ბის გრო­ვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ახალ­შო­ბი­ლის ფო­ტო­ე­ბი. უც­ნო­ბია გა­დარ­ჩა თუ - არა.

სუ­ჰე­ილ საბა არა­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის საბ­ჭოს მდი­ვა­ნია. BBC-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ თა­ვის, ზურ­გი­სა და ფე­ხე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც "რა­კე­ტა პირ­და­პირ საბ­ჭოს შე­ნო­ბას და­ე­ცა, მყი­სი­ე­რად და­ი­ღუ­პა ერთი ოჯა­ხის ცხრა წევ­რი“. მისი თქმით, და­ბომბვა ძლი­ე­რი იყო, "თით­ქოს მი­წისძვრა მოხ­და“.

წმინ­და პორ­ფი­რის ეკ­ლე­სი­ის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კვლავ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია და ქრის­ტი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი კვლა­ვაც ტა­ძარ­ში რჩე­ბა, მაგ­რამ სა­ბამ იქვე, წმინ­და ოჯა­ხის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას შე­ა­ფა­რა თავი.

"რამ­დე­ნი­მე წამ­ში, ჰა­ერ­ში ავფრინ­დი და გვერ­დზე გა­დავ­ვარ­დი, იქვე ბე­ტო­ნის ნაჭ­რე­ბი ჩა­მოც­ვივ­და, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი გან­წი­რუ­ლად ყვი­როდ­ნენ“, - ამ­ბობს წმინ­და პორ­ფი­რი­ო­სის ეკ­ლე­სი­ა­ზე ავი­ა­ი­ე­რიშს გა­დარ­ჩე­ნი­ლი სუ­ჰა­ილ საბა.

ეკ­ლე­სი­ის და­ბომბვის შემ­დეგ დაჭ­რილ ბავ­შვს სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში ექი­მი ეხ­მა­რე­ბა

ღა­ზა­ში მცხოვ­რებ­მა ქრის­ტი­ა­ნებ­მა სახ­ლე­ბი მას შემ­დეგ და­ტო­ვეს, რაც ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­აფრ­თხი­ლა მო­სა­ლოდ­ნე­ლი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ი­სა და ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ.

და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მცხოვ­რე­ბი პა­ლეს­ტი­ნე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მუნ­ტერ ისა­კი ამ­ბობს, რომ ღა­ზას სექ­ტორ­ში მცხოვ­რე­ბი ქრის­ტი­ა­ნე­ბი "უმ­ძი­მე­სი სცე­ნა­რის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან“.

ღა­ზა­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის 0,05%-ზე ნაკ­ლებს შე­ად­გე­ნენ და მხო­ლოდ 1 100 ადა­მი­ა­ნია მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ან კა­თო­ლი­კე. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ბერ­ძნე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ვა­რია. ისი­ნი მი­მო­ფან­ტულ­ნი არი­ან მთელ სექ­ტორ­ში და არ ქმნი­ან ერ­თი­ან თემს.

ხუთ­შა­ბათს სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ფა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ამო­იყ­ვა­ნეს

ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წევ­რის თქმით, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი ღა­ზა­ში 1948 წლის ნაკბას შემ­დეგ ჩა­ვი­და. ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი 700 000 პა­ლეს­ტი­ნე­ლის იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბას 1947-1949 წლებ­ში, არა­ბეთ-ის­რა­ე­ლის ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ. ის­რა­ელ­ში ამ კონ­ფლიქტს "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ომს" უწო­დე­ბენ.

სხვა ქრის­ტი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ წი­ნაპ­რებს ამ ტე­რი­ტო­რი­ის პირ­ველ მა­ცხოვ­რებ­ლებს ეძა­ხი­ან, რომ­ლე­ბიც "ამ მი­წა­ზე 402 წლი­დან, წარ­მარ­თო­ბი­დან ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ ცხოვ­რობ­დნენ“, - ამ­ბობს ისა­კი.

  • ბლო­კა­და

ის­რა­ე­ლი და ეგ­ვიპ­ტე მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­გუ­შა­გო­ებს. ანკლა­ვის მა­ცხოვ­რებ­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ ტე­რი­ტო­რია მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის შემ­დეგ და­ტო­ვონ.

რიმ ჰა­რა­და, სამი შვი­ლის დე­დაა. ის ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს ღა­ზა­ში. ბო­ლოს თა­ვი­სი და, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს, ხუთი წლის წინ ნახა. რიმი ამ­ბობს, რომ ის­რა­ელ­ში შეს­ვლის ნე­ბარ­თვა "ყო­ველ­თვის არ გა­ი­ცე­მა ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რზე, ჩემს ქმარს, მა­გა­ლი­თად, არა­სო­დეს აძ­ლევ­დნენ“, - დას­ძენს ის.

"ჩემი დის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და­ქორ­წინ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ ვერ გა­ვი­ზი­ა­რეთ მათი სი­ხა­რუ­ლი. ვცდი­ლობთ კო­მუ­ნი­კა­ცია ინ­ტერ­ნე­ტით გვქონ­დეს, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­თვის არ არის“, - ამ­ბობს ქალი.

ღა­ზის ჰა­მა­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა 40% ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ.
  • "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გვაქვს"

"ჩვენ ყვე­ლა რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­ულს აღ­ვნიშ­ნავთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და ბეთ­ლემ­ში მცხოვ­რე­ბი ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის. ანკლავ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ჩვენ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გვაქვს“, - თქვა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წევ­რმა, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

არა­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის საბ­ჭოს წევ­რის, ელი­ას ჯა­რა­დას თქმით, ღა­ზა­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თე­მის მცი­რე ზომა გავ­ლე­ნას ახ­დენს რე­ლი­გი­უ­რი და სა­ე­რო ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტზე.

"ღა­ზა­ში ცო­ტა­ნი ვართ. ჩვენ გვინ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გა­ეც­ნონ ქრის­ტი­ა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რათა მათ გა­იც­ნონ თე­მის ყვე­ლა წევ­რი და იცხოვ­რონ ნორ­მა­ლუ­რად“, - ამ­ბობს ის.

  • "სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს; არ­სე­ბობს მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლი…"

ღა­ზა­ში კა­თო­ლი­კუ­რი თე­მის იე­რუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, მამა ჯო­ზეფ ასა­დის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 550 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც იძუ­ლე­ბით და­ტო­ვეს სახ­ლე­ბი, ახლა მის ეკ­ლე­სი­ა­ში იმა­ლე­ბი­ან, მათ­გან 60 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნეა, არი­ან ბავ­შვე­ბიც.

"ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­პატ­რი­არ­ქოს სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც არ არის სა­ძი­ნებ­ლე­ბი, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, თავ­შე­საფ­რე­ბი“, - გან­მარ­ტავს მამა იო­სე­ბი.

მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გარ­თულ­და წმინ­და პორ­ფი­რი­ო­სის ეკ­ლე­სი­ა­ზე ავი­ა­ი­ე­რი­შის შემ­დეგ, რის შემ­დე­გაც, მისი მრევ­ლის ერთ-ერთი წევ­რის თქმით, 100-მდე ქრის­ტი­ა­ნი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

ებრაელების ნასროლი რაკეტები ისეთი ჭკვიანები არიან თურმე არჩევს მუსულმანს და ქრისტიანს ერთმანეთისგან . აი ბავშვები და ქალები ერევა მამაკაცებში

!!!
1

განწირული ხალხი. ყველას თვალებში ეჩხირებიან....არავინაა ამათი გამკითხავი....

ავტორი:

რა მდგომარეობაში არიან ღაზის სექტორში მცხოვრები ქრისტიანი არაბები და რამდენად დაცულია ეკლესიები, რომელსაც თავს აფარებენ?

რა მდგომარეობაში არიან ღაზის სექტორში მცხოვრები ქრისტიანი არაბები და რამდენად დაცულია ეკლესიები, რომელსაც თავს აფარებენ?

ღაზას სექტორში მცხოვრები ასობით ქრისტიანი იძულებულია ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს ორ ეკლესიას წმინდა პორფირის მართლმადიდებლურ ტაძარსა და წმინდა ოჯახის კათოლიკურ ეკლესიას შეაფარონ თავი. გასულ კვირას, ერთი ეკლესია ნაწილობრივ დაიბომბა. გადარჩენილები იძულებულები გახდნენ, სხვა თავშესაფარი ეძებნათ.

19 ოქტომბერს, რაკეტა მოხვდა წმინდა პორფირის ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარე შენობას. თვითმხილველების თქმით, დაიღუპა 17 ადამიანი და დაშავდა ათობით, მათ შორის ბავშვები. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეკლესია არ ყოფილა სამიზნე. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა, რომ ეკლესიის კედელი დაზიანდა.

BBC-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მოსახლეობა და სამოქალაქო თავდაცვის პერსონალი ნანგრევებში ცოცავდნენ და თითქმის სიბნელეში ცდილობდნენ იქ ჩარჩენილი ადამიანები ეპოვათ.

ნანგრევების გროვაში აღმოაჩინეს ახალშობილის ფოტოები. უცნობია გადარჩა თუ - არა.

სუჰეილ საბა არაბული მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს მდივანია. BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ თავის, ზურგისა და ფეხების დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც "რაკეტა პირდაპირ საბჭოს შენობას დაეცა, მყისიერად დაიღუპა ერთი ოჯახის ცხრა წევრი“. მისი თქმით, დაბომბვა ძლიერი იყო, "თითქოს მიწისძვრა მოხდა“.

წმინდა პორფირის ეკლესიის დანარჩენი ნაწილი კვლავ ხელუხლებელია და ქრისტიანების ნაწილი კვლავაც ტაძარში რჩება, მაგრამ საბამ იქვე, წმინდა ოჯახის კათოლიკურ ეკლესიას შეაფარა თავი.

"რამდენიმე წამში, ჰაერში ავფრინდი და გვერდზე გადავვარდი, იქვე ბეტონის ნაჭრები ჩამოცვივდა, ქალები და ბავშვები განწირულად ყვიროდნენ“, - ამბობს წმინდა პორფირიოსის ეკლესიაზე ავიაიერიშს გადარჩენილი სუჰაილ საბა.

ეკლესიის დაბომბვის შემდეგ დაჭრილ ბავშვს სასწრაფოს მანქანაში ექიმი ეხმარება

ღაზაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა სახლები მას შემდეგ დატოვეს, რაც ისრაელის არმიამ გააფრთხილა მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისა და ევაკუაციის შესახებ.

დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელი ქრისტიანი მუნტერ ისაკი ამბობს, რომ ღაზას სექტორში მცხოვრები ქრისტიანები "უმძიმესი სცენარისთვის ემზადებიან“.

ღაზაში ქრისტიანები მოსახლეობის 0,05%-ზე ნაკლებს შეადგენენ და მხოლოდ 1 100 ადამიანია მართლმადიდებელი ან კათოლიკე. მათი უმრავლესობა საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარია. ისინი მიმოფანტულნი არიან მთელ სექტორში და არ ქმნიან ერთიან თემს.

ხუთშაბათს საჰაერო თავდასხმის შემდეგ მაშველებმა ეკლესიაში შეფარებული ხალხი ამოიყვანეს

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრის თქმით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ქრისტიანებიდან ზოგიერთი ღაზაში 1948 წლის ნაკბას შემდეგ ჩავიდა. ასე მოიხსენიებენ პალესტინელები 700 000 პალესტინელის იძულებით გადასახლებას 1947-1949 წლებში, არაბეთ-ისრაელის ომის დასრულების შემდგომ. ისრაელში ამ კონფლიქტს "დამოუკიდებლობის ომს" უწოდებენ.

სხვა ქრისტიანები თავიანთ წინაპრებს ამ ტერიტორიის პირველ მაცხოვრებლებს ეძახიან, რომლებიც "ამ მიწაზე 402 წლიდან, წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლის შემდეგ ცხოვრობდნენ“, - ამბობს ისაკი.

  • ბლოკადა

ისრაელი და ეგვიპტე მკაცრად აკონტროლებენ საგუშაგოებს. ანკლავის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ ტერიტორია მხოლოდ ოფიციალური ნებართვის შემდეგ დატოვონ.

რიმ ჰარადა, სამი შვილის დედაა. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ღაზაში. ბოლოს თავისი და, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, ხუთი წლის წინ ნახა. რიმი ამბობს, რომ ისრაელში შესვლის ნებართვა "ყოველთვის არ გაიცემა ოჯახის ყველა წევრზე, ჩემს ქმარს, მაგალითად, არასოდეს აძლევდნენ“, - დასძენს ის.

"ჩემი დის ქალიშვილები დაქორწინდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარეთ მათი სიხარული. ვცდილობთ კომუნიკაცია ინტერნეტით გვქონდეს, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ არის“, - ამბობს ქალი.

ღაზის ჰამასის მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა 40% ბავშვები იყვნენ.
  • "მოკრძალებული დღესასწაულები გვაქვს"

"ჩვენ ყველა რელიგიურ დღესასწაულს აღვნიშნავთ, მაგრამ ყველაფერი განსხვავებულია დასავლეთ სანაპიროზე და ბეთლემში მცხოვრები ქრისტიანებისთვის. ანკლავში არსებული ვითარების გამო, ჩვენ მოკრძალებული დღესასწაულები გვაქვს“, - თქვა მართლმადიდებლური ეკლესიის წევრმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

არაბული მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს წევრის, ელიას ჯარადას თქმით, ღაზაში ქრისტიანული თემის მცირე ზომა გავლენას ახდენს რელიგიური და საერო ცხოვრების ყველა ასპექტზე.

"ღაზაში ცოტანი ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები გაეცნონ ქრისტიანულ საზოგადოებას, რათა მათ გაიცნონ თემის ყველა წევრი და იცხოვრონ ნორმალურად“, - ამბობს ის.

  • "სიცოცხლის საშუალება არ არსებობს; არსებობს მხოლოდ სიკვდილი…"

ღაზაში კათოლიკური თემის იერუსალიმის საპატრიარქოს ვიცე-პრეზიდენტის, მამა ჯოზეფ ასადის თქმით, დაახლოებით 550 ადამიანი, რომლებმაც იძულებით დატოვეს სახლები, ახლა მის ეკლესიაში იმალებიან, მათგან 60 განსაკუთრებული საჭიროებების მქონეა, არიან ბავშვებიც.

"ჩვენ ვცხოვრობთ საპატრიარქოს სკოლის შენობაში, სადაც არ არის საძინებლები, სველი წერტილები, თავშესაფრები“, - განმარტავს მამა იოსები.

მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა წმინდა პორფირიოსის ეკლესიაზე ავიაიერიშის შემდეგ, რის შემდეგაც, მისი მრევლის ერთ-ერთი წევრის თქმით, 100-მდე ქრისტიანი უსახლკაროდ დარჩა.

წყარო