უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ძმასთან და მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სააკაშვილის ღვინის მოსავალს “SaakashviliWinery” რამდენიმე დღის მანძილზე კიევში წარადგენს. იასკოს პოსტიდან ირკვევა, რომ საფერავის, მუსკატის შეძენა მსურველებს შეუძლიათ დღეს და ხვალ ბროვარსკის გამზირზე.
ლიზა იასკო:
- სააკაშვილის ახალი ღვინო კიევში დღეს და შემდეგ დღეებში. მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი და ვანო აფციაური წარმოადგენენ მიხაილ სააკაშვილის ღვინოს დღეს კიევში! ახალი მოსავალი! საფერავი, მუსკატი! შეგიძლიათ შეიძინოთ დღეს, ხვალ და ზეგ 10:00-დან 18:00 საათამდე ბროვარსკის გამზირი - 15-ში, ან შეუკვეთოთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილისთვის, რომ მისი ღვინო დღეს კიევშია“. – წერს ლიზა იასკო „ინსტაგრამზე“.
ის, რაც მიშასთვის მნიშვნელოვანია, ჩვენთვის (ნაცების გარდა დანარჩენი სამყაროსთვის) ყოველგვარ მნიშვნელობასაა მოკლებული!!!
ყველაფრის გაყალბების დიდოსტატები არიან -ისტორიის, ურთიერთობების, ჟამთა მსვლელობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის, გრძნობების და ადამიანის ნებისმიერი შემოქმედების, მაგრამ საკუთარ სიფათებს ვერაფერს უხერხებენ. ზედ აწერიათ, რანი არიან !