პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა მეუღლემ მიწა წავკისში კრედიტით შეიძინა... გვქონდა მსხვილი ბიზნესი, რომელიც გავყიდეთ და იქიდან მივიღეთ 2 მილიონი" - მინისტრის მოადგილის განმარტება სოლიდურ შემოსავლებსა და ძვირადღირებულ ქონებაზე
"ჩემმა მეუღლემ მიწა წავკისში კრედიტით შეიძინა... გვქონდა მსხვილი ბიზნესი, რომელიც გავყიდეთ და იქიდან მივიღეთ 2 მილიონი" - მინისტრის მოადგილის განმარტება სოლიდურ შემოსავლებსა და ძვირადღირებულ ქონებაზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო ზო­გი­ერ­თი "მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის" მხრი­დან აბ­სურ­დულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა და ცი­ლის­წა­მე­ბამ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, მან აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მისი ოჯა­ხის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა.

"დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ამ უსა­ხურ მცდე­ლო­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის დროს არც დავ­კარ­გავ­დი, მაგ­რამ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ, ამ ე.წ. „მე­დი­ის­გან“ გან­სხვა­ვე­ბით, მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მი­ვიჩ­ნიე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია ჩემი ოჯა­ხის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ:

მე და ჩემს ოჯახს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ბიზ­ნე­სი გავ­ყი­დეთ, სა­ი­და­ნაც მი­ვი­ღეთ და­ახ­ლო­ე­ბით 2 მლნ ლა­რის ფუ­ლა­დი ქო­ნე­ბა. ბიზ­ნე­სის გარ­და, მე ასე­ვე ვსაქ­მი­ა­ნობ­დი არა­სა­ჯა­რო სექ­ტორ­შიც, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სის სა­ხით მქონ­და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. ეს არის 2005-2017 წლე­ბის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც, კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, მქონ­და სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი კერ­ძო ბიზ­ნე­სი­დან და ასე­ვე არა­სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბი­დან. კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვმარ­ტო ჩემი ქო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემ­მა ოჯახ­მა გა­ყი­და 5 ბინა (ჯა­მუ­რად 282 კვ.მ.) თბი­ლის­ში და 2 ბინა (ჯა­მუ­რად 64 კვ.მ.) ბა­თუმ­ში, აგ­რეთ­ვე აგა­რა­კი წე­რო­ვან­ში (1200 კვ.მ.), რომ­ლის სა­ნაც­ვლოდ შე­ვი­ძი­ნეთ 1 ბინა თბი­ლის­ში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი წყნეთ­ში, 830 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში და 410 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი ოზურ­გეთ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ებს, ჩემი მე­უღ­ლე 50 - პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობს კომ­პა­ნი­ა­ში „ვიუ ფო­ინ­თი“. მან სა­ბან­კო კრე­დი­ტით შე­ი­ძი­ნა მიწა წავ­კის­ში - თან­ხის ოდე­ნო­ბაა 2,2 მლნ აშშ დო­ლა­რი. იგი ასე­ვე ფლობს 50 - პრო­ცენ­ტი­ან წილს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ბეთ­ლემ­ში“. ეს ქო­ნე­ბაც სა­ბან­კო კრე­დი­ტი­თაა ნა­ყი­დი - მისი ოდე­ნო­ბა 915,000 ევ­როა.

სამ­წუ­ხა­როდ, ე.წ. „მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა“ წარ­მო­ა­ჩი­ნეს ისე, თით­ქოს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბი­სას მი­ვი­ღე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, რაც ასე არ არის. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 2017 წლამ­დე სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში არ ვმუ­შა­ობ­დი, არ მქონ­და ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ხოლო მას შემ­დეგ, რაც და­ვი­კა­ვე პირ­ვე­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ე­რი ქო­ნე­ბა თუ შე­მო­სა­ვა­ლი ასა­ხუ­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

კი­დევ ერთი ცრუ ბრალ­დე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ეხე­ბო­და მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო აუქ­ცი­ო­ნის წე­სით გვქონ­და იჯა­რით აღე­ბუ­ლი. 2018 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში „და­ნერ­გე მო­მა­ვა­ლი“ და გა­ვა­შე­ნეთ მოც­ვის პლან­ტა­ცი­ე­ბი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მოც­ვი გა­ა­შე­ნა, 1234 ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა. 2022 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის რე­სურ­სზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის“ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, 208 სხვა სა­ხელ­მწი­ფო მო­ი­ჯა­რის ნაკ­ვე­თის მსგავ­სად, შე­ა­ფა­სა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ, ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­და­ვი­ხა­დეთ და გად­მოგ­ვე­ცა სა­კუთ­რე­ბა­ში. ამ­დე­ნად, ნა­თე­ლია, რომ არც ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­სარ­გებ­ლია რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გი­ით და ვმოქ­მე­დებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­ქა­უ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tekle
0

მეც მინდოდა მინისტრობა, მაგრამ სანამ ამდენ მილიონს დავაგროვებ, კი ვიქნები 100 წლის. თუ ბიზნესმენი არ იყავი, მინისტრი ან მოადგილე ვერ გახდები

რომან აჯიაშვილი
4

ეს რასაც ამბობს, ანაა მართალი, ან არა, მაგრამ იმ ვაიჟურნალისტებმა პირველ რიგში ეს უნდა გაარკვიონ და ისე მოგვაწოდონ ინფორმაცია! ასეა ნორმალურ ქვეყნებში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩემმა მეუღლემ მიწა წავკისში კრედიტით შეიძინა... გვქონდა მსხვილი ბიზნესი, რომელიც გავყიდეთ და იქიდან მივიღეთ 2 მილიონი" - მინისტრის მოადგილის განმარტება სოლიდურ შემოსავლებსა და ძვირადღირებულ ქონებაზე

"ჩემმა მეუღლემ მიწა წავკისში კრედიტით შეიძინა... გვქონდა მსხვილი ბიზნესი, რომელიც გავყიდეთ და იქიდან მივიღეთ 2 მილიონი" - მინისტრის მოადგილის განმარტება სოლიდურ შემოსავლებსა და ძვირადღირებულ ქონებაზე

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ზოგიერთი "მედიასაშუალების" მხრიდან აბსურდულმა ბრალდებებმა და ცილისწამებამ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.

  • მისივე თქმით, მან აუცილებლად მიიჩნია, რომ საზოგადოებისთვის მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიეწოდებინა.

"დისკრედიტაციის ამ უსახურ მცდელობებზე რეაგირებისთვის დროს არც დავკარგავდი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ, ამ ე.წ. „მედიისგან“ განსხვავებით, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, აუცილებლობად მივიჩნიე, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:

მე და ჩემს ოჯახს წლების განმავლობაში გვქონდა მსხვილი ბიზნესი და საკმაოდ მაღალი შემოსავალი. მოგვიანებით ეს ბიზნესი გავყიდეთ, საიდანაც მივიღეთ დაახლოებით 2 მლნ ლარის ფულადი ქონება. ბიზნესის გარდა, მე ასევე ვსაქმიანობდი არასაჯარო სექტორშიც, საიდანაც ხელფასის სახით მქონდა დამატებითი შემოსავალი და დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობაც. ეს არის 2005-2017 წლების პერიოდი, როდესაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მქონდა სოლიდური შემოსავალი კერძო ბიზნესიდან და ასევე არასაჯარო სექტორში საქმიანობიდან. კიდევ უფრო დეტალურად რომ განვმარტო ჩემი ქონების წარმომავლობა, აღვნიშნავ, რომ ჩემმა ოჯახმა გაყიდა 5 ბინა (ჯამურად 282 კვ.მ.) თბილისში და 2 ბინა (ჯამურად 64 კვ.მ.) ბათუმში, აგრეთვე აგარაკი წეროვანში (1200 კვ.მ.), რომლის სანაცვლოდ შევიძინეთ 1 ბინა თბილისში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში და 410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთში.

რაც შეეხება კომპანიებს, ჩემი მეუღლე 50 - პროცენტიან წილს ფლობს კომპანიაში „ვიუ ფოინთი“. მან საბანკო კრედიტით შეიძინა მიწა წავკისში - თანხის ოდენობაა 2,2 მლნ აშშ დოლარი. იგი ასევე ფლობს 50 - პროცენტიან წილს თბილისში მდებარე სასტუმრო "ბეთლემში“. ეს ქონებაც საბანკო კრედიტითაა ნაყიდი - მისი ოდენობა 915,000 ევროა.

სამწუხაროდ, ე.წ. „მედიასაშუალებებმა“ წარმოაჩინეს ისე, თითქოს საჯარო სექტორში დასაქმებისას მივიღე დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც ასე არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლამდე საჯარო სექტორში არ ვმუშაობდი, არ მქონდა ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ხოლო მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი მაღალი თანამდებობა საჯარო სექტორში, ჩემი და ჩემი ოჯახის ნებისმიერი ქონება თუ შემოსავალი ასახულია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

კიდევ ერთი ცრუ ბრალდება ჩემს წინააღმდეგ ეხებოდა მიწის ნაკვეთს, რომელიც საჯარო აუქციონის წესით გვქონდა იჯარით აღებული. 2018 წელს მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ და გავაშენეთ მოცვის პლანტაციები. დღეის მდგომარეობით, მოცვი გააშენა, 1234 ბენეფიციარმა. 2022 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 208 სხვა სახელმწიფო მოიჯარის ნაკვეთის მსგავსად, შეაფასა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, ნაკვეთის ღირებულება გადავიხადეთ და გადმოგვეცა საკუთრებაში. ამდენად, ნათელია, რომ არც ამ შემთხვევაში მისარგებლია რაიმე პრივილეგიით და ვმოქმედებდი საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში“, - აღნიშნულია მიქაუტაძის განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.