პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა აქუბარდია მის მიმართ ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართავს
თეონა აქუბარდია მის მიმართ ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართავს

დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით და შე­ი­ცავს სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ნიშ­ნებ­საც - სა­სა­მარ­თლო­ში მო­უ­წევს აუ­ცი­ლებ­ლად ბა­ტონ ბე­რა­ი­ას მოს­ვლა და თა­ვის მარ­თლე­ბა,- ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ სა­კი­თხზე იუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი მუ­შა­ობს და მი­მარ­თა­ვენ ასე­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცველ­საც.

"მე არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას იმ წერ­ტილ­ზე, რო­მელ­ზეც მო­ინ­დო­მა გა­ჩე­რე­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რომ ცალყბად გა­კე­თე­ბუ­ლი ბო­დი­შით ამო­ე­წუ­რა ეს ინ­ცი­დენ­ტი, რად­გან აქ საქ­მე არ ეხე­ბა მხო­ლოდ ჩემი ან სხვა ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას. ჩვენ გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ხდე­ბა, რაც არის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი, მათ შო­რის, შე­ი­ცავს სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ნიშ­ნებ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა იუ­რის­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფის მხრი­დან, ერთი მხრივ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­თვის მი­მარ­თვა, რათა და­ად­გი­ნოს მან ეს ფაქ­ტე­ბი, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს ბა­ტონ ბე­რა­ი­ას მოს­ვლა და თა­ვის მარ­თლე­ბა, მე არ ვა­პი­რებ გავ­ჩერ­დე იქ, სა­დაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა, რომ დას­ვას წერ­ტი­ლი. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", მო­ა­შო­რონ ეს კაცი თავ­დაც­ვის და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ი­დან, რად­გან ის სა­ბო­ლო­ოდ, არის გა­კოტ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი,"- გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 31 ოქ­ტომ­ბრის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა. გარ­და ამი­სა, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­სა და ანა წით­ლი­ძეს შო­რი­საც. წით­ლი­ძემ ღუ­დუ­შა­ურს "დე­ბი­ლი", "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა კი პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ წევ­რს "ბან­ძი" უწო­და: "შენ ხარ ბან­ძი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბან­ძი ქალი ხარ”, - მი­მარ­თა ღუ­დუ­შა­ურ­მა წით­ლი­ძეს.

ამას­თან, შემ­დგომ, ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
0

აქუბარდია ლოთია?:::::)))))))))) მართლა მაინტერესებს...

გოგი
2

აქუბარდიას რა უნდა პარლამენტში, მაგისი ადგილი სხვაგან არის. თუ ასეთი გათახსირებული იყო, ნამდვილად არ მეგონა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

თეონა აქუბარდია მის მიმართ ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართავს

თეონა აქუბარდია მის მიმართ ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართავს

დისკრედიტაცია ხდება გენდერული ნიშნით და შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც - სასამართლოში მოუწევს აუცილებლად ბატონ ბერაიას მოსვლა და თავის მართლება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე იურისტების ჯგუფი მუშაობს და მიმართავენ ასევე სახალხო დამცველსაც.

"მე არ ვაპირებ გაჩერებას იმ წერტილზე, რომელზეც მოინდომა გაჩერება "ქართულმა ოცნებამ", რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ამოეწურა ეს ინციდენტი, რადგან აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება, რაც არის დისკრიმინაციული, მათ შორის, შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა იურისტების შესაბამისი ჯგუფის მხრიდან, ერთი მხრივ სახალხო დამცველისთვის მიმართვა, რათა დაადგინოს მან ეს ფაქტები, ასევე სასამართლოში აუცილებლად მოუწევს ბატონ ბერაიას მოსვლა და თავის მართლება, მე არ ვაპირებ გავჩერდე იქ, სადაც "ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასვას წერტილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მოაშორონ ეს კაცი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, რადგან ის საბოლოოდ, არის გაკოტრებული პოლიტიკოსი,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს "დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: "შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.