პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება - მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება - მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რა მარ­ტივ­დე­ბა - პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით 84 ხმით ერ­თხმად, მი­ი­ღო „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პრო­ცე­დუ­რის დახ­ვე­წა­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბას.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის სამ­შობ­ლოს­თან მჭიდ­რო კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას.

ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ: სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის მსურ­ვე­ლი პირი გა­მოც­დას სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნამ­დე ჩა­ა­ბა­რებს; არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ა­გენ­ტო აღარ და­ი­წყებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის ფორ­მა­ლურ პრო­ცე­დუ­რებს, რი­თაც და­ი­ზო­გე­ბა რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ისე უწყე­ბის დრო და რე­სურ­სე­ბი; გა­მოც­და­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, გა­და­ა­ბა­როს გა­მოც­და შე­უ­ზღუ­და­ვად. გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­სას მისი შე­დე­გე­ბი ძა­ლა­ში იქ­ნე­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში; სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ზე სა­ბო­ლოო უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რის ხელ­მე­ო­რედ და­წყე­ბის ვადა 1 წლი­დან 6 თვემ­დე შემ­ცირ­დე­ბა; მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა მიერ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის 10-წლი­ა­ნი ცენ­ზი 5 წლამ­დე შემ­ცირ­დე­ბა, რი­თაც სრუ­ლად შეს­რულ­დე­ბა გა­ე­რო-ს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხომ არ გაგიჟდით?
0

მოქალაქეობის მიღებაც და უცხოელზე ქონების გასხვისებაც გასამკაცრებელია!!!

კოტე
5

სწორი გადაწყვეტილებაა. თუ ადამიანს საქართველოსთან კავშირი აქვს, მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მოქალაქეობის მისაღებად აბსურდული და ზედმეტი ბარიერები არ უნდა სჭირდებოდეს. რა თქმა უნდა, ფილტრი იქნება და ყველა ვერ მიიღებს. ისე კი, იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას აპროტესტებს. რა არ მოგწონთ, ის რომ სოფელში ახალგაზრდა აღარ დარჩა, მუშაობა აღარავის უნდა, კვალიფიკაცია ნულია და ყველას მუქთა ჭამა სურს, ან უცხოეთში გარბიან, მათ ადგილს ადრე, თუ გვიან რომ ვიღაც დაიკავებს, უნდა გაითვითცნობიეროთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება - მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება - მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება - პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები; გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება; მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.