მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს - ამას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ" - კარასინი სალომე ზურაბიშვილზე
"ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს - ამას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ" - კარასინი სალომე ზურაბიშვილზე

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ CBS NEWS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "ბოდ­ვას“ უწო­დებს.

კა­რა­სი­ნის თქმით, "ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც იმ­პიჩ­მენტს ძლივს გა­და­ურ­ჩა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბი ანერ­ვი­უ­ლებს”.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუ­სუ­ლი თე­მით პა­რა­ზი­ტი­რებს. ახლა ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც იმ­პიჩ­მენტს ძლივს გა­და­ურ­ჩა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც "მტრის ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ“, ანერ­ვი­უ­ლებს. პრე­ზი­დენ­ტი ამა­ში წი­ნა­პი­რო­ბას ხე­დავს, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ომის გა­მო­ცხა­დე­ბას შეძ­ლებს და იგი მხარს უჭერს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვას. მსგავს სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბას ბოდ­ვის გარ­და ვე­რა­ფერს ვუ­წო­დებთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს თბი­ლის­საც ეს­მის“, - წერს გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, "ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, როცა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში გყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მტრის ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ და რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ ისი­ნი სა­კუ­თარ სახ­ლში არი­ან“. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, "არ­სე­ბობს წვრი­ლი ხაზი და ეს ხაზი უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს, რათა მო­მა­ვალ­ში არ გვქონ­დეს ისე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი დოქ­ტრი­ნა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელე
69

რუსეთუმეების გარდა მთელი საქართველო ეთანხმება ქალბატონ სალომეს.

Mari
37

ჯერ სად ხართ ეს დასაწყისია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს - ამას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ" - კარასინი სალომე ზურაბიშვილზე

"ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს - ამას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ" - კარასინი სალომე ზურაბიშვილზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ CBS NEWS-თან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას "ბოდვას“ უწოდებს.

კარასინის თქმით, "ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს”.

"სალომე ზურაბიშვილი რუსული თემით პარაზიტირებს. ახლა ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე ლაპარაკობენ“, ანერვიულებს. პრეზიდენტი ამაში წინაპირობას ხედავს, რომლითაც რუსეთი სრულფასოვანი ომის გამოცხადებას შეძლებს და იგი მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილისსაც ესმის“, - წერს გრიგორი კარასინი "ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, "ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.