Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მეცნიერების თქმით, მათ სფინქსის აგების საიდუმლოს მიაგნეს
ამერიკელი მეცნიერების თქმით, მათ სფინქსის აგების საიდუმლოს მიაგნეს

მეც­ნი­ე­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ სფინ­ქსის პი­რა­მი­დის მშე­ნებ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს მი­აგ­ნეს. ის­ტო­რი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ უშ­ვე­ლე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბის სახე ქვის ოს­ტა­ტებ­მა გა­მო­ა­ქან­და­კეს, მაგ­რამ 1980 წელს ექ­სპერ­ტებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ სფინ­ქსის კონ­ტუ­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა უდაბ­ნოს ქა­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­მა კვლე­ვამ სწო­რედ ეს თე­ო­რია გა­მოს­ცა­და.

მეც­ნი­ე­რებ­მა ლომს მიმსგავ­სე­ბუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ქან­და­კე­ბე­ბი შექ­მნეს და სი­თხის დი­ნა­მი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. კვლე­ვის მე­თა­ურ­მა, პრო­ფე­სორ­მა ლეიფ რის­ტროფ­მა გა­ნა­ცხა­და:

"ჩვე­ნი აღ­მო­ჩე­ნე­ბი სფინ­ქსის და მისი მსგავ­სი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის ერო­ზი­ის­გან შექ­მნის თე­ო­რი­ას გვთა­ვა­ზობს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ მა­სა­ლე­ბის ერო­ზი­ის შე­დე­გად სფინ­ქსი­სე­ბუ­რი ფორ­მე­ბის მი­ღე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია."

მეც­ნი­ერ­თა გუნ­დმა გე­ო­ლო­გი ფა­რუქ ელ-ბა­ზის 1981 წელს წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თე­ო­რია გა­მოს­ცა­და. გე­ო­ლოგ­მა ივა­რა­უ­და, რომ სფინ­ქსის თავი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ბრტყე­ლი ფორ­მის იყო და მისი ერო­ზია ქარ­მა გა­მო­იწ­ვია. ნასა-ს ყო­ფი­ლი მეც­ნი­ე­რის ვა­რა­უ­დით კი, პი­რა­მი­დე­ბის მშე­ნებ­ლე­ბი ამ ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ და წვე­ტი­ა­ნი ქვის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აა­გეს.

"გი­ზის პი­რა­მი­დე­ბი დღემ­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ჰარ­მო­ნი­ა­ში არი­ან ქა­რი­ან გა­რე­მოს­თან", - გა­ნა­ცხა­და ფა­რუქ ელ ბაზ­მა 2011 წელს.

"ეგ­ვიპ­ტე­ლებს თა­ვი­ან­თი პი­რა­მი­დე­ბი კუ­ბის ან მართკუ­თხა ფორ­მის რომ აე­გოთ, მათ ქა­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი ერო­ზია დიდი ხნის წინ გა­აქ­რობ­და", - დას­ძი­ნა მეც­ნი­ერ­მა.

ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა გუნ­დმა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი პი­რა­მი­დე­ბის ფორ­მე­ბის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად, რბილ თი­ხას­თან ერ­თად უფრო მყა­რი, ნაკ­ლებ ერო­ზი­უ­ლი მა­სა­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნა.

  • მკვლე­ვარ­თა დას­კვნით, სფინ­ქსის თავი, თა­თე­ბი და ზურ­გი შე­და­რე­ბით გამ­ძლე, მყა­რი მა­სა­ლით უნდა იყოს აგე­ბუ­ლი.

სფინ­ქსის მკერ­დი იტა­ლი­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გის, ჯო­ვა­ნი ბა­ტის­ტა კა­ვი­ლი­ას გუნ­დმა 1817 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა, მა­ნამ­დე მო­ნუ­მენ­ტი უდაბ­ნოს ქვი­შა­ში იყო და­მა­ლუ­ლი. პი­რა­მი­დის მთლი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა კი 1887 წელს დას­რუ­ლე­ბუ­ლი გა­თხრე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაიკიდე
0

ქართველი ისეთი კაცია გკიდია რადიაცია!

მოქალაქე
0

მეცნიერებო თავი დაანებეთ ძველი ცივილიზაციების შედევრებს და აღიარეთ, რომ ვერ იგებთ რა და როგორ მოხდა მილიონი წლის წინათ. აჯობებს რაც ცხვირწინ გაქვთ იმას მიხედოთ -დედამიწას, გაუფრთხილდით და დაიცავით....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ამერიკელი მეცნიერების თქმით, მათ სფინქსის აგების საიდუმლოს მიაგნეს

ამერიკელი მეცნიერების თქმით, მათ სფინქსის აგების საიდუმლოს მიაგნეს

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მათ სფინქსის პირამიდის მშენებლობის საიდუმლოს მიაგნეს. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ უშველებელი ნაგებობის სახე ქვის ოსტატებმა გამოაქანდაკეს, მაგრამ 1980 წელს ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ სფინქსის კონტურების ფორმირება უდაბნოს ქარების დამსახურებაა. ნიუ იორკის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ სწორედ ეს თეორია გამოსცადა.

მეცნიერებმა ლომს მიმსგავსებული მინიატურული ქანდაკებები შექმნეს და სითხის დინამიკის გამოყენებით ცდები ჩაატარეს. კვლევის მეთაურმა, პროფესორმა ლეიფ რისტროფმა განაცხადა:

"ჩვენი აღმოჩენები სფინქსის და მისი მსგავსი წარმონაქმნების ეროზიისგან შექმნის თეორიას გვთავაზობს. ლაბორატორიის ექსპერიმენტებმა გვიჩვენა, რომ მასალების ეროზიის შედეგად სფინქსისებური ფორმების მიღება სავსებით შესაძლებელია."

მეცნიერთა გუნდმა გეოლოგი ფარუქ ელ-ბაზის 1981 წელს წამოყენებული თეორია გამოსცადა. გეოლოგმა ივარაუდა, რომ სფინქსის თავი, თავდაპირველად, ბრტყელი ფორმის იყო და მისი ეროზია ქარმა გამოიწვია. ნასა-ს ყოფილი მეცნიერის ვარაუდით კი, პირამიდების მშენებლები ამ ბუნებრივი პროცესების შესახებ საქმის კურსში იყვნენ და წვეტიანი ქვის კონსტრუქციები ამის გათვალისწინებით ააგეს.

"გიზის პირამიდები დღემდე არაჩვეულებრივ ჰარმონიაში არიან ქარიან გარემოსთან", - განაცხადა ფარუქ ელ ბაზმა 2011 წელს.

"ეგვიპტელებს თავიანთი პირამიდები კუბის ან მართკუთხა ფორმის რომ აეგოთ, მათ ქარით გამოწვეული ეროზია დიდი ხნის წინ გააქრობდა", - დასძინა მეცნიერმა.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა მინიატურული პირამიდების ფორმების დასაფიქსირებლად, რბილ თიხასთან ერთად უფრო მყარი, ნაკლებ ეროზიული მასალებიც გამოიყენა.

  • მკვლევართა დასკვნით, სფინქსის თავი, თათები და ზურგი შედარებით გამძლე, მყარი მასალით უნდა იყოს აგებული.

სფინქსის მკერდი იტალიელი არქეოლოგის, ჯოვანი ბატისტა კავილიას გუნდმა 1817 წელს აღმოაჩინა, მანამდე მონუმენტი უდაბნოს ქვიშაში იყო დამალული. პირამიდის მთლიანი გამოსახულება კი 1887 წელს დასრულებული გათხრების შემდეგ გამოჩნდა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა