მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 წლის მადლენის იდუმალებით მოცული გაუჩინარება: გამოძიებას ეჭვმიტანილად მშობლები მიაჩნდა: რატომ მოიხადა პორტუგალიის პოლიციამ ბოდიში 16 წლის შემდეგ
3 წლის მადლენის იდუმალებით  მოცული გაუჩინარება: გამოძიებას ეჭვმიტანილად მშობლები მიაჩნდა: რატომ მოიხადა პორტუგალიის პოლიციამ ბოდიში 16 წლის შემდეგ

პორ­ტუ­გა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ 16 წლის წინ გა­ტა­ცე­ბუ­ლი მად­ლენ მა­კკა­ნის მშობ­ლებს მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის გამო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. გერი და ქეით მა­კ­კე­ნე­ბი პო­ლი­ცი­ას ამ დრომ­დე მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბად მი­აჩ­ნდა.

3 წლის მად­ლე­ნი 2007 წელს პორ­ტუ­გა­ლი­ის ქა­ლაქ ალ­გარ­ვე­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და, რა დროს გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­კკა­ნის მშობ­ლებ­მა გო­გო­ნა ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მძი­ნა­რე და­ტო­ვეს და მე­გობ­რებ­თან ერ­თად მიმ­დე­ბა­რე ბარ­ში წა­ვიდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დე­დამ, ქეით მა­კ­კენ­მა, შვი­ლი ბი­ნა­ში ვე­ღარ იპო­ვა.

გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეჭ­ვობს, რომ გო­გო­ნა 46 წლის მო­ქა­ლა­ქემ კრის­ტი­ან ბრუკ­ნერ­მა გა­ი­ტა­ცა და შემ­დეგ მოკ­ლა, კაცი იმ დროს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

თუმ­ცა, მის­თვის ბრა­ლი ჯერ კი­დევ არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ. კაცი თა­ვად კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გო­გო­ნას იდუ­მა­ლი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 16 წლის შემ­დეგ, ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნე­ლია, თუ რა მოხ­და სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს და რა და­ე­მარ­თა მად­ლენს.

პორ­ტუ­გა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ლი­სა­ბო­ნი­დან ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავრნენ, რათა შეხ­ვედ­როდ­ნენ და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მა­მას, გერი მა­კ­კენს. მას პი­რა­დად მო­უ­ხა­დეს ბო­დი­ში საქ­მის არა­სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბის გამო.

პორ­ტუ­გა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მათი სამ­სა­ხუ­რის მიერ პირ­ვე­ლა­დი გა­მო­ძი­ე­ბა მად­ლე­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­თა­ნა­დოდ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მა­კ­კე­ნის ოჯახს ბო­დი­შის მოხ­და­ზე ამ დრომ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 4 თვის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ მისი მშობ­ლე­ბი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის სტა­ტუ­სით დაჰ­კი­თხა. დე­ტექ­ტი­ვებ­მა მი­იჩ­ნი­ეს, რომ წყვილს შე­ეძ­ლო მად­ლე­ნის გა­ტა­ცე­ბა და­ედ­გა და ბავ­შვის სხე­უ­ლი გა­და­ე­მა­ლა.

მად­ლე­ნის დე­დის, ქე­ი­თის თქმით, პო­ლი­ცი­ამ მას შეს­თა­ვა­ზა, და­ნა­შა­უ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა, ამით კი ცი­ხე­ში ყოფ­ნის ვა­დას შე­უმ­ცი­რებ­დნენ.

2008 წელს წყვილს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სტა­ტუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­უხ­სნეს, მაგ­რამ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მი­მართ ეჭ­ვე­ბი ისევ არ­სე­ბობ­და.

უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვი გონ­სა­ლო ამა­რა­ლი, რო­მე­ლიც საქ­მეს იძი­ებ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რის შემ­დე­გაც ამა­რალ­მა და­წე­რა წიგ­ნი, რო­მელ­შიც მან მად­ლე­ნის მშობ­ლე­ბი ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. რო­გორც კაც­მა ახ­სნა, ამით თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი რე­პუ­ტა­ცია და­იც­ვა.

მა­კკა­ნი­ებ­მა დე­ტექ­ტი­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, ისი­ნი წიგნ­ში მოყ­ვა­ნილ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­დნენ, მაგ­რამ პორ­ტუ­გა­ლი­ის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლი გა­ა­უქ­მა. ქე­ით­მა და გე­რიმ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს, მაგ­რამ 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში იქაც და­მარ­ცხდნენ.

წყვილს ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ლან­ძღავ­და, მათ ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და ცხედ­რის გა­და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მხარს უჭე­რენ ახალ ვერ­სი­ას, რომ მად­ლენ მა­კ­კე­ნი გა­ი­ტა­ცა და მოკ­ლა გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე კრის­ტი­ან ბრუკ­ნერ­მა. საქ­მის ერთ-ერთი გერ­მა­ნე­ლი პრო­კუ­რო­რი, ჰანს კრის­ტი­ან ვოლ­ტერ­სი მი­ე­სალ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის ბო­დიშს.

ვოლ­ტერ­სმა თქვა, რომ მისი გუნ­დი იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ წელს და­ას­რუ­ლებს და­კა­ვე­ბულ­ზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად და­კა­ვე­ბი­სა, გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ზე ვოლ­ტერ­სის­თვის ბრა­ლი აქამ­დე არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 1995 წლი­დან 2007 წლამ­დე რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და დროს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, სა­დაც, გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მუ­შა­ობ­და მიმ­ტა­ნად, ქურ­დობ­და სას­ტუმ­რო­ებ­ში და ყიდ­და ნარ­კო­ტი­კებს.

მა­ნამ­დე გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ ჰქონ­დათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც მი­უ­თი­თებ­და იმა­ზე, რომ კრის­ტი­ან ბრუკ­ნერ­მა მოკ­ლა მად­ლე­ნი, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­ნა­შა­უ­ლის სა­სა­მარ­თლო­ში და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ბავშვი მარტო დატოვო და დასალევად წახვიდე?საწყალი ბავშვი.მსობლები კია ცოტა ხანი ჩასაყუდებლები უთველმოყვარეობის გამო.

 

თამაზი
2

მშობლები რომ დიდად არ ზრუნავდნენ ბავშვზე გასაგებია და ევროპულ მართლმსაჯულებაზეც მაგრა გამიტყდა გული. მშობლები როგორ უნდა დაადანაშაულო შვილის მკვლელობაში, თუ 100%-იანი საბუთები და მტკიცებულებები არ გაქვს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

3 წლის მადლენის იდუმალებით მოცული გაუჩინარება: გამოძიებას ეჭვმიტანილად მშობლები მიაჩნდა: რატომ მოიხადა პორტუგალიის პოლიციამ ბოდიში 16 წლის შემდეგ

3 წლის მადლენის იდუმალებით  მოცული გაუჩინარება: გამოძიებას ეჭვმიტანილად მშობლები მიაჩნდა: რატომ მოიხადა პორტუგალიის პოლიციამ ბოდიში 16 წლის შემდეგ

პორტუგალიის პოლიციამ 16 წლის წინ გატაცებული მადლენ მაკკანის მშობლებს მისი გაუჩინარების გამოძიების გამო ბოდიში მოუხადა. გერი და ქეით მაკკენები პოლიციას ამ დრომდე მათი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილებად მიაჩნდა.

3 წლის მადლენი 2007 წელს პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში მშობლებთან ერთად ისვენებდა, რა დროს გაუჩინარდა. მაკკანის მშობლებმა გოგონა ნაქირავებ ბინაში მძინარე დატოვეს და მეგობრებთან ერთად მიმდებარე ბარში წავიდნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნებულმა დედამ, ქეით მაკკენმა, შვილი ბინაში ვეღარ იპოვა.

გერმანიის ხელისუფლება ეჭვობს, რომ გოგონა 46 წლის მოქალაქემ კრისტიან ბრუკნერმა გაიტაცა და შემდეგ მოკლა, კაცი იმ დროს პორტუგალიაში იმყოფებოდა.

თუმცა, მისთვის ბრალი ჯერ კიდევ არ წაუყენებიათ. კაცი თავად კატეგორიულად უარყოფს ბავშვის გაუჩინარებაში მონაწილეობას.

გოგონას იდუმალი გაუჩინარებიდან 16 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუ რა მოხდა საბედისწერო ღამეს და რა დაემართა მადლენს.

პორტუგალიის პოლიციის მაღალჩინოსნები ლისაბონიდან ლონდონში გაემგზავრნენ, რათა შეხვედროდნენ დაკარგული გოგონას მამას, გერი მაკკენს. მას პირადად მოუხადეს ბოდიში საქმის არასათანადოდ გამოძიების გამო.

პორტუგალიის პოლიციის განცხადებით, მათი სამსახურის მიერ პირველადი გამოძიება მადლენის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სათანადოდ არ ჩატარებულა. მაკკენის ოჯახს ბოდიშის მოხდაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

გოგონას გაუჩინარებიდან 4 თვის შემდეგ პორტუგალიის პოლიციამ მისი მშობლები ეჭვმიტანილების სტატუსით დაჰკითხა. დეტექტივებმა მიიჩნიეს, რომ წყვილს შეეძლო მადლენის გატაცება დაედგა და ბავშვის სხეული გადაემალა.

მადლენის დედის, ქეითის თქმით, პოლიციამ მას შესთავაზა, დანაშაული ეღიარებინა, ამით კი ციხეში ყოფნის ვადას შეუმცირებდნენ.

2008 წელს წყვილს ეჭვმიტანილის სტატუსი ოფიციალურად მოუხსნეს, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მათ მიმართ ეჭვები ისევ არსებობდა.

უფროსი დეტექტივი გონსალო ამარალი, რომელიც საქმეს იძიებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. რის შემდეგაც ამარალმა დაწერა წიგნი, რომელშიც მან მადლენის მშობლები ბავშვის გაუჩინარებაში დაადანაშაულა. როგორც კაცმა ახსნა, ამით თავისი პროფესიული რეპუტაცია დაიცვა.

მაკკანიებმა დეტექტივის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელი შეიტანა, ისინი წიგნში მოყვანილ ბრალდებებს უარყოფდნენ, მაგრამ პორტუგალიის უზენაესმა სასამართლომ სარჩელი გააუქმა. ქეითმა და გერიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, მაგრამ 2022 წლის სექტემბერში იქაც დამარცხდნენ.

წყვილს ამ წლების განმავლობაში ინტერნეტში უამრავი ადამიანი ლანძღავდა, მათ ქალიშვილის მკვლელობასა და ცხედრის გადამალვაში ადანაშაულებდნენ.

პორტუგალიელი გამომძიებლები მხარს უჭერენ ახალ ვერსიას, რომ მადლენ მაკკენი გაიტაცა და მოკლა გერმანიის მოქალაქე კრისტიან ბრუკნერმა. საქმის ერთ-ერთი გერმანელი პროკურორი, ჰანს კრისტიან ვოლტერსი მიესალმა პორტუგალიის პოლიციის ბოდიშს.

ვოლტერსმა თქვა, რომ მისი გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს დაასრულებს დაკავებულზე დაწყებულ გამოძიებას.

მიუხედავად დაკავებისა, გოგონას გაუჩინარების საქმეზე ვოლტერსისთვის ბრალი აქამდე არ წაუყენებიათ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი 1995 წლიდან 2007 წლამდე რეგულარულად ატარებდა დროს პორტუგალიაში, სადაც, გერმანიის პოლიციის ცნობით, მუშაობდა მიმტანად, ქურდობდა სასტუმროებში და ყიდდა ნარკოტიკებს.

მანამდე გერმანელმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ მტკიცებულებები, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ კრისტიან ბრუკნერმა მოკლა მადლენი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო ეჭვმიტანილის დანაშაულის სასამართლოში დასამტკიცებლად.

წყარო