სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკანდალური არაფერია, მან აზრი მკითხა..." - რას ამბობს ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერეზე
"სკანდალური არაფერია, მან აზრი მკითხა..."  - რას ამბობს ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერეზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა.

ჩა­ნა­წე­რი ინ­ტერ­ნეტ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და. ის Youtube-ის არ­ხმა Cyber Kmara-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

  • რო­გორც ჩა­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ იმარ­თე­ბო­და.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი ზუ­რაბ აბა­ში­ძის მო­საზ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ამ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა. კა­რა­სინ­მა აბა­ში­ძეს გა­დას­ცა რუ­სე­თის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რის პო­ზი­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ "სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ჰა­ე­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა".

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, და­ა­დას­ტუ­რა მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბა და თქვა, რომ "ამ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში სკან­და­ლუ­რი არა­ფე­რია".

  • "კა­რა­სინ­მა აზრი მკი­თხა და მე და­ვუ­დას­ტუ­რე, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზე სა­უბ­რის და­წყე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო", - ზუ­რაბ აბა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

აბა­ში­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ფრე­ნის აღ­დგე­ნის "პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“ რუ­სე­თის მხა­რემ და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო.

"გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან რომ მქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია, ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია. ამის­თვის შე­იქ­მნა 2012 წლი­დან ე.წ. პრა­ღის ფორ­მა­ტი, კერ­ძოდ სატ­რან­სპორ­ტო, სა­ვაჭ­რო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად. წე­ლი­წა­დი და 8 თვეა, რაც მას­თან ამ და სხვა თე­მებ­ზე არ გვი­სა­უბ­რია. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ახლა გა­მო­ამ­ზე­უ­რეს, შედ­გა გა­სუ­ლი წლის მარ­ტში.

მან აზრი მკი­თხა და მე და­ვუ­დას­ტუ­რე, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზე სა­უბ­რის და­წყე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო. ეს სწო­რედ იმის დას­ტუ­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის მხა­რემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო, რა­საც ჩვენ სულ ვამ­ბობ­დით.

ამ სა­უბ­რის შემ­დეგ გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან ეს თემა აღარ გან­ხი­ლუ­ლა",- აღ­ნიშ­ნა აბა­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
soso
10

ფრენების აღდგენაში ცუდი არაფერია, პირიქით ჯარგია

ირაკლი
9

ეს ირაკლის შვილია თუ მეშლება წააკითხეთ მამამისის ლექსი და შეიძლება ოპოზიციაში ვიხილოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"სკანდალური არაფერია, მან აზრი მკითხა..." - რას ამბობს ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერეზე

"სკანდალური არაფერია, მან აზრი მკითხა..."  - რას ამბობს ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.

ჩანაწერი ინტერნეტში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ის Youtube-ის არხმა Cyber Kmara-მ გამოაქვეყნა.

  • როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საუბარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ იმართებოდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება. კარასინმა აბაშიძეს გადასცა რუსეთის სატრანსპორტო სამსახურის პოზიცია იმის შესახებ, რომ "საჭირო იქნება საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაციისა და სახმელეთო ტრანსპორტის საკითხების განხილვა".

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/YjK4L12tiJs?si=95MAGBAFhk5cqyUb" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

აუდიოჩანაწერზე კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძემ, როგორც აღვნიშნეთ, დაადასტურა მისი ავთენტურობა და თქვა, რომ "ამ აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია".

  • "კარასინმა აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო", - ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

აბაშიძის თქმით, საქართველოსთან ფრენის აღდგენის "პრინციპული გადაწყვეტილება“ რუსეთის მხარემ დამოუკიდებლად მიიღო.

"გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი, კერძოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. წელიწადი და 8 თვეა, რაც მასთან ამ და სხვა თემებზე არ გვისაუბრია. სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა გასული წლის მარტში.

მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით.

ამ საუბრის შემდეგ გრიგორი კარასინთან ეს თემა აღარ განხილულა",- აღნიშნა აბაშიძემ.