მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე წარმოგვიდგენია" - რუხაძე
"კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე წარმოგვიდგენია" - რუხაძე

თუ ჩავ­თვლით, რომ ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტუ­რია, ერ­თა­დერ­თი დას­კვნა, რაც შე­იძ­ლე­ბა აქე­დან გა­მო­ვი­ტა­ნოთ არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ჯე­რა­დაც ატყუ­ებ­და სა­კუ­თარ ხალ­ხს, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „იუ­თუბ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

გი­ორ­გი რუ­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კავ­ში­რე­ბი კრემლსა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის არა თუ არ­სე­ბობს, ბევ­რად უფრო მჭიდ­როა, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია.

„მე მახ­სოვს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­მოს­ვლა, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ ეს არის ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ, რუ­სებ­მა გა­და­წყვი­ტეს? - ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ ცალ­მხრი­ვი ვერ იქ­ნე­ბა და შენი ნე­ბარ­თვაც სჭირ­დე­ბა. ამ­დე­ნი ხანი ამ­ტკი­ცებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ „მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, რუ­სებ­მა ცალ­მხრი­ვად გა­ა­კე­თეს და მე ომში ხომ არ ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, თავი და­ვუქ­ნიე“. სი­ნამ­დვი­ლე­ში აქ ორ­მხრი­ვი ამ­ბა­ვია.

აქ შე­მო­დის კი­დევ ფარ­ცხა­ლა­ძის მო­მენ­ტი. ფარ­ცხა­ლა­ძე ტყუ­ი­ლად არ და­უ­სან­ქცი­რე­ბი­ათ. არა მგო­ნია, რომ ბლინ­კენს ფარ­ცხა­ლა­ძის ჯინი სჭირ­დეს. ეს და კი­დევ არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ნა­ბი­ჯი ჩემ­თვის მი­ა­ნიშ­ნებს, რომ კავ­ში­რე­ბი კრემლსა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის არა თუ არ­სე­ბობს, ბევ­რად უფრო მჭიდ­როა, ვიდ­რე ჩვენ ეს წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. აქე­დან შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს კი­დევ ის, რომ „მე თვი­თონ გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს პა­ტივ­ცე­მუ­ლო“ - აქე­დან მხრი­დან ენ­თუ­ზი­აზ­მი უფრო მე­ტია ხოლ­მე, ვიდ­რე იქი­დან რა­ღა­ცას ითხო­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, „იუ­თუბ­ზე“ „კი­ბერ კმა­რა“ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც მათი მტკი­ცე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის 2022 წლის მარ­ტში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს ასა­ხავს.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი ზუ­რაბ აბა­ში­ძის მო­საზ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ძალიან კარგი 

სიმართლე!
7

მე, არც ქოცი ვარ და არც ნაცი, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მართლაც მომწონს. ვერ გავიგე ურა პატრიოტებო, მანდამაინც ლომს ხახაში ჩავუვარდეთ, თქვენ კაი დედმამიშვილებო, მაშინ ერის 80 % ტაძრებში მაინც დავდიოდეთ და რწმენაში უნდა ვიყვეთ, ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ?! ამპარტავნების მეტი არაფერი გაგვაჩნია და ამით გინდათ თავი დავიცვათ??? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე წარმოგვიდგენია" - რუხაძე

"კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე წარმოგვიდგენია" - რუხაძე

თუ ჩავთვლით, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება აქედან გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამჯერადაც ატყუებდა საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც „იუთუბზე“ გავრცელებულ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

გიორგი რუხაძის განცხადებით, კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე წარმოგვიდგენია.

„მე მახსოვს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ჩვენ რა შუაში ვართ, რუსებმა გადაწყვიტეს? - ყველა ხვდება, რომ ცალმხრივი ვერ იქნება და შენი ნებართვაც სჭირდება. ამდენი ხანი ამტკიცებდა საქართველოს ხელისუფლება, რომ „მე არაფერ შუაში ვარ, რუსებმა ცალმხრივად გააკეთეს და მე ომში ხომ არ ჩავერთვებოდი, თავი დავუქნიე“. სინამდვილეში აქ ორმხრივი ამბავია.

აქ შემოდის კიდევ ფარცხალაძის მომენტი. ფარცხალაძე ტყუილად არ დაუსანქცირებიათ. არა მგონია, რომ ბლინკენს ფარცხალაძის ჯინი სჭირდეს. ეს და კიდევ არაერთი გადაწყვეტილება და ნაბიჯი ჩემთვის მიანიშნებს, რომ კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. აქედან შეიძლება ჩანდეს კიდევ ის, რომ „მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს პატივცემულო“ - აქედან მხრიდან ენთუზიაზმი უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე იქიდან რაღაცას ითხოვენ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ინფორმაციისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.

აუდიოჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.