პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის უმკაცრესი შეფასება და მიმართვა შალვა პაპუაშვილს - "ეს ნამდვილად სირცხვილია... მიიღეთ ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ"
პრეზიდენტის უმკაცრესი შეფასება და მიმართვა შალვა პაპუაშვილს - "ეს ნამდვილად სირცხვილია...  მიიღეთ ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ"

"მე დღეს მო­ვის­მი­ნე სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყოფს მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს. მინ­და სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც დღეს გა­მო­ვიდ­ნენ და პრო­ტეს­ტი გა­მო­ა­ცხა­დეს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

პრე­ზი­დენ­ტი მო­უ­წო­დებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, მი­ი­ღოს უმ­კაც­რე­სი ზო­მე­ბი.

"მი­მაჩ­ნია, რომ ეს სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, სი­ტყვე­ბიც არ არის, რომ ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, ეს ნამ­დვი­ლად სირ­ცხვი­ლია: ქარ­თვე­ლო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­თვის.

მე არ ვიცი, რა კა­ნო­ნი ვინ უნდა მი­ი­ღოს უხამ­სო­ბა­ზე... თუ ეს არ არის უხამ­სი სი­ტყვე­ბი, მე არ ვიცი რა არის.

მო­ვუ­წო­დებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, მი­ი­ღოს უმ­კაც­რე­სი ზო­მე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც დღეს თავს უფ­ლე­ბა მის­ცეს, ასე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, რად­გან თუ ეს არ გა­ა­კე­თა, მა­შინ თვი­თონ აკარ­გვი­ნებს სა­ხეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს. მე მგო­ნი, უნდა იმოქ­მე­დოს სწრა­ფად და მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა!“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა.

გარ­და ამი­სა, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­სა და ანა წით­ლი­ძეს შო­რი­საც. წით­ლი­ძემ ღუ­დუ­შა­ურს „დე­ბი­ლი", "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა კი პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ წევ­რს "ბან­ძი" უწო­და: „შენ ხარ ბან­ძი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბან­ძი ქალი ხარ”, - მი­მარ­თა ღუ­დუ­შა­ურ­მა წით­ლი­ძეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

კიდევ კარგი ამ ქალს მეტი უფლებები არ აქვს და საპრეზიდენტო სახელმწიფო არ გვაქვს, თორემ ეს ქალი გაგვანადგურებდა!!

ლია
0

პრეზიდენტი კი არა .საქართველოს სირცხვილი ხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

პრეზიდენტის უმკაცრესი შეფასება და მიმართვა შალვა პაპუაშვილს - "ეს ნამდვილად სირცხვილია... მიიღეთ ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ"

პრეზიდენტის უმკაცრესი შეფასება და მიმართვა შალვა პაპუაშვილს - "ეს ნამდვილად სირცხვილია...  მიიღეთ ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ"

"მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები.

"მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

წაიკითხეთ ასევე: