პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე განახლდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ბერაიას განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.
"არ ვიყავი იმ შემთხვევის დროს და ტელევიზიით მოვისმინე დანარჩენ ადამიანებთან ერთად, რაც ბატონმა ბერაიამ ქალბატონ აქუბარდიას აკადრა. წარმოიდგინეთ, მე შევწუხდი, ადამიანი, რომელიც ახლოს ვზივარ ამ მხარეს ქალბატონ აქუბარდიასთან და მისი დაცვა მომინდა. მინდა "ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერებს გთხოვოთ, ნახეთ, რა იკადრა თქვენმა წევრმა?!“,-განაცხადა ხვიჩიამ.
"სამსჯავროზე არ ვართ. მოგვეცით საშუალება და თქვენ თქვით. ერთი წამით, მაცადეთ. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სამსჯავროზე არ ვართ. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უსიამოვნო სიტუაცია იყო. პლენარული სხდომა ამ საკითხის გასარჩევი საკითხი არ არის. ბატონო იაგო, თქვენ მგონი სხვა ბოღმა გალაპარაკებთ ახლა. არც ეგ არის სწორი საქციელი თქვენ რასაც აკეთებთ. თუ მომენტის გამოყენება გინდათ, სწორი საქციელი არ არის. ბატონო იაგო, მორალური პიედესტალიდან ნუ ისაუბრებთ. რაც შეხება კოლეგიალურ ურთიერთობას, ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, კოლეგიალურები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. გასაგებია, რომ ერთ მხარეს ერთი ღიზიანდება და მეორე მხარეს მეორე. აქ "მონები“ და ასეთი სიტყვებიც გვესმოდა. რაც შეხება პროცედურულ საკითხს, ერთ შენიშვნას პირადად ჩემს თავზეც ვიღებ. როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის, მე მაქვს ხოლმე რეაქცია და მექნება კიდეც, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფა არის. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი მივიღებ. თუკი იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა ადამიანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
"ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. "შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, "პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე.