საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კი­ნო­სა და თე­ატ­რის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, თენ­გიზ არჩვა­ძე დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი დი­დუ­ბის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც არ­ტის­ტის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს მსა­ხი­ო­ბებ­მა, მომ­ღერ­ლებ­მა, მწერ­ლებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

მსა­ხი­ო­ბი უკა­ნას­კნელ გზა­ზე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით გა­ა­ცი­ლეს. მის ღვაწლ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ მისი კო­ლე­გე­ბი.

თენ­გიზ არჩვა­ძემ ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში 100-ზე მეტი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა და არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა.

მან სცე­ნუ­რი სა­ხე­ე­ბი შექ­მნა სპექ­ტაკ­ლებ­ში: „მოკ­ვე­თი­ლი“, „დედა", "ღა­ლა­ტი", „თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი", „როცა ქა­ლაქს სძი­ნავს" „მე ვხე­დავ მზეს", „დღის წეს­რიგ­შია ერთი სა­კი­თხი", „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", „30 აგ­ვის­ტო", „ჯორ­და­ნო ბრუ­ნო", „ძვე­ლი ვალ­სი“, „ასის წლის წი­ნათ“, „ისევ ამ ქვეყ­ნად დავ­რჩე­ბი“, „სახ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი“, „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ და სხვა.

მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფილ­მებ­ში: „კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", „ერთი ცის ქვეშ", „ხე­ვის­ბე­რი გოჩა", „ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და", „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", „დათა თუ­თაშ­ხია", „მე ვხე­დავ მზეს", „შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან", „მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა" და სხვა.

თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, თენ­გიზ არჩვა­ძე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. 1967-1973 წლებ­ში იგი მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რშიც.

2011 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თენ­გიზ არჩვა­ძე იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის, აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 2017 წელს ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის მას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო - „ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მის“ წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე წელს გა­მო­ი­ცა წიგ­ნი „სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი - თენ­გიზ არჩვა­ძე“, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას ეძღვნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
0

ღირსეული ადამიანი, ნათელში იყოს მისი სული.

ნათია
1

უპატიოსნესი კაცი, და მერე ყველაფერი კარგი.ისე მეტკინა გული აზროვნებაც კი აღარ შემიძლია.ძალიან მიყვარს სპეტაკი ადამიანები თავიანთ ადამიამობაში რომ არ იჭრებიან, როგორ შემეცოდა, დამენანა, ვუსამძიმრებ ყველას ვისაც მისი გარდაცვალება ეტკინა,,,,

ავტორი:

თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები.

თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „მოკვეთილი“, „დედა", "ღალატი", „თვალი პატიოსანი", „როცა ქალაქს სძინავს" „მე ვხედავ მზეს", „დღის წესრიგშია ერთი საკითხი", „კვაჭი კვაჭანტირაძე", „30 აგვისტო", „ჯორდანო ბრუნო", „ძველი ვალსი“, „ასის წლის წინათ“, „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, „სახლის ანგელოზები“, „მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობდა ფილმებში: „კეთილი ადამიანები", „ერთი ცის ქვეშ", „ხევისბერი გოჩა", „ხევსურული ბალადა", „დიდოსტატის მარჯვენა", „დათა თუთაშხია", „მე ვხედავ მზეს", „შეხვედრა წარსულთან", „მალე გაზაფხული მოვა" და სხვა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.

2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.