პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - რას საქმიანობს და სად მუშაობს ზურაბ ჟვანიას ვაჟი პატიმრობის შემდეგ?
"ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - რას საქმიანობს და სად მუშაობს ზურაბ ჟვანიას ვაჟი პატიმრობის შემდეგ?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცოლი, ნინო ჟვა­ნია "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­უბ­რობს შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ. მისი თქმით, ბუსა ჟვა­ნი­ამ ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნა, მი­ი­ღო სტი­პენ­დია, ახლა ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და პა­რა­ლე­ლუ­რად, "ამა­ზონ­ში" მუ­შა­ობს.

- 2020 წელს, ბუ­სას შემ­თხვე­ვის დროს, ზურა რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რას ეტყო­და, რა პო­ზი­ცი­ას და­ი­ჭერ­და?

- ალ­ბათ, იმა­ვეს, რო­გო­რიც მე. აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, გა­მო­ი­კი­თხავ­და. მე ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და ამა­ზე ნა­სა­უბ­რე­ბი გვაქვს მე და ბუ­სას. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა გა­დარ­ჩა. ცი­ხე­ში ყოფ­ნამ მო­უ­წია, მაგ­რამ ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

კვი­რა­ში ერთხელ მიმ­ქონ­და ერთი 10 წიგ­ნი - და­წყე­ბუ­ლი დოს­ტო­ევ­სკით და უელ­ბე­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­კი­თხა.

ამას გარ­და, ემ­ზა­დე­ბო­და მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დის­თვის. მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­და­ში ისე­თი მა­ღა­ლი ქულა მი­ი­ღო, მსოფ­ლიო მაჩ­ვე­ნებ­ლით ტოპ-2%-ში შე­ვი­და და ძა­ლი­ან კარგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო სტი­პენ­დია.

ახლა სწავ­ლობს, თან მუ­შა­ობს "ამა­ზონ­ში". რაც შე­ემ­თხვა, ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში....წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე, ბუსა ჟვა­ნი­ამ ლე­ვან თო­ფა­ძეს გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ტყმით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხით გულ­მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პირ­ზე. ასე­ვე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა კის­რის გვერ­დი­თა ზე­და­პირ­ზე და ყუ­რის ნი­ჟა­რა­ზე. მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც.

სა­სა­მარ­თლომ მას 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნი­ამ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა, და­ნარ­ჩე­ნი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

GMAT-ს სამ თვეში სწავლობენ თან მუშაობენ, რა თქმა უნდა ციხეში, თან წელიწადნახევარში გადაღეჭავდა, აბა სხვა რა ექნებოდა საქმე 

ქართველი
6

მკვლელი! ასეთები ღუპავდნენ საქართველოს! თან უმეტესად არაქართული წარმოშობის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - რას საქმიანობს და სად მუშაობს ზურაბ ჟვანიას ვაჟი პატიმრობის შემდეგ?

"ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - რას საქმიანობს და სად მუშაობს ზურაბ ჟვანიას ვაჟი პატიმრობის შემდეგ?

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ჟვანია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს შვილების შესახებ. მისი თქმით, ბუსა ჟვანიამ ციხეში ყოფნის პერიოდი განათლების მიღების თვალსაზრისით ნაყოფიერად გამოიყენა, მიიღო სტიპენდია, ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს და პარალელურად, "ამაზონში" მუშაობს.

- 2020 წელს, ბუსას შემთხვევის დროს, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა, რა პოზიციას დაიჭერდა?

- ალბათ, იმავეს, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნამ მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის.

კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი - დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული - ყველაფერი წაიკითხა.

ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. მათემატიკის საერთაშორისო გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია.

ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში". რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში....წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანიამ პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარი გაატარა, დანარჩენი კი პირობითად ჩაეთვალა.