სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს" - კირკიტაძე უმრავლესობას
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს" - კირკიტაძე უმრავლესობას

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ნდო­ბის ხი­დის აღ­დგე­ნა გვინ­დაო, სამ­ტრე­დია-გრი­გო­ლე­თის ხიდი აღად­გი­ნეთ, ის ჯობს, ხალ­ხმა ისარ­გებ­ლოს, გა­და­ვი­დეს-გად­მო­ვი­დეს და მერე იფიქ­რეთ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ნდო­ბის ხი­დე­ბის აღ­დგე­ნა­ზე, - ამ სი­ტყვე­ბით "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა, და­ვით კირ­კი­ტა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს პარ­ლა­მენ­ტში, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მი­მარ­თა.

კირ­კი­ტა­ძის თქმით, გა­სულ წელს, ქვე­ყა­ნას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი იმის გამო არ მის­ცეს, რომ პი­რო­ბე­ბი არ შეს­რულ­და.

"ევ­რო­პა გვინ­დაო, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­მე­ო­რეთ და და­დი­ხართ ჩი­ნეთ­ში, ეს­წრე­ბით სა­მი­ტებს, სა­დაც ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი მტე­რი და ამა­ზე რე­აქ­ცია არ გაქვთ, ხოლო, ვინც ევ­რო­პულ დე­და­ქა­ლა­ქებ­ში და­დის, იმ ადა­მი­ანს იმ­პიჩ­მენტს უცხა­დებთ. კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღაც თქვა, ახალ ფორ­მა­ტებს იგო­ნებ­თო და მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს 3+3 რა ფორ­მა­ტია, რა­ტომ უნდა ვი­ყოთ იქ, ირან­თან ან რუ­სებ­თან ერ­თად? ეს სა­კი­თხა­ვია. თუ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ხართ, შარ­შან, როცა მოლ­დო­ვას და უკ­რა­ი­ნას მის­ცეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ჩვენ ქვე­ყა­ნას რა­ტომ არ მის­ცეს, შემ­თხვე­ვით იმი­ტომ ხომ არა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი არა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ და ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის, ის პი­რო­ბე­ბი ვერ შე­ას­რუ­ლეთ, რაც გვქონ­და. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღაც გა­ვი­გეთ, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს და სომ­ხეთს შო­რის, ნდო­ბის ხი­დის აღ­დგე­ნა გვინ­დაო, სამ­ტრე­დია-გრი­გო­ლე­თის ხიდი აღად­გი­ნეთ, ის ჯობს, ხალ­ხმა ისარ­გებ­ლოს, გა­და­ვი­დეს-გად­მო­ვი­დეს და მერე იფიქ­რეთ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის, ნდო­ბის ხი­დე­ბის აღ­დგე­ნა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა დე­და­ქა­ლაქ­ში შექ­მნილ სა­ცო­ბებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს ხედ­ვა, თუ რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ქვე­ყა­ნა.

"ის სა­ცო­ბე­ბი და ის გა­უ­საძ­ლი­სი ყოფა, რაც ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, სწო­რედ იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ თქვენ არ გაქვთ ხედ­ვა, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ქვე­ყა­ნა ჰარ­მო­ნი­უ­ლად და რო­გორ არ უნდა ხარ­ჯავ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას დროს იმ სა­ცო­ბებ­ში, რო­მე­ლიც დიახ, იმის გა­მოა შექ­მნი­ლი, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არას­წო­რად მოხ­და ჩა­რე­ვა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რაც უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, რა პრო­ექ­ტე­ბიც იყო, ის არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ, და­ა­კონ­სერ­ვეთ. მარ­თლა და­ნევ­როზ­და ხალ­ხი ამ სა­ცო­ბებ­ში, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მე­ნით, არ იაზ­რებთ, არ გა­ინ­ტე­რე­სებთ და არ გა­დარ­დებთ, რად­გან თქვენ "ბას­ლა­ი­ნებ­ში“ და­დი­ხართ, არ და­დი­ხართ? მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იხი­ლა რა­რი­ტე­ტუ­ლი მან­ქა­ნით რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ჩვე­ნი ერთ-ერთი კო­ლე­გა "ბას­ლა­ინ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდიკი
0

ბარევ ტო დავითჯან რა ენამახვილი ყოფილხარ ბაროოო!!!

ალექს
0

ამან რარიტეტი იცის, რაცაა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს" - კირკიტაძე უმრავლესობას

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს" - კირკიტაძე უმრავლესობას

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს, ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის ხიდების აღდგენაზე, - ამ სიტყვებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

კირკიტაძის თქმით, გასულ წელს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი იმის გამო არ მისცეს, რომ პირობები არ შესრულდა.

"ევროპა გვინდაო, რამდენჯერმე გაიმეორეთ და დადიხართ ჩინეთში, ესწრებით სამიტებს, სადაც ჰააგის სასამართლოს მიერ ბრალდებული ადამიანია, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ხოლო, ვინც ევროპულ დედაქალაქებში დადის, იმ ადამიანს იმპიჩმენტს უცხადებთ. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საინტერესო რაღაც თქვა, ახალ ფორმატებს იგონებთო და მართლა მაინტერესებს, ეს 3+3 რა ფორმატია, რატომ უნდა ვიყოთ იქ, ირანთან ან რუსებთან ერთად? ეს საკითხავია. თუ ასეთი წარმატებულები ხართ, შარშან, როცა მოლდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ქვეყანას რატომ არ მისცეს, შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ წარმატებული კი არა, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ და ჩვენი ხალხისთვის, ის პირობები ვერ შეასრულეთ, რაც გვქონდა. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გავიგეთ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს, ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნდობის ხიდების აღდგენაზე“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მან ასევე ისაუბრა დედაქალაქში შექმნილ საცობებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

"ის საცობები და ის გაუსაძლისი ყოფა, რაც ჩვენს დედაქალაქში და მთლიანად ქვეყანაში ხდება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თქვენ არ გაქვთ ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ჰარმონიულად და როგორ არ უნდა ხარჯავდნენ ადამიანები ყველაზე ძვირფას დროს იმ საცობებში, რომელიც დიახ, იმის გამოა შექმნილი, რომ ხშირ შემთხვევაში, არასწორად მოხდა ჩარევა და ხშირ შემთხვევაში, რაც უნდა გაგეკეთებინათ, რა პროექტებიც იყო, ის არ განახორციელეთ, დააკონსერვეთ. მართლა დანევროზდა ხალხი ამ საცობებში, რომელიც ხელოვნურად შექმენით, არ იაზრებთ, არ გაინტერესებთ და არ გადარდებთ, რადგან თქვენ "ბასლაინებში“ დადიხართ, არ დადიხართ? მთელმა საქართველომ იხილა რარიტეტული მანქანით როგორ გადაადგილდებოდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა "ბასლაინში“, - განაცხადა კირკიტაძემ.