ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ზუგდიდელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მალხაზ გოშუა დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ღამით განა რა ასეთი მოძრაობა იქნებოდა :( ალბათ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა მიზეზი, ან - ტექნიკური გაუმართაობა ...
საშინელებაა ასეთი ახალგაზრდის უდროო სიკვდილი. ფრთხილად იარეთ, სხვებსაც გაუფრთხილდით და თქვენს თავებსაც :(
"ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ."
მანქანა უკუსვლით მოძრაობდა?...