პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი მივიდნენ
თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი მივიდნენ

დი­დუ­ბის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც მსა­ხი­ობ თენ­გიზ არჩვა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­დი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. არ­ტის­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე.

თენ­გიზ არჩვა­ძეს ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში 100-ზე მეტი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა და არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა.

მან სცე­ნუ­რი სა­ხე­ე­ბი შექ­მნა სპექ­ტაკ­ლებ­ში: "მოკ­ვე­თი­ლი“, "დედა", "ღა­ლა­ტი", "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი", "როცა ქა­ლაქს სძი­ნავს" "მე ვხე­დავ მზეს", "დღის წეს­რიგ­შია ერთი სა­კი­თხი", "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", "30 აგ­ვის­ტო", "ჯორ­და­ნო ბრუ­ნო", "ძვე­ლი ვალ­სი“, "ასის წლის წი­ნათ“, "ისევ ამ ქვეყ­ნად დავ­რჩე­ბი“, "სახ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი“, "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ და სხვა.

მო­ნა­წი­ლე­ობს ფილ­მებ­ში: "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", "ერთი ცის ქვეშ", "ხე­ვის­ბე­რი გოჩა", "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", "დათა თუ­თაშ­ხია", "მე ვხე­დავ მზეს", "შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან", "მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა" და სხვა.

თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, თენ­გიზ არჩვა­ძე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. 1967-1973 წლებ­ში იგი მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რშიც.

2011 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თენ­გიზ არჩვა­ძე იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის, აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 2017 წელს ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის მას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო - "ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მის“ წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე წელს გა­მო­ი­ცა წიგ­ნი "სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი - თენ­გიზ არჩვა­ძე“, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას ეძღვნე­ბა.

მსა­ხი­ობს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი მივიდნენ

თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი მივიდნენ

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც მსახიობ თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მიდიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები. არტისტის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: "მოკვეთილი“, "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო", "ჯორდანო ბრუნო", "ძველი ვალსი“, "ასის წლის წინათ“, "ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, "სახლის ანგელოზები“, "მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობს ფილმებში: "კეთილი ადამიანები", "ერთი ცის ქვეშ", "ხევისბერი გოჩა", "ხევსურული ბალადა", "დიდოსტატის მარჯვენა", "დათა თუთაშხია", "მე ვხედავ მზეს", "შეხვედრა წარსულთან", "მალე გაზაფხული მოვა" და სხვა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.

2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი "სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

მსახიობს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.