კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
პოლიტიკა

21

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე ლომში იქნება 03:17-დან – საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. დღეს ოჯახი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდუბის ეკლესიაში თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
დიდუბის ეკლესიაში თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

დი­დუ­ბის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბის, თენ­გიზ არჩვა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მსა­ხი­ო­ბის ხსოვ­ნის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­დი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. არ­ტის­ტის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო და მის ღვაწლ­ზე ისა­უბ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან წუ­ლა­ძემ.

"წა­ვი­და, ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვი­სი თა­ო­ბი­სა, იმ გე­ნი­ა­ლუ­რი თა­ო­ბის, რომ­ლის ნა­წი­ლიც იყო. მისი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი სხვა­ნა­ი­რი იყო, ოთა­რი, გივი, ამ თა­ო­ბას ეს ახა­სი­ა­თებ­და, მაგ­რამ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კაცი იყო სხვა სი­მარ­თლით, სხვა ში­ნა­გა­ნი რა­ინ­დო­ბით. დღეს ძა­ლი­ან მძი­მე დღეა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან წუ­ლა­ძემ.

თენ­გიზ არჩვა­ძეს ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში 100-ზე მეტი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა და არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა.

მან სცე­ნუ­რი სა­ხე­ე­ბი შექ­მნა სპექ­ტაკ­ლებ­ში: "მოკ­ვე­თი­ლი“, "დედა", "ღა­ლა­ტი", "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი", "როცა ქა­ლაქს სძი­ნავს" "მე ვხე­დავ მზეს", "დღის წეს­რიგ­შია ერთი სა­კი­თხი", "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", "30 აგ­ვის­ტო", "ჯორ­და­ნო ბრუ­ნო", "ძვე­ლი ვალ­სი“, "ასის წლის წი­ნათ“, "ისევ ამ ქვეყ­ნად დავ­რჩე­ბი“, "სახ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი“, "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ და სხვა.

მო­ნა­წი­ლე­ობს ფილ­მებ­ში: "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", "ერთი ცის ქვეშ", "ხე­ვის­ბე­რი გოჩა", "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", "დათა თუ­თაშ­ხია", "მე ვხე­დავ მზეს", "შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან", "მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა" და სხვა.

თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, თენ­გიზ არჩვა­ძე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. 1967-1973 წლებ­ში იგი მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რშიც.

2011 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თენ­გიზ არჩვა­ძე იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის, აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 2017 წელს ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის მას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო - "ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მის“ წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე წელს გა­მო­ი­ცა წიგ­ნი "სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი - თენ­გიზ არჩვა­ძე“, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას ეძღვნე­ბა.

მსა­ხი­ობს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

ავტორი:

დიდუბის ეკლესიაში თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

დიდუბის ეკლესიაში თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართველ მსახიობის, თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობის ხსოვნის პატივის მისაგებად პანაშვიდზე მიდიან საზოგადოების, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. არტისტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ღვაწლზე ისაუბრა ჟურნალისტებთან რეჟისორმა ლევან წულაძემ.

"წავიდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი თავისი თაობისა, იმ გენიალური თაობის, რომლის ნაწილიც იყო. მისი ყველა მეგობარი სხვანაირი იყო, ოთარი, გივი, ამ თაობას ეს ახასიათებდა, მაგრამ ბატონი თენგიზი აბსოლუტურად განსხვავებული კაცი იყო სხვა სიმართლით, სხვა შინაგანი რაინდობით. დღეს ძალიან მძიმე დღეა", - განაცხადა ლევან წულაძემ.

თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: "მოკვეთილი“, "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო", "ჯორდანო ბრუნო", "ძველი ვალსი“, "ასის წლის წინათ“, "ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, "სახლის ანგელოზები“, "მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობს ფილმებში: "კეთილი ადამიანები", "ერთი ცის ქვეშ", "ხევისბერი გოჩა", "ხევსურული ბალადა", "დიდოსტატის მარჯვენა", "დათა თუთაშხია", "მე ვხედავ მზეს", "შეხვედრა წარსულთან", "მალე გაზაფხული მოვა" და სხვა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.

2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი "სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

მსახიობს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.