პარიზში, სასტუმრო "შატლეში" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია მიმდინარეობს. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.
30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული.
საბოლოოდ, კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა. მან მცირე კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა და თქვა, რომ "ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა, თუ ერთ დღეს ოქროს ბურთით დაჯილდოების ცერემონიაზე აღმოჩნდებოდა".
"ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ მომიწევდა მოსვლა. ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მადლიერი ვარ აქ ყოფნის გამო. პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს. ჩემთვის სასიამოვნოა აქ, მათთან ერთად ყოფნა, აქ დიდებული ფეხბურთელები არიან, მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ", - აღნიშნა "კვარამ".