ცნობილი გახდა, რომ "ოქროს ბურთის" მიღების პრეტენდენტთა შორის, იტალიური "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ადგილზე გავიდა.
მას ჩამორჩება მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი.
France Football-ის ამგვარ შედეგებს ეხმიანება იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport. "ჯერ კვარა, შემდეგ ბელინგემი", - ვკითხულობთ გამოცემის "ფეისბუქ" გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ცერემონიას მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად ესწრება. "კვარამ" ჟურნალისტებთნ მცირე კომენტარიც გააკეთა.
"ლეო მესი იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას. მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და მე სიტყვები არ მაქვს მის შესაფასებლად", - თქვა ხვიჩამ.