საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული აფხაზეთი ყივანახველის ეპიდემიის ზღვარზეა - ექიმების თქმით, ამის მთავარი მიზეზი მშობლების მიერ შვილების აცრაზე უარის თქმაა
ოკუპირებული აფხაზეთი ყივანახველის ეპიდემიის ზღვარზეა - ექიმების თქმით, ამის მთავარი მიზეზი მშობლების მიერ შვილების აცრაზე უარის თქმაა

ექი­მე­ბი აფხა­ზეთ­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­ნი­ტა­რი­ულ-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სამ­სა­ხურ­ში მომ­ხდარს ამ ეტაპ­ზე ეპი­დე­მი­ად არ მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ მძი­მეა. სო­ხუ­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი ას­ტა­მურ გუ­ნია ყი­ვა­ნახ­ვე­ლის გავ­რცე­ლე­ბას მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის აც­რა­ზე უარს უკავ­ში­რებს.

მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რი ალა ბე­ლი­ა­ე­ვა აცხა­დებს, რომ აფხა­ზეთ­ში მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბი.

სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში მხო­ლოდ გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლას 72 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ყი­ვა­ნახ­ვე­ლა არის ინ­ფექ­ცია, რომ­ლის აც­რაც ად­რე­ულ ასაკ­ში კეთ­დე­ბა.

სო­ხუ­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ­მა ექიმ­მა ას­ტა­მურ გუ­ნი­ამ დე­და­ქა­ლაქ­ში ავა­დო­ბის გახ­ში­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია, მშობ­ლე­ბი არ გვაძ­ლე­ვენ შვი­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე თან­ხმო­ბას, ბევ­რი მათ­გა­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აც­რას. თუ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით და ვინც არ იყო აც­რი­ლი, არ უშ­ვებ­დნენ სკო­ლა­ში და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში, ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. მშობ­ლის უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვე­ბი არ იც­რე­ბი­ან და ამი­ტომ ძა­ლი­ან უჭირთ და­ა­ვა­დე­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა. ეს სი­ტუ­ა­ცია მხო­ლოდ აფხა­ზეთ­ში არ არის, ახლა რუ­სეთ­შიც იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა. დღეს სულ რა­ღაც ერთ სა­ათ­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლით უკვე სამი ბავ­შვი შე­მო­იყ­ვა­ნეს - მათ­გან ერთი - ერთი თვი­საა, მე­ო­რე ორი თვის, მე­სა­მე კი - ექ­ვსი თვის".

ექი­მის თქმით, სტა­ტის­ტი­კა ზუს­ტი არ არის, რად­გან მათ მხო­ლოდ ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ, ვი­საც და­ა­ვა­დე­ბა ურ­თულ­დე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი უარს ამ­ბო­ბენ შვი­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აც­რე­ბის ეში­ნი­ათ; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს მათ­თვის.

"გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი და ორი თვის ჩვი­ლე­ბის­თვის არის ეს სა­ში­ში, მე­ტიც, არ­სე­ბობს სიკ­ვდი­ლის საფრ­თხეც. ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, - არ გვინ­და ამის გა­კე­თე­ბაო... იცით, რა უბიძ­გებს მათ ამის­კენ? - ინ­ტერ­ნეტ­ში რა­ღაც წა­ი­კი­თხეს ან მე­ზო­ბელ­მა უთხრა. არ­ცერთ მათ­განს არ აქვს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა და არ იცი­ან რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, სიკ­ვდი­ლიც კი. ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა: გა­ი­კე­თეთ აცრა. ჩვენ ყვე­ლა 100%-ით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც აც­რი­ლი იყ­ვნენ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მტრე­ბი არ ვართ? რო­გორ შე­გიძ­ლია უარი თქვა და აიღო ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?!“.

ას­ტა­მურ გუ­ნი­ას თქმით, ყი­ვა­ნახ­ვე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ნე­ბის­მი­ერ კლი­ნი­კა­ში სრუ­ლი­ად უფა­სოა.

მან ასე­ვე ღნიშ­ნა, რომ სო­ხუმ­ში Covid-ის მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხალ­ხს ის ად­ვი­ლად გა­და­აქვს. მისი თქმით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არ არი­ან.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

ბავშვებს რას ვერჩი,მაგრამ დიდებმა, გინდა იყივლონ და გინდა ახველონ.

!!!!!!
0

მერე რააა. მოიხდიან და მორჩა. დიდი ამბავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთი ყივანახველის ეპიდემიის ზღვარზეა - ექიმების თქმით, ამის მთავარი მიზეზი მშობლების მიერ შვილების აცრაზე უარის თქმაა

ოკუპირებული აფხაზეთი ყივანახველის ეპიდემიის ზღვარზეა - ექიმების თქმით, ამის მთავარი მიზეზი მშობლების მიერ შვილების აცრაზე უარის თქმაა

ექიმები აფხაზეთში ყივანახველის გავრცელებაზე საუბრობენ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურში მომხდარს ამ ეტაპზე ეპიდემიად არ მიიჩნევენ, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გუნია ყივანახველის გავრცელებას მშობლების დიდი ნაწილის აცრაზე უარს უკავშირებს.

მთავარი სანიტარი ალა ბელიაევა აცხადებს, რომ აფხაზეთში მკვეთრად გაიზარდა ყივანახველის შემთხვევები.

სექტემბერ-ოქტომბერში მხოლოდ გუდაუთის რაიონში ყივანახველას 72 შემთხვევა გამოვლინდა.

ყივანახველა არის ინფექცია, რომლის აცრაც ადრეულ ასაკში კეთდება.

სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ასტამურ გუნიამ დედაქალაქში ავადობის გახშირებაზე ისაუბრა.

"სიტუაცია რთულია, მშობლები არ გვაძლევენ შვილების ვაქცინაციაზე თანხმობას, ბევრი მათგანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აცრას. თუ საბჭოთა პერიოდში ყველა, გამონაკლისის გარეშე, ვაქცინირებული ვიყავით და ვინც არ იყო აცრილი, არ უშვებდნენ სკოლაში და საბავშვო ბაღებში, ახლა ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. მშობლის უარის შემთხვევაში, ბავშვები არ იცრებიან და ამიტომ ძალიან უჭირთ დაავადებასთან გამკლავება. ეს სიტუაცია მხოლოდ აფხაზეთში არ არის, ახლა რუსეთშიც იგივე მდგომარეობაა. დღეს სულ რაღაც ერთ საათში ყივანახველით უკვე სამი ბავშვი შემოიყვანეს - მათგან ერთი - ერთი თვისაა, მეორე ორი თვის, მესამე კი - ექვსი თვის".

ექიმის თქმით, სტატისტიკა ზუსტი არ არის, რადგან მათ მხოლოდ ისინი მიმართავენ, ვისაც დაავადება ურთულდება.

ინფექციონისტის თქმით, ადამიანები უარს ამბობენ შვილების ვაქცინაციაზე მხოლოდ იმიტომ, რომ აცრების ეშინიათ; მიუხედავად იმისა, რომ ექიმები აფრთხილებენ, რომ ინფექცია შეიძლება ფატალურად დასრულდეს მათთვის.

"განსაკუთრებით ერთი და ორი თვის ჩვილებისთვის არის ეს საშიში, მეტიც, არსებობს სიკვდილის საფრთხეც. ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, სამედიცინო განათლების გარეშე, ისინი ამბობენ, - არ გვინდა ამის გაკეთებაო... იცით, რა უბიძგებს მათ ამისკენ? - ინტერნეტში რაღაც წაიკითხეს ან მეზობელმა უთხრა. არცერთ მათგანს არ აქვს სამედიცინო განათლება და არ იციან რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს, სიკვდილიც კი. ყველას მინდა ვუთხრა: გაიკეთეთ აცრა. ჩვენ ყველა 100%-ით ვაქცინირებული ვიყავით, ჩვენი შვილებიც აცრილი იყვნენ, ჩვენი შვილების მტრები არ ვართ? როგორ შეგიძლია უარი თქვა და აიღო ასეთი პასუხისმგებლობა?!“.

ასტამურ გუნიას თქმით, ყივანახველას საწინააღმდეგო აცრა ოკუპირებული აფხაზეთის ყველა რეგიონის ნებისმიერ კლინიკაში სრულიად უფასოა.

მან ასევე ღნიშნა, რომ სოხუმში Covid-ის მრავალი შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ხალხს ის ადვილად გადააქვს. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტები არ არიან.

წყარო