პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმე გვაქვს მართულ ქაოსთან, რომლის შემოქმედიც რუსეთია" - ვინ და რატომ აქეზებს ანტისემიტურ განწყობებს ჩრდილოეთ კავკასიაში?
"საქმე გვაქვს მართულ ქაოსთან, რომლის შემოქმედიც რუსეთია" - ვინ და რატომ აქეზებს ანტისემიტურ განწყობებს ჩრდილოეთ კავკასიაში?

29 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს, თელ-ავი­ვი­დან სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბის წინ, და­ღეს­ტნის დე­და­ქა­ლა­ქის მა­ჰა­ჩყა­ლის, აე­რო­პორ­ტში ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იჭ­რა. მათ თან ჰქონ­დათ პა­ლეს­ტი­ნის დრო­შე­ბი და პლა­კა­ტე­ბი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ლო­ზუნ­გე­ბით და მო­ი­თხოვ­დნენ რე­გი­ო­ნი­დან ებ­რა­ე­ლე­ბის გან­დევ­ნას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ასაფ­რენ-და­საფ­რენ ბი­ლიკ­ზე შე­აღ­წი­ეს და თვითმფრი­ნავ­ში შეჭ­რას შე­ე­ცად­ნენ. მგზავ­რთა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად აე­რო­პორ­ტში გა­იგ­ზავ­ნა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის და­ნა­ყო­ფე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვი­თა­რე­ბა კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და და ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ დო­კუ­მენ­ტე­ბი შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აე­რო­პორ­ტს ტო­ვებ­დნენ, რათა და­ედ­გი­ნათ, ისი­ნი ის­რა­ე­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ თუ არა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ებ­რა­ელ­თა ძებ­ნის პრო­ცეს­ში ბრბომ ომო­ნის ავ­ტო­მან­ქა­ნაც კი გა­ჩხრი­კა.

ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის­გან მო­ი­თხო­ვა, და­იც­ვას ის­რა­ე­ლე­ლე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი და და­ა­კა­ვოს ნე­ბის­მი­ე­რი პირი, ვინც მათ და­ე­მუქ­რე­ბა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ჰა­ჩყა­ლას აე­რო­პორ­ტში შეჭ­რი­სა და ან­ტი­სე­მი­ტუ­რი აქ­ცი­ის 60 მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვეს.

შა­ბათ-კვი­რას ან­ტი­სე­მი­ტუ­რი აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა ქა­ლა­ქებ­შიც. "ეხო კავ­კა­ზა“ იუ­წყე­ბა, რომ ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ ჩერ­კესკში 28 ოქ­ტომ­ბერს აქ­ცი­ა­ზე მო­ი­თხოვ­დნენ, რეს­პუბ­ლი­კა­ში არ შე­უშ­ვან ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. 29 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს და­ღეს­ტან­ში, ქა­ლაქ დერ­ბენ­ტში, გა­აპ­რო­ტეს­ტეს ის­რა­ე­ლი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბის სას­ტუმ­რო­ებ­ში გან­თავ­სე­ბის არარ­სე­ბუ­ლი გეგ­მა. ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში, ნალ­ჩიკ­ში, სა­ბუ­რა­ვებს წა­უ­კი­დეს ცე­ცხლი ებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტზე. კე­დელ­ზე და­წე­რეს ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ში­ნა­არ­სის წარ­წე­რე­ბი.

და­ღეს­ტნის (სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 600-800 ებ­რა­უ­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს) ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა­ში და სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა­ში უცხო­ე­თი­დან, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნი­დან მოქ­მე­დი "მტრე­ბი“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ღეს­ტნის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. 29 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მით, მა­ჰა­ჩყა­ლის აე­რო­პორ­ტში ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გა­მოს­ვლე­ბის დროს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­წე­რა, რომ ეს არის რუ­სეთ­ში სხვა ხალ­ხე­ბი­სად­მი მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის კულ­ტუ­რა, რომ­ლის პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზია, ექ­სპერ­ტე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ზე­ლენ­სკის თქმით, "რუ­სუ­ლი ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი და სხვა ერე­ბი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლი სის­ტე­მუ­რი და ღრმად ფეს­ვგად­გმუ­ლია“.

რო­გორც GIPA-ს პრო­ფე­სო­რი, პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, "ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში საქ­მე გვაქვს მარ­თულ ქა­ოს­თან, რომ­ლის შე­მოქ­მე­დიც ცალ­სა­ხად რუ­სე­თია".

"უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ამის დაბ­რა­ლე­ბა სა­სა­ცი­ლოა. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თუ მა­ჰა­ჩყა­ლას მო­სახ­ლე­ო­ბა აი­ძუ­ლეს ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და აე­რო­პორ­ტში შე­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ, მო­უ­წყვია რუ­სეთ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ეგაა. ყვე­ლა­ზე რთულ რე­გი­ო­ნებ­ში - ჩეჩ­ნეთ­ში, და­ღეს­ტან­ში, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზეთ­ში შეღ­წე­ვა გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ­ბა­ვია და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თუ ეს მო­ა­ხერ­ხეს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას. ამ პრო­ცე­სის უკან, რა თქმა უნდა, რუ­სე­თი დგას, რო­მე­ლიც ღიად უჭერს მხარს "ჰა­მასს", რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოს­კოვ­ში "ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცი­აც მი­ი­ღეს, ხე­ლიც ჩა­მო­არ­თვეს და აღი­ა­რეს, რო­გორც ლე­გი­ტი­მუ­რი ძალა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, შე­სა­ბა­მი­სად, ხელს აძ­ლევს და აქე­ზებს ისე­დაც რა­დი­კა­ლი­ზე­ბულ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან ახლა და­ღეს­ტან­ში.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მანდ ის არის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და იყე­ნებს და მო­მა­ვალ­შიც კი­დევ უფრო მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნებს იმის­თვის, რომ იძა­ხოს, აგერ, რამ­დე­ნად სა­ში­შია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის რუ­სეთ­მა აკონ­ტრო­ლო­სო. ზო­გა­დად, რუ­სე­თი დიდი ხა­ნია აპე­ლი­რებს იმა­ზე, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მის გა­რე­შე იქ­ნე­ბა დიდი ომე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ქარ-ცე­ცხლი, რომ ისი­ნი ვე­ლუ­რე­ბი არი­ან (მათი მი­სა­მარ­თით ხში­რად ასეთ ტერ­მი­ნებს ხმა­რო­ბენ). რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით და ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან კი­დევ უფრო უს­ვამს ხაზს იმას - აი, ჩვენ რომ არა, კი­დევ უა­რე­სი იქ­ნე­ბა. ეს შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბის ერთ-ერთი ბუ­ნებ­რი­ვი ნა­წი­ლია - რუ­სეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში თა­ვად შე­უ­წყო ხელი ავ­ტოკ­რა­ტებ­სა და აგ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ორ­მხრი­ვი სა­კი­თხია, ანუ ეს არის მარ­თუ­ლი ქა­ო­სი, რო­მელ­საც რუ­სე­თი ხში­რად მი­მარ­თავს ხოლ­მე - მარ­თუ­ლი ქა­ო­სი, მარ­თუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რა, მარ­თუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, მარ­თუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი დიდი ნა­წი­ლია ამ ყვე­ლაფ­რი­სა. მე­ო­რეც, რუ­სე­თი ახლა, რე­ა­ლუ­რად, ღერ­ძია ომე­ბი­სა, ძა­ლა­დო­ბი­სა და ავ­ტოკ­რა­ტი­ე­ბი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად ეს ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გა­მოხ­ტო­მე­ბიც ამ ღერ­ძის ერთ-ერთი ბუ­ნებ­რი­ვი ნა­წი­ლია.

თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კა რუ­სეთს აუ­ცი­ლებ­ლად შე­უბ­რუნ­დე­ბა, ასე­თი ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი და აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ებ­რა­ე­ლე­ბი­სად­მი და ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ხალ­ხი­სად­მი რუ­სეთს პირ­და­პირ და­არ­ტყამს. ის­რა­ე­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს იკა­ვებ­და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის­გან და ახლა, წე­სით, უფრო ნათ­ლად უნდა გა­მოჩ­ნდეს, ვინ არის რუ­სე­თი და რო­გო­რია ზო­გა­დად მისი ის­რა­ე­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მე­ო­რე მხრივ, რუ­სეთ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ებ­რა­ე­ლი ცხოვ­რობს - საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი, გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბი და არც ისი­ნი არი­ან ბრმე­ბი, ისი­ნიც და­ი­ნა­ხა­ვენ რა სი­ტუ­ა­ცი­აა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. ეს პრო­ცე­სი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა გად­მო­ვი­დეს, ვი­ნა­ი­დან, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­თან მი­მარ­თე­ბით ძა­ლი­ან და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა აქვს, მე­ტიც, ებ­რა­ე­ლე­ბი­სად­მი გან­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად პრო­ებ­რა­უ­ლი გან­წყო­ბი­საა, ვიდ­რე ბევ­რი სხვა ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ ცო­ტაა ეთ­ნი­კუ­რად არა­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც პრო­პა­ლეს­ტი­ნუ­რად იქ­ნე­ბო­და გან­წყო­ბი­ლი“.

უშ­ვებს თუ არა ის­ლა­მუ­რი ტე­რო­რის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან ჯი­ჰა­დის ("საღვთო ომი“, ომი სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის) გა­მო­ცხა­დე­ბას ერ­თი­ა­ნი ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს­თვის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­იჭ­რას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი, ამ კი­თხვებ­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი პა­სუ­ხობს:

"ჰა­მასს" ისე­დაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს ჯი­ჰა­დი. ჯი­ჰა­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დოს 1-2-3-მა სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ურ­მა ლი­დერ­მა, მაგ­რამ ერ­თი­ა­ნი ლი­დე­რი, ლე­გი­ტი­მუ­რი ხა­ლი­ფას ინ­სტი­ტუ­ცია ის­ლამ­ში აღარ არ­სე­ბობს. ზუს­ტად 10 წლის წინ გა­უქ­მდა ხა­ლი­ფა­ტი თურ­ქეთ­ში, ამი­ტომ ერ­თი­ა­ნი ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს­თვის ჯი­ჰადს ფი­ზი­კუ­რად ვე­რა­ვინ გა­მო­ა­ცხა­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბას, ამან შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტოს ევ­რო­პა­ში, არ­სე­ბობს ამის ალ­ბა­თო­ბა, მაგ­რამ ევ­რო­პე­ლე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და ფრთხი­ლად უყუ­რე­ბენ, ისი­ნი ელო­დე­ბი­ან პრო­ცე­სე­ბის შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბას და ამის­თვის მზად არი­ან.

ღა­ზას რაც შე­ე­ხე­ბა, "ჰა­მა­სი" შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს, მაგ­რამ იდე­ის გა­ნად­გუ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა, სა­ბო­ლოო მშვი­დო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას ორი სა­ხელ­მწი­ფო. ესაა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი, ოღონდ, "ჰა­მა­სის" გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ, იმი­ტომ, რომ მას ღიად აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ ის ის­რა­ელს არ აღი­ა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი "ჰა­მა­სი" გა­ნად­გურ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რი იყოს ის ლო­გი­კა, რომ პა­ლეს­ტი­ნის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, რა­მა­ლა­ში ზის და ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ეთ­ნი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა) აბა­სის მე­თა­უ­რო­ბით ჩა­ი­ბა­როს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ღა­ზა­ში და და­ი­წყოს რე­ა­ლუ­რი სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბის ეტა­პი, რო­მე­ლიც ორი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნით დას­რულ­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს თუ ასე არ მოხ­და, ომი არას­დროს დას­რულ­დე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

სინამდვილეში რა მოხდა მახაჩკალაში?

დე­და­ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტში ისრაელიდან დააბრუნეს ოციოდე ონკოლოგიით დაავადებული და­ღეს­ტანელი ბავშვი, რომლებიც სამკურნალოდ ყავდათ გაგზავნილი იქაურ სამედიცინო კლინიკებში!!!

რამ გამოიწვია ქაოსი?

ინტერნეტის ქსელში უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე გაშვებულმა ცრუ ინფორმაციებმა, თითქოსდა ისრაელის მოქალაქეები ჩამოიყვანეს...

ანტილიბერალი
0

მგელს მგლობა დაბრალდა და ტურამ ქვეყანა დააქციაო..... ქართული ანდაზა.

ავტორი:

"საქმე გვაქვს მართულ ქაოსთან, რომლის შემოქმედიც რუსეთია" - ვინ და რატომ აქეზებს ანტისემიტურ განწყობებს ჩრდილოეთ კავკასიაში?

"საქმე გვაქვს მართულ ქაოსთან, რომლის შემოქმედიც რუსეთია" - ვინ და რატომ აქეზებს ანტისემიტურ განწყობებს ჩრდილოეთ კავკასიაში?

29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, დაღესტნის დედაქალაქის მაჰაჩყალის, აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიჭრა. მათ თან ჰქონდათ პალესტინის დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას. აქციის მონაწილეებმა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრას შეეცადნენ. მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აეროპორტში გაიგზავნა სპეცდანიშნულების რაზმი და ეროვნული გვარდიის დანაყოფები. მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ დოკუმენტები შეემოწმებინათ პირებისთვის, რომლებიც აეროპორტს ტოვებდნენ, რათა დაედგინათ, ისინი ისრაელელები იყვნენ თუ არა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ებრაელთა ძებნის პროცესში ბრბომ ომონის ავტომანქანაც კი გაჩხრიკა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან მოითხოვა, დაიცვას ისრაელელები და ებრაელები და დააკავოს ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაემუქრება. რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა მაჰაჩყალას აეროპორტში შეჭრისა და ანტისემიტური აქციის 60 მონაწილე დააკავეს.

შაბათ-კვირას ანტისემიტური აქციები გაიმართა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქალაქებშიც. "ეხო კავკაზა“ იუწყება, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში 28 ოქტომბერს აქციაზე მოითხოვდნენ, რესპუბლიკაში არ შეუშვან ისრაელის მოქალაქეები. 29 ოქტომბრის ღამეს დაღესტანში, ქალაქ დერბენტში, გააპროტესტეს ისრაელიდან ლტოლვილების სასტუმროებში განთავსების არარსებული გეგმა. ყაბარდო-ბალყარეთში, ნალჩიკში, საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი ებრაული კულტურის ცენტრის მშენებარე ობიექტზე. კედელზე დაწერეს ანტისემიტური შინაარსის წარწერები.

დაღესტნის (სადაც დაახლოებით 600-800 ებრაული ოჯახი ცხოვრობს) ოფიციალურმა პირებმა ანტისემიტური განწყობების გაღვივებაში და სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში უცხოეთიდან, მათ შორის უკრაინიდან მოქმედი "მტრები“ დაადანაშაულეს.

უკრაინის ხელისუფლება დაღესტნის მეთაურის განცხადებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 29 ოქტომბერს, ღამით, მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტური გამოსვლების დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ეს არის რუსეთში სხვა ხალხებისადმი მასობრივად გავრცელებული სიძულვილის კულტურა, რომლის პროპაგანდას ეწევიან სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება. ზელენსკის თქმით, "რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერებისადმი სიძულვილი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია“.

როგორც GIPA-ს პროფესორი, პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე გვეუბნება, "ჩრდილო კავკასიაში საქმე გვაქვს მართულ ქაოსთან, რომლის შემოქმედიც ცალსახად რუსეთია".

"უკრაინელებისთვის ამის დაბრალება სასაცილოა. უკრაინელებმა თუ მაჰაჩყალას მოსახლეობა აიძულეს ქუჩაში გამოსულიყვნენ და აეროპორტში შევარდნილიყვნენ, მოუწყვია რუსეთში გადატრიალება და ეგაა. ყველაზე რთულ რეგიონებში - ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში შეღწევა გამორიცხული ამბავია და უკრაინელებმა თუ ეს მოახერხეს, ჩათვალეთ, რომ ისინი აკონტროლებენ სიტუაციას. ამ პროცესის უკან, რა თქმა უნდა, რუსეთი დგას, რომელიც ღიად უჭერს მხარს "ჰამასს", რამდენიმე დღის წინ მოსკოვში "ჰამასის" დელეგაციაც მიიღეს, ხელიც ჩამოართვეს და აღიარეს, როგორც ლეგიტიმური ძალა.

ეს ყველაფერი, შესაბამისად, ხელს აძლევს და აქეზებს ისედაც რადიკალიზებულ ახალგაზრდებს, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ახლა დაღესტანში.

ყველაზე მნიშვნელოვანი მანდ ის არის, რომ ამ ყველაფერს რუსული პროპაგანდა იყენებს და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად გამოიყენებს იმისთვის, რომ იძახოს, აგერ, რამდენად საშიშია ჩრდილოეთ კავკასია და რამდენად მნიშვნელოვანია, ის რუსეთმა აკონტროლოსო. ზოგადად, რუსეთი დიდი ხანია აპელირებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მის გარეშე იქნება დიდი ომები, დაპირისპირებების ქარ-ცეცხლი, რომ ისინი ველურები არიან (მათი მისამართით ხშირად ასეთ ტერმინებს ხმარობენ). რუსული პროპაგანდა ძალიან დამამცირებელია ჩრდილოეთ კავკასიელებთან მიმართებით და ასეთი ქმედებები, პრაქტიკულად, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმას - აი, ჩვენ რომ არა, კიდევ უარესი იქნება. ეს შორსმიმავალი გეგმების ერთ-ერთი ბუნებრივი ნაწილია - რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში თავად შეუწყო ხელი ავტოკრატებსა და აგრესიული რეჟიმების განვითარებას. შესაბამისად, ეს ორმხრივი საკითხია, ანუ ეს არის მართული ქაოსი, რომელსაც რუსეთი ხშირად მიმართავს ხოლმე - მართული ქაოსი, მართული დიქტატურა, მართული დაპირისპირება, მართული ეთნიკური შუღლი... ეს ყველაფერი ერთი დიდი ნაწილია ამ ყველაფრისა. მეორეც, რუსეთი ახლა, რეალურად, ღერძია ომებისა, ძალადობისა და ავტოკრატიებისა და, შესაბამისად ეს ანტისემიტური გამოხტომებიც ამ ღერძის ერთ-ერთი ბუნებრივი ნაწილია.

თავისი პოლიტიკა რუსეთს აუცილებლად შეუბრუნდება, ასეთი ანტისემიტიზმი და აგრესიული დამოკიდებულება ებრაელებისადმი და ებრაული წარმოშობის ხალხისადმი რუსეთს პირდაპირ დაარტყამს. ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებისგან და ახლა, წესით, უფრო ნათლად უნდა გამოჩნდეს, ვინ არის რუსეთი და როგორია ზოგადად მისი ისრაელისადმი დამოკიდებულება. მეორე მხრივ, რუსეთში დიდი რაოდენობით ებრაელი ცხოვრობს - საკმაოდ შეძლებულები, გავლენიანები და არც ისინი არიან ბრმები, ისინიც დაინახავენ რა სიტუაციაა რუსეთის ფედერაციაში. ეს პროცესი სამხრეთ კავკასიაში ნაკლებსავარაუდოა გადმოვიდეს, ვინაიდან, მაგალითად, საქართველოს ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით ძალიან დაბალანსებული პოლიტიკა აქვს, მეტიც, ებრაელებისადმი განწყობა საქართველოში ძალიან პოზიტიურია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უფრო მეტად პროებრაული განწყობისაა, ვიდრე ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფო. საქართველოში ამ მხრივ ცოტაა ეთნიკურად არაბი მოსახლეობა, რომელიც პროპალესტინურად იქნებოდა განწყობილი“.

უშვებს თუ არა ისლამური ტერორისტური ორგანიზაციების მხრიდან ჯიჰადის ("საღვთო ომი“, ომი სარწმუნოებისთვის) გამოცხადებას ერთიანი ისლამური სამყაროსთვის და როგორ შეიძლება გადაიჭრას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, ამ კითხვებზე პოლიტოლოგი პასუხობს:

"ჰამასს" ისედაც გამოცხადებული აქვს ჯიჰადი. ჯიჰადი შეიძლება გამოაცხადოს 1-2-3-მა სხვადასხვა რელიგიურმა ლიდერმა, მაგრამ ერთიანი ლიდერი, ლეგიტიმური ხალიფას ინსტიტუცია ისლამში აღარ არსებობს. ზუსტად 10 წლის წინ გაუქმდა ხალიფატი თურქეთში, ამიტომ ერთიანი ისლამური სამყაროსთვის ჯიჰადს ფიზიკურად ვერავინ გამოაცხადებს. რაც შეეხება დაპირისპირებას, ამან შეიძლება კიდევ უფრო მოიმატოს ევროპაში, არსებობს ამის ალბათობა, მაგრამ ევროპელები ამ ყველაფერს ორგანიზებულად და ფრთხილად უყურებენ, ისინი ელოდებიან პროცესების შესაძლო გართულებას და ამისთვის მზად არიან.

ღაზას რაც შეეხება, "ჰამასი" შეიძლება განადგურდეს, მაგრამ იდეის განადგურება ძალიან გაჭირდება, საბოლოო მშვიდობისთვის აუცილებელია შეიქმნას ორი სახელმწიფო. ესაა ყველაზე მარტივი გამოსავალი, ოღონდ, "ჰამასის" განადგურების შემდეგ, იმიტომ, რომ მას ღიად აქვს გამოცხადებული, რომ ის ისრაელს არ აღიარებს. შესაბამისად, თუკი "ჰამასი" განადგურდება, შეიძლება შემდეგი საფეხური იყოს ის ლოგიკა, რომ პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ (რომელიც ხელისუფლებაშია, რამალაში ზის და ოფიციალურად აღიარებულია, როგორც ადმინისტრაციული და ეთნიკური ხელისუფლება) აბასის მეთაურობით ჩაიბაროს ძალაუფლება ღაზაში და დაიწყოს რეალური სამშვიდობო მოლაპარაკების ეტაპი, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნით დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თუ ასე არ მოხდა, ომი არასდროს დასრულდება“.