პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bitcoin - ისტორია, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, Bitcoin-ის ალტერნატივები
Bitcoin - ისტორია, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, Bitcoin-ის ალტერნატივები

კრიპ­ტო ვა­ლუ­ტა ჩვე­უ­ლებ­რივ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში, და არა მხო­ლოდ სა­წარ­მო­ებ­სა და დიდ კომ­პა­ნი­ებ­ში, გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. დღეს ხალ­ხი კრიპ­ტო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს და მას ია­ფი­ა­ნი peer-to-peer ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის­თვის, ონ­ლა­ინ შო­პინ­გის­თვის და სხვ. იყე­ნებს. იგი იმ­დე­ნად ხში­რია რომ ბევრ მომ­ხმა­რე­ბელს სურს იცო­დეს რო­გორ შექ­მნას სა­კუ­თა­რი კრიპ­ტო ვა­ლუ­ტა.

ეს სტა­ტია ეხე­ბა კრიპ­ტო­სა და ბლო­კჩე­ინ ტექ­ნო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ას. რამ­დე­ნა­დაც პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბუ­ლი კრიპ­ტო Bitcoin-ია, ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ მის უპი­რა­ტე­სო­ბებ­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, ასე­ვე შე­ვე­ხე­ბით ამ ციფ­რუ­ლი ვა­ლუ­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს.

კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტი­სა და Bitcoin-ის გა­გე­ბა

კრიპ­ტო ვა­ლუ­ტა ციფ­რუ­ლი ან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტის ტი­პია რო­მე­ლიც კრიპ­ტოგ­რა­ფი­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნებს რომ უზ­რუნ­ველ­ყოს დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და მარ­თოს ახა­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის გა­მოჭ­რა (კო­ი­ნე­ბი ან ტო­კე­ნე­ბი). იგი დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია რად­გან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ყო­ველ­გვა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნოს­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, რო­გო­რი­ცაა მთავ­რო­ბა ან ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. Bitcoin-ი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კრიპ­ტო ვა­ლუ­ტაა.

ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის Bitcoin-ის ის­ტო­რია, მაგ­რამ მო­დით სწრა­ფად მი­მო­ვი­ხი­ლოთ. ის 2009 წელს და­ფუძნ­და უც­ნო­ბი ხალ­ხის ან ჯგუ­ფის მიერ რო­მე­ლიც სა­ტო­ში ნა­კა­მო­ტოს ფსევ­დო­ნიმს იყე­ნებ­და. და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ბლო­კჩე­ინ­ზე, ესაა დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია რო­მე­ლიც გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ლე­ჯე­რის სა­ფუძ­ველ­ზეა აგე­ბუ­ლი. ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ას ინა­ხავს კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ქსელ­ზე რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დე­ბენ რო­გორც ვა­ლი­და­ტო­რე­ბი.

Bitcoin-ის, რო­გორც კრიპ­ტოს, მთა­ვა­რი სი­ახ­ლე მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ხელი შე­უ­წყოს peer-to-peer ტრან­ზაქ­ცი­ებს ისე­თი შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე, რო­გო­რიც ბან­კე­ბია. კრიპ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და კრიპ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აკონ­ტრო­ლებს ახა­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის გე­ნე­რი­რე­ბას. ამას­თან, ამ დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ვა­ლუ­ტის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ისაა, რომ იგი შე­ზღუ­დუ­ლია 21 მი­ლი­ო­ნი კო­ი­ნის ოდე­ნო­ბით, ასე რომ ეს არის დეფ­ლა­ცი­უ­რი ვა­ლუ­ტა.

Bitcoin-მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა რო­გორც ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ნა­ხი, peer-to-peer ვა­ლუ­ტა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო აქ­ტი­ვი. მან ასე­ვე წა­ა­ხა­ლი­სა ათა­სო­ბით ახა­ლი კრიპ­ტო ვა­ლუ­ტის შექ­მნა რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ალ­ტკო­ი­ნე­ბი. თუმ­ცა, კრიპ­ტო ვა­ლუ­ტის ბა­ზა­რი ძა­ლი­ან არას­ტა­ბი­ლუ­რი და სპე­კუ­ლი­რე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლია, ახ­ლავს რე­გუ­ლა­ტო­რუ­ლი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის საფრ­თხე­ე­ბი და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კონ­სერ­ნე­ბი. ამ­რი­გად, სა­ნამ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ყიდ­ვა გა­და­გი­წყვე­ტი­ათ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ბაზ­რის პი­რო­ბებს.

Bitcoin-ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი

Bitcoin-ს მრა­ვა­ლი ბე­ნე­ფი­ტი აქვს რაც მას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ციფ­რულ ვა­ლუ­ტად აქ­ცევს. პირ­ველ რიგ­ში, Bitcoin-ი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბულ ქსელ­ზე, რაც ნიშ­ნავს, რომ ის არ კონ­ტრო­ლირ­დე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნოს მიერ რო­გო­რი­ცაა მთავ­რო­ბა ან ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. რამ­დე­ნა­დაც Bitcoin-ი დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია, არ არ­სე­ბობს ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა რო­მელ­საც მას­ზე აქვს კონ­ტრო­ლი, რაც მას ცენ­ზუ­რის­თვის, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის ან ჩა­რე­ვის­თვის ხელ­მი­უწ­ვდო­მელს ხდის.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­დაც ბან­კე­ბი ნაკ­ლე­ბა­დაა, შე­უძ­ლია წვდო­მა ჰქონ­დეს უამ­რავ ფი­ნან­სურ სერ­ვის­ზე. Bitcoin-ის მოხ­მა­რე­ბა მო­ი­თხოვს ინ­ტერ­ნეტ კავ­შირს, სა­ფუ­ლეს და სა­ი­მე­დო გაც­ვლას. ეს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უბან­კო ან ბან­კე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ხალ­ხს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას უსაფრ­თხოდ და ეკო­ნო­მი­უ­რად შე­ი­ნა­ხონ, გაგ­ზავ­ნონ და მი­ი­ღონ ფული.

Bitcoin-ს ფი­ნან­სურ სის­ტე­მებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მეტი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა აქვს. Bitcoin-ის ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი ფსევ­დო-ანო­ნი­მუ­რია, რაც ნიშ­ნავს რომ ისი­ნი პირ­და­პირ კავ­შირ­ში არაა ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თულ ინ­დი­ვი­დებ­თან. ასე­თი ფუნ­ქცია გთა­ვა­ზობთ მეტ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას.

Bitcoin-ის ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა რომ უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კრიპ­ტოგ­რა­ფი­ით და ჩა­წე­რი­ლია სა­ჯა­რო ლე­ჯერ­ზე. Bitcoin-ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა და არაც­ვლა­დო­ბა ანარ­ჩუ­ნებს ტრან­ზაქ­ცი­ის მთლი­ა­ნო­ბას და თაღ­ლი­თო­ბას და ორ­მაგ ხარ­ჯვას ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს. ამ­რი­გად, იძ­ლე­ვა ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის­თვის ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

რო­გორც ნახ­სე­ნე­ბია, Bitcoin-ს აქვს ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი მა­რა­გი, რაც წარ­მო­ად­გენს ინფლა­ცი­ი­სად­მი მეტ და­ცუ­ლო­ბას. ფიატ ვა­ლუ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, Bitcoin-ის ბლო­კჩე­ინ­მა არ შე­იძ­ლე­ბა "და­ბეჭ­დოს" მეტი კო­ი­ნი. ამ შე­ზღუ­დუ­ლო­ბის ფაქ­ტო­რი­დან და გლო­ბა­ლუ­რი მო­თხოვ­ნის ზრდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი Bitcoin-ს რო­გორც ღი­რე­ბუ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ურ სა­ნა­ხავს ისე უყუ­რებს. ზოგი მას ჰი­პე­რინფლა­ცი­ის­გან სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბის და­სა­ცა­ვა­დაც იყე­ნებს.

Bitcoin-ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი

Bitcoin-ის მრა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ციფ­რულ ვა­ლუ­ტას რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვა აქვს. ერთ-ერთ საკ­ვან­ძო ნაკ­ლო­ვა­ნე­ბას კრიპ­ტოს ძლი­ე­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს. Bitcoin-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე პე­რი­ო­დებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლოს, რაც ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის საფრ­თხე­ებს წარ­მო­ად­გენს და ვა­ლუ­ტას ნაკ­ლებ სტა­ბი­ლურს ხდის. ბაზ­რის სპე­კუ­ლა­ცი­ას, ახა­ლი Bitcoin-ის რე­გუ­ლა­ცი­ებს და მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ მოვ­ლე­ნებს შე­იძ­ლე­ბა ფა­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს. ფას­ში უახ­ლე­სი ვარ­დნა 2022 წელს იყო, რო­დე­საც Bitcoin-ის ფასი 16,000$-ს დაბ­ლა და­ე­ცა.

სხვა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი მო­ი­ცავს ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სიჩ­ქა­რე­სა და მას­შტა­ბუ­რო­ბას. Bitcoin-ის ქსელს შე­ზღუ­დუ­ლი მო­ცუ­ლო­ბა აქვს, ამი­ტომ დიდ­მა მო­თხოვ­ნამ შე­საძ­ლოა შე­ყოვ­ნე­ბე­ბი და უფრო მა­ღა­ლი ტრან­ზაქ­ცი­ის ხარ­ჯე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ­რი­გად, იგი შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყოს, ხოლო მისი, რო­გორც ძი­რი­თა­დი სის­ტე­მის, პო­ტენ­ცი­ა­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყოს.

თუმ­ცა, Bitcoin-მა ამ სა­კი­თხის რე­გუ­ლი­რე­ბა ელ­ვის ქსე­ლის შექ­მნით სცა­და. ელ­ვის ქსე­ლი მე­ო­რე შრის პრო­ტო­კო­ლია რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია სტან­დარ­ტულ Bitcoin-ის ბლო­კჩე­ინ­ზე. მისი მი­ზა­ნია უფრო სწრა­ფი და ია­ფი­ა­ნი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით Bitcoin-ის მას­შტა­ბუ­რო­ბის სა­კი­თხე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­როს. და მა­ინც, ნელი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა მისი გა­მოს­წო­რე­ბის მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

Bitcoin-ის კი­დევ ერთი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა მა­ღა­ლი ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბაა. მა­ი­ნე­რებს მძლავ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი უნდა ჰქონ­დეთ რომ რთუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამ­კლა­ვე­ბა შეძ­ლონ. პრო­ცე­სი სა­მუ­შაო სიმ­ძლავ­რი­სა და ელექტრო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ოდე­ნო­ბას მო­ი­თხოვს. ამ­რი­გად, ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდეს Bitcoin-ის მა­ი­ნინ­გის გა­რე­მო­ზე გავ­ლე­ნასთნ და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­დე­საც ელექტრო­ო­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი (რო­მე­ლიც სით­ბურ აი­რებს გა­მო­ყოფს)

რე­გუ­ლა­ტო­რულ პრობ­ლე­მებ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კე­ბი აქვთ. Bitcoin-ის სა­მარ­თლებ­რივ და რე­გუ­ლა­ტო­რულ გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბობს გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი, რამ­დე­ნა­დაც მთავ­რო­ბე­ბი და რე­გუ­ლა­ტო­რუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ კრიპ­ტო ვა­ლუ­ტებ­თან მიდ­გო­მი­სა და მათ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ო­ბას. ამ­რი­გად, ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს კრიპ­ტო ვა­ლუ­ტის მი­ღე­ბა­ზე.

Bitcoin-ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი

Bitcoin-ის გაშ­ვე­ბამ გზა გა­უხ­სნა სხვა კრიპ­ტო ვა­ლუ­ტებს, რომ­ლე­ბიც, ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა რო­გორც ალ­ტკო­ი­ნე­ბი. ამ ალ­ტკო­ი­ნებს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ფარ­თო სპექტრი აქვთ და სხვა­დას­ხვა მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კრიპ­ტო ვა­ლუ­ტე­ბი შე­იქ­მნა Bitcoin-ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ან ხშირ პრობ­ლე­მებ­ზე ახა­ლი გა­და­წყვე­ტე­ბის შე­მო­სა­თა­ვა­ზებ­ლად.

Ethereum-ი (ETH) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­გა­ლი­თია. Bitcoin-სგან გან­სხვა­ვე­ბით, Ethereum-ს ჭკვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი­სა და დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის (DApps) გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ. მარ­ტი­ვი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის მიღ­მა, Ethereum-ის ბლო­კჩე­ი­ნი დე­ვე­ლო­პე­რებს სთა­ვა­ზობს პლატ­ფორ­მას ფარ­თო სპექტრის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ასა­წყო­ბად და გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. ამას­თან, ხალ­ხს Ethereum-ზე შე­უძ­ლია სხვა კრიპ­ტო­ე­ბი და­ა­შე­ნონ.

Ripple (XRP) კი­დევ ერთი ალ­ტკო­ი­ნია. ის ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სწრა­ფი და და­ბალ ხარ­ჯი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე. Ripple უნი­კა­ლურ კონ­სენ­სუს ალ­გო­რითმს იყე­ნებს რაც სწრა­ფი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ვა­ლი­და­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ტრან­ზაქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე Bitcoin-სთვის პრობ­ლე­მაა. Ripple მიზ­ნად ისა­ხავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ის მრა­ვალ­მა ფი­ნან­სურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა მი­ი­ღო.

სხვა მა­გა­ლი­თე­ბი მო­ი­ცავს Litecoin-ს და Cardano-ს. Litecoin-ი ბლო­კებს უფრო სწრა­ფად აგე­ნე­რი­რებს და ახალ ჰე­შინგ ტექ­ნი­კას იყე­ნებს, რაც უფრო ეფექ­ტი­ანს ხდის ჩვე­უ­ლებ­რივ ტრან­ზაქ­ცი­ებს. LItecoin-მა პო­პუ­ლა­რო­ბა შე­ი­ძი­ნა რო­გორც ციფ­რულ­მა გა­დახ­დის მე­თოდ­მა.

Cardano (ADA) არის ბლო­კჩე­ინ პლატ­ფორ­მა რო­მე­ლიც ფო­კუსს ახ­დენს უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მას­შტა­ბუ­რო­ბა­ზე იმით, რომ ავი­თა­რებს DApps და ჭკვი­ან კონ­ტრაქ­ტებს. იგი იყე­ნებს აკა­დე­მი­ურ კვლე­ვა­ზე, ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და შრო­ვან არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მე­თო­დო­ლო­გი­ას.

ეს მა­გა­ლი­თე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ატა­რებს გან­სხვა­ვე­ბულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, მიზ­ნებ­სა და აპ­ლი­კა­ცი­ებს. მა­შინ რო­დე­საც Bitcoin-ი ძი­რი­თა­დად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ნა­ხად და peer-to-peer ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, Ethereum-ი სხვა მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მიზ­ნად ისა­ხავს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ან უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას.

თუმ­ცა, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ კრიპ­ტო ვა­ლუ­ტის არ­ჩე­ვი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ისი­ნი გრძელ­ვა­დი­ან ინ­ვეს­ტი­რე­ბას ან ტრე­ი­დინ­გის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ. ყო­ველ კრიპ­ტო ვა­ლუ­ტას აქვს ერთი სა­ერ­თო პრობ­ლე­მა: არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით ინ­ვეს­ტი­რე­ბი­სას რომ თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბი და­იც­ვათ.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

არასცორად ჩარიცხვის შემთხვევაში რა ხერხს მივმატთო

სანი
0

ფსკერზე თუ უკვე ვართ?

ავტორი:

Bitcoin - ისტორია, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, Bitcoin-ის ალტერნატივები

Bitcoin - ისტორია, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, Bitcoin-ის ალტერნატივები

კრიპტო ვალუტა ჩვეულებრივ მომხმარებლებში, და არა მხოლოდ საწარმოებსა და დიდ კომპანიებში, გახდა პოპულარული. დღეს ხალხი კრიპტოში ინვესტირებას ამჯობინებს და მას იაფიანი peer-to-peer ტრანზაქციებისთვის, ონლაინ შოპინგისთვის და სხვ. იყენებს. იგი იმდენად ხშირია რომ ბევრ მომხმარებელს სურს იცოდეს როგორ შექმნას საკუთარი კრიპტო ვალუტა.

ეს სტატია ეხება კრიპტოსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ისტორიას. რამდენადაც პირველი გამოშვებული კრიპტო Bitcoin-ია, ჩვენ განვიხილავთ მის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, ასევე შევეხებით ამ ციფრული ვალუტის ალტერნატივებს.

კრიპტოვალუტისა და Bitcoin-ის გაგება

კრიპტო ვალუტა ციფრული ან ვირტუალური ვალუტის ტიპია რომელიც კრიპტოგრაფიულ ტექნოლოგიას იყენებს რომ უზრუნველყოს დეცენტრალიზებული ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოება და მართოს ახალი ერთეულების გამოჭრა (კოინები ან ტოკენები). იგი დეცენტრალიზებულია რადგან ფუნქციონირებს ყოველგვარი ცენტრალური ორგანოსგან დამოუკიდებლად, როგორიცაა მთავრობა ან ფინანსური ორგანიზაცია. Bitcoin-ი ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული კრიპტო ვალუტაა.

ბევრმა ადამიანმა იცის Bitcoin-ის ისტორია, მაგრამ მოდით სწრაფად მიმოვიხილოთ. ის 2009 წელს დაფუძნდა უცნობი ხალხის ან ჯგუფის მიერ რომელიც სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმს იყენებდა. დაფუძნებულია ბლოკჩეინზე, ესაა დეცენტრალიზებული ტექნოლოგია რომელიც განაწილებული ლეჯერის საფუძველზეა აგებული. ყველა ტრანზაქციას ინახავს კომპიუტერების ქსელზე რომლებიც მოქმედებენ როგორც ვალიდატორები.

Bitcoin-ის, როგორც კრიპტოს, მთავარი სიახლე მისი შესაძლებლობაა ხელი შეუწყოს peer-to-peer ტრანზაქციებს ისეთი შუამავლების გარეშე, როგორიც ბანკებია. კრიპტო უზრუნველყოფს ტრანზაქციების უსაფრთხოებას და კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით აკონტროლებს ახალი ერთეულების გენერირებას. ამასთან, ამ დეცენტრალიზებული ვალუტის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ იგი შეზღუდულია 21 მილიონი კოინის ოდენობით, ასე რომ ეს არის დეფლაციური ვალუტა.

Bitcoin-მა პოპულარობა მოიპოვა როგორც ღირებულების შესანახი, peer-to-peer ვალუტა და საინვესტიციო აქტივი. მან ასევე წაახალისა ათასობით ახალი კრიპტო ვალუტის შექმნა რომლებიც ცნობილია როგორც ალტკოინები. თუმცა, კრიპტო ვალუტის ბაზარი ძალიან არასტაბილური და სპეკულირებას დაქვემდებარებულია, ახლავს რეგულატორული არაპროგნოზირებადობის საფრთხეები და კიბერუსაფრთხოების კონსერნები. ამრიგად, სანამ კრიპტოვალუტის ყიდვა გადაგიწყვეტიათ, ყურადღება მიაქციეთ ბაზრის პირობებს.

Bitcoin-ის უპირატესობები

Bitcoin-ს მრავალი ბენეფიტი აქვს რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტად აქცევს. პირველ რიგში, Bitcoin-ი ფუნქციონირებს დეცენტრალიზებულ ქსელზე, რაც ნიშნავს, რომ ის არ კონტროლირდება ცენტრალური ორგანოს მიერ როგორიცაა მთავრობა ან ფინანსური ორგანიზაცია. რამდენადაც Bitcoin-ი დეცენტრალიზებულია, არ არსებობს ერთი დაწესებულება რომელსაც მასზე აქვს კონტროლი, რაც მას ცენზურისთვის, მანიპულაციისთვის ან ჩარევისთვის ხელმიუწვდომელს ხდის.

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით სადაც ბანკები ნაკლებადაა, შეუძლია წვდომა ჰქონდეს უამრავ ფინანსურ სერვისზე. Bitcoin-ის მოხმარება მოითხოვს ინტერნეტ კავშირს, საფულეს და საიმედო გაცვლას. ეს ხელმისაწვდომობა უბანკო ან ბანკების გარეშე დარჩენილ ხალხს აძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და ეკონომიურად შეინახონ, გაგზავნონ და მიიღონ ფული.

Bitcoin-ს ფინანსურ სისტემებთან შედარებით უფრო მეტი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება აქვს. Bitcoin-ის ტრანზაქციები ფსევდო-ანონიმურია, რაც ნიშნავს რომ ისინი პირდაპირ კავშირში არაა ფინანსურ ოპერაციებში ჩართულ ინდივიდებთან. ასეთი ფუნქცია გთავაზობთ მეტ კონფიდენციალურობას.

Bitcoin-ის ტრანზაქციების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიით და ჩაწერილია საჯარო ლეჯერზე. Bitcoin-ის გამჭვირვალობა და არაცვლადობა ანარჩუნებს ტრანზაქციის მთლიანობას და თაღლითობას და ორმაგ ხარჯვას ძალიან ართულებს. ამრიგად, იძლევა ელექტრონული კომერციისთვის ბევრ შესაძლებლობებს.

როგორც ნახსენებია, Bitcoin-ს აქვს ლიმიტირებული მარაგი, რაც წარმოადგენს ინფლაციისადმი მეტ დაცულობას. ფიატ ვალუტებისგან განსხვავებით, Bitcoin-ის ბლოკჩეინმა არ შეიძლება "დაბეჭდოს" მეტი კოინი. ამ შეზღუდულობის ფაქტორიდან და გლობალური მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი Bitcoin-ს როგორც ღირებულების პოტენციურ სანახავს ისე უყურებს. ზოგი მას ჰიპერინფლაციისგან საკუთარი ფინანსების დასაცავადაც იყენებს.

Bitcoin-ის ნაკლოვანებები

Bitcoin-ის მრავალი უპირატესობის მიუხედავად, ციფრულ ვალუტას რამდენიმე სერიოზული შეზღუდვა აქვს. ერთ-ერთ საკვანძო ნაკლოვანებას კრიპტოს ძლიერი არასტაბილურობა წარმოადგენს. Bitcoin-ის ღირებულება შეიძლება მოკლე პერიოდებში მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რაც ინვესტორებისთვის საფრთხეებს წარმოადგენს და ვალუტას ნაკლებ სტაბილურს ხდის. ბაზრის სპეკულაციას, ახალი Bitcoin-ის რეგულაციებს და მაკროეკონომიკურ მოვლენებს შეიძლება ფასის არასტაბილურობაზე გავლენა ჰქონდეს. ფასში უახლესი ვარდნა 2022 წელს იყო, როდესაც Bitcoin-ის ფასი 16,000$-ს დაბლა დაეცა.

სხვა ნაკლოვანებები მოიცავს ტრანზაქციების სიჩქარესა და მასშტაბურობას. Bitcoin-ის ქსელს შეზღუდული მოცულობა აქვს, ამიტომ დიდმა მოთხოვნამ შესაძლოა შეყოვნებები და უფრო მაღალი ტრანზაქციის ხარჯები გამოიწვიოს. ამრიგად, იგი შეიძლება ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის ნაკლებად მოსახერხებელი იყოს, ხოლო მისი, როგორც ძირითადი სისტემის, პოტენციალი შეიძლება შეზღუდული იყოს.

თუმცა, Bitcoin-მა ამ საკითხის რეგულირება ელვის ქსელის შექმნით სცადა. ელვის ქსელი მეორე შრის პროტოკოლია რომელიც აგებულია სტანდარტულ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე. მისი მიზანია უფრო სწრაფი და იაფიანი ტრანზაქციების უზრუნველყოფით Bitcoin-ის მასშტაბურობის საკითხები დაარეგულიროს. და მაინც, ნელი ტრანზაქციების პრობლემა აქტუალური რჩება მისი გამოსწორების მრავალი მცდელობის მიუხედავად.

Bitcoin-ის კიდევ ერთი ნაკლოვანება მაღალი ენერგიის მოხმარებაა. მაინერებს მძლავრი კომპიუტერები უნდა ჰქონდეთ რომ რთული მათემატიკური პრობლემების გამკლავება შეძლონ. პროცესი სამუშაო სიმძლავრისა და ელექტრობის მნიშვნელოვან ოდენობას მოითხოვს. ამრიგად, ბევრს შეიძლება კითხვები გაუჩნდეს Bitcoin-ის მაინინგის გარემოზე გავლენასთნ დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც ელექტროობის გამომუშავებისთვის გამოიყენება წიაღისეული საწვავი (რომელიც სითბურ აირებს გამოყოფს)

რეგულატორულ პრობლემებსაც მნიშვნელოვანი რისკები აქვთ. Bitcoin-ის სამართლებრივ და რეგულატორულ გარემოსთან მიმართებით არსებობს გაურკვევლობები, რამდენადაც მთავრობები და რეგულატორული სააგენტოები აგრძელებენ კრიპტო ვალუტებთან მიდგომისა და მათ რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობას. ამრიგად, ეს გავლენას ახდენს კრიპტო ვალუტის მიღებაზე.

Bitcoin-ის ალტერნატივები

Bitcoin-ის გაშვებამ გზა გაუხსნა სხვა კრიპტო ვალუტებს, რომლებიც, ხშირად მოიხსენიება როგორც ალტკოინები. ამ ალტკოინებს მახასიათებლების ფართო სპექტრი აქვთ და სხვადასხვა მიზნებს ემსახურებიან. ეს ალტერნატიული კრიპტო ვალუტები შეიქმნა Bitcoin-ის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ან ხშირ პრობლემებზე ახალი გადაწყვეტების შემოსათავაზებლად.

Ethereum-ი (ETH) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითია. Bitcoin-სგან განსხვავებით, Ethereum-ს ჭკვიანი კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) განვითარების საშუალება აქვთ. მარტივი ტრანზაქციების მიღმა, Ethereum-ის ბლოკჩეინი დეველოპერებს სთავაზობს პლატფორმას ფართო სპექტრის აპლიკაციების ასაწყობად და გამოსაყენებლად. ამასთან, ხალხს Ethereum-ზე შეუძლია სხვა კრიპტოები დააშენონ.

Ripple (XRP) კიდევ ერთი ალტკოინია. ის ფოკუსირებულია სწრაფი და დაბალ ხარჯიანი საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობაზე. Ripple უნიკალურ კონსენსუს ალგორითმს იყენებს რაც სწრაფი ტრანზაქციების ვალიდაციის საშუალებას იძლევა. როგორც აღინიშნა, ტრანზაქციის სიჩქარე Bitcoin-სთვის პრობლემაა. Ripple მიზნად ისახავს საერთაშორისო ტრანზაქციების გაუმჯობესებას და ის მრავალმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მიიღო.

სხვა მაგალითები მოიცავს Litecoin-ს და Cardano-ს. Litecoin-ი ბლოკებს უფრო სწრაფად აგენერირებს და ახალ ჰეშინგ ტექნიკას იყენებს, რაც უფრო ეფექტიანს ხდის ჩვეულებრივ ტრანზაქციებს. LItecoin-მა პოპულარობა შეიძინა როგორც ციფრულმა გადახდის მეთოდმა.

Cardano (ADA) არის ბლოკჩეინ პლატფორმა რომელიც ფოკუსს ახდენს უსაფრთხოებასა და მასშტაბურობაზე იმით, რომ ავითარებს DApps და ჭკვიან კონტრაქტებს. იგი იყენებს აკადემიურ კვლევაზე, ექსპერტული შეფასებით განვითარებაზე და შროვან არქიტექტურაზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას.

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ თითოეული ალტერნატივა ატარებს განსხვავებულ მახასიათებლებს, მიზნებსა და აპლიკაციებს. მაშინ როდესაც Bitcoin-ი ძირითადად გამოყენებულია ღირებულების შესანახად და peer-to-peer ტრანზაქციების განსახორციელებლად, Ethereum-ი სხვა მიზნებს ემსახურება. ყოველი ახალი ალტერნატივა მიზნად ისახავს გარკვეული პრობლემების მოგვარებას ან უფრო მოსახერხებელი გადაწყვეტების შემოთავაზებას.

თუმცა, მომხმარებლებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ კრიპტო ვალუტის არჩევისას, განსაკუთრებით თუ ისინი გრძელვადიან ინვესტირებას ან ტრეიდინგის დაწყებას გეგმავენ. ყოველ კრიპტო ვალუტას აქვს ერთი საერთო პრობლემა: არასტაბილურობა. შესაბამისად, ყურადღებით იყავით ინვესტირებისას რომ თქვენი ფინანსები დაიცვათ.

R