პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება - რას აცხადებს გამოძიება?
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება - რას აცხადებს გამოძიება?

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბულ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა გრძელ­დე­ბა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვე­ნე­ბას ერთი მოწ­მე - გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მის­ცემს. ამას გარ­და, გა­მო­იკ­ვლე­ვენ ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს.

ცნო­ბის­თვის, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ედე­ბა ბრა­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 31 მარტს შე­ე­ფარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 7 მარტს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, ორ­ჯერ ის­რო­ლა ე.წ. "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი“.

ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ­მა 9 მარტს, ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ წა­უ­კი­და ცე­ცხლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ „ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლას“ მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე და­იწ­ვა. ამ ქმე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 39 500 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (სხვი­სი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

7-8 მარ­ტის საქ­მე­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით ჯამ­ში, 6 პირი და­ა­კა­ვეს, მათ­გან 5 ბრალ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
3

კლოუნი

ნონა
61

მოვა დრო ბერა ივანიშვილსაც მოუწევს მანდ ჯდომა. გლდანში ანტუნის გაგზავნისთვის. ბავშვების დასაწყნარებლად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება - რას აცხადებს გამოძიება?

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება - რას აცხადებს გამოძიება?

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ჩვენებას ერთი მოწმე - გამომძიებელი მისცემს. ამას გარდა, გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.