პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ოფიციალურად, გვეტყვიან, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა საფუძველზე არ მოხდება" - ალუდა ღუდუშაური
"თუ ოფიციალურად, გვეტყვიან, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა საფუძველზე არ მოხდება" - ალუდა ღუდუშაური

თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბით გვე­ტყვი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რი "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი და და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლია, ჩას­წორ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის კო­მენ­ტარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს "ოპო­ზი­ცი­ის წკავ-წკავ­ზე“ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, თუ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იტყვის, რომ რო­მე­ლი­მე ჩა­ნა­წე­რი "და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლია“, ამას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ღუ­დუ­შა­უ­რი ხაზს უს­ვამს, რომ ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე ელჩმა პო­ზი­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"ვი­ხი­ლეთ, რომ სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს სი­მარ­თლეს­თან იმას, რა­საც ოპო­ზი­ცია ამ­ბობს. ჩვენ ვნა­ხეთ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­მაც ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა ოპო­ზი­ცი­ის მსჯე­ლო­ბას. ამის შემ­დეგ და­ი­წყეს ახა­ლი ვერ­სი­ე­ბის შე­თხზვა. ჩვენ მკა­ფი­ოდ ვამ­ბობ­დით, რომ ამ ცვლი­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია კი­დევ ერთი დიდი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით. თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა რა­ი­მე და გვე­ტყვი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლია, ეს ცხა­დია, ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ოპო­ზი­ცი­ის ხუშ­ტუ­რე­ბი­სა და წკავ-წკა­ვის სა­ფუძ­ველ­ზე არ ხდე­ბა, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ქვეყ­ნის­თვის მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი პი­რე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის თა­ო­ბა­ზე გა­ნუ­ცხა­დეს, რომ "უხამ­სო­ბის“ ცნე­ბა დი­რექ­ტი­ვის ნა­წი­ლი არ არის და დი­რექ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში რე­გუ­ლი­რე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­კო­მი­სია ყო­ველ­თვის ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის რე­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის შემ­დგო­მი მუ­შა­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
16

არ უნდა მიიღოთ ის კანონი, რომელსაც ნაცების მიმართ არ შეგასრულებინებენ. მელაძე-გვარამიას ენას ამოაჭრით, თუ რას აპირებთ

შოთა
3

ჯერ თქვენ გვაჩვენეთ ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ეს ევროკავშირის მოთხოვნაა, როგორც ამბობთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"თუ ოფიციალურად, გვეტყვიან, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა საფუძველზე არ მოხდება" - ალუდა ღუდუშაური

"თუ ოფიციალურად, გვეტყვიან, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა საფუძველზე არ მოხდება" - ალუდა ღუდუშაური

თუ ოფიციალურად, წერილობით გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში წინააღმდეგობრივი და დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს "ოპოზიციის წკავ-წკავზე“ დამოკიდებული ვერ იქნება, თუმცა, თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა ოფიციალურად იტყვის, რომ რომელიმე ჩანაწერი "დამაბრკოლებელია“, ამას გაითვალისწინებენ. ღუდუშაური ხაზს უსვამს, რომ ამ ცვლილებებზე ელჩმა პოზიტიური განცხადება გააკეთა.

"ვიხილეთ, რომ საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციის მსჯელობას. ამის შემდეგ დაიწყეს ახალი ვერსიების შეთხზვა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობდით, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანია კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ევროინტეგრაციის კუთხით. თუ ოფიციალურად იქნება რაიმე და გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ეს ცხადია, ამოღებული იქნება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ ხდება, რადგან ეს ადამიანები არიან ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი პირები,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში "ინტერპრესნიუსს" "მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თაობაზე განუცხადეს, რომ "უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს.

მათივე განცხადებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას.