პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზის გარეუბანში გამოჩნდა, შეწყვეტილია კომუნიკაცია, გათიშულია სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი" - რა ინფორმაცია ვრცელდება ღაზის სექტორიდან?
"ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზის გარეუბანში გამოჩნდა, შეწყვეტილია კომუნიკაცია, გათიშულია სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი" - რა ინფორმაცია ვრცელდება ღაზის სექტორიდან?

ის­რა­ე­ლის ტან­კე­ბი ქა­ლაქ ღა­ზას გა­რე­უ­ბან­ში შე­ნიშ­ნეს. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო France-Presse თვითმხილ­ვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა. ამ ცოტა ხნის წინ, ეს "ჰა­მა­სის" სპი­კერ­მა ღა­ზა­ში, ჰა­ზემ ქა­სემ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ”პა­ლეს­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა თავს და­ეს­ხა ის­რა­ე­ლის ტან­კებს სა­ლაჰ ალ-დი­ნის ქუ­ჩა­ზე”, - გა­ნუ­ცხა­და მან "ალ ჯა­ზი­რას". მი­სი­ვე თქმით, ის­რა­ე­ლის ტან­კე­ბი ღა­ზის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­შიც შე­იჭრ­ნენ.

"ტან­კე­ბი მი­დი­ან ქა­ლაქ ღა­ზას მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­წყვე­ტი­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია, გა­თი­შუ­ლია სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი", - იუ­წყე­ბა კა­ტა­რუ­ლი ტე­ლე­არ­ხი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ის­რა­ე­ლე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ ანკლა­ვის ჩრდი­ლო­ეთ­სა და სამ­ხრეთს შო­რის საკ­ვან­ძო გზე­ბის გა­და­კეტ­ვას.

ორ­შა­ბათს დი­ლით ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ღა­ზის სექ­ტორ­ში და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი შე­ვი­და. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე ნათ­ქვა­მია: "ღა­მით IDF-მა გა­ნაგ­რძო სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია ღა­ზის სექ­ტორ­ში".

მათ ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ათო­ბით ტე­რო­რის­ტი, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბებ­სა და გვი­რა­ბებ­ში იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბუ­ლი, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

IDF აცხა­დებს, რომ არ­მი­ამ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­არ­ტყა "600-ზე მეტ ტე­რო­რის­ტულ ობი­ექტს".

შე­გახ­სე­ნებთ, 27 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­მა ღა­ზის სექ­ტორ­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, ანკლავ­ში, სა­ი­და­ნაც 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ე­ლის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბი და­ესხნენ თავს და 1400-მდე კაცი მოკ­ლეს, 220-ზე მეტი კი გა­ი­ტა­ცეს, სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყო, თუმ­ცა, რო­გორც ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, ეს არ არის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ოპე­რა­ცია. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
70

UNICEF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზაში საშუალოდ 420 ბავშვი კვდება ყოველდღიურად! ტერორიზმი მიუღებელი დასაგმობი და დასამარცხებელია, მაგრამ ისრაელმა უკვე 5 ჯერ მეტი ადამიანი მოკლა ღაზაში ვიდრე ჰამაზელმა ტერორისტებმა ისრაელში და ამ მოცემულობაში სამწუხაროდ უკვე ძნელია ისრაელის მორალური უპირატესობის დანახვა.

ქაოსის ეპოქა
6

ისრაელმა დაიჭირა კვერნა, რომელიც მართვადი ქაოსის შემოქმედებმა შეუგდეს.

ავტორი:

"ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზის გარეუბანში გამოჩნდა, შეწყვეტილია კომუნიკაცია, გათიშულია სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი" - რა ინფორმაცია ვრცელდება ღაზის სექტორიდან?

"ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზის გარეუბანში გამოჩნდა, შეწყვეტილია კომუნიკაცია, გათიშულია სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი" - რა ინფორმაცია ვრცელდება ღაზის სექტორიდან?

ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზას გარეუბანში შენიშნეს. ამის შესახებ სააგენტო France-Presse თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. ამ ცოტა ხნის წინ, ეს "ჰამასის" სპიკერმა ღაზაში, ჰაზემ ქასემმაც დაადასტურა. ”პალესტინის წინააღმდეგობა თავს დაესხა ისრაელის ტანკებს სალაჰ ალ-დინის ქუჩაზე”, - განუცხადა მან "ალ ჯაზირას". მისივე თქმით, ისრაელის ტანკები ღაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც შეიჭრნენ.

"ტანკები მიდიან ქალაქ ღაზას მიმართულებით, შეწყვეტილია კომუნიკაცია, გათიშულია სატელეფონო კავშირები და ინტერნეტი", - იუწყება კატარული ტელეარხი.

მისივე ცნობით, ისრაელელები ცდილობენ ანკლავის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის საკვანძო გზების გადაკეტვას.

ორშაბათს დილით ისრაელის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში დამატებითი ძალები შევიდა. ისრაელის თავდაცვის ძალების "ტელეგრამის" არხზე ნათქვამია: "ღამით IDF-მა განაგრძო სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში".

მათ ასევე განაცხადეს, რომ "ათობით ტერორისტი, რომლებიც შენობებსა და გვირაბებში იყვნენ გამაგრებული, ლიკვიდირებულია.

IDF აცხადებს, რომ არმიამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაარტყა "600-ზე მეტ ტერორისტულ ობიექტს".

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების გაფართოების თაობაზე განაცხადა, ანკლავში, საიდანაც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებს "ჰამასის" ტერორისტები დაესხნენ თავს და 1400-მდე კაცი მოკლეს, 220-ზე მეტი კი გაიტაცეს, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, თუმცა, როგორც ისრაელი აცხადებს, ეს არ არის სრულმასშტაბიანი ოპერაცია. წყარო

იხილეთ ასევე: