პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ არჩვაძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
თენგიზ არჩვაძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქარ­თველ მსა­ხი­ობ თენ­გიზ არჩვა­ძეს ხვალ, 31 ოქ­ტომ­ბერს დაკ­რძა­ლა­ვენ. პა­ნაშ­ვი­დი დღეს, რაზ­მა­ძის #52-ში გა­ი­მარ­თე­ბა. მისი გა­მოს­ვე­ნე­ბა კი დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის ეკ­ლე­სი­ი­დან, ხვალ, 14:00 სა­ათ­ზე მოხ­დე­ბა.

თენ­გიზ არჩვა­ძეს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

მან ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში 100-ზე მეტი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა და არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა.

მან სცე­ნუ­რი სა­ხე­ე­ბი შექ­მნა სპექ­ტაკ­ლებ­ში: "მოკ­ვე­თი­ლი“, "დედა", "ღა­ლა­ტი", "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი", "როცა ქა­ლაქს სძი­ნავს" "მე ვხე­დავ მზეს", "დღის წეს­რიგ­შია ერთი სა­კი­თხი", "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", "30 აგ­ვის­ტო", "ჯორ­და­ნო ბრუ­ნო", "ძვე­ლი ვალ­სი“, "ასი წლის წი­ნათ“, "ისევ ამ ქვეყ­ნად დავ­რჩე­ბი“, "სახ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი“, "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ და სხვა.

მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფილ­მებ­ში: "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", "ერთი ცის ქვეშ", "ხე­ვის­ბე­რი გოჩა", "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", "დათა თუ­თაშ­ხია", "მე ვხე­დავ მზეს", "შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან", "მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა" და სხვა.

თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, თენ­გიზ არჩვა­ძე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. 1967-1973 წლებ­ში იგი მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რშიც.

2011 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თენ­გიზ არჩვა­ძე იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის, აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 2017 წელს ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის მას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო - "ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მის“ წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე წელს გა­მო­ი­ცა წიგ­ნი "სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი - თენ­გიზ არჩვა­ძე“, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას ეძღვნე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

თენგიზ არჩვაძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

თენგიზ არჩვაძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს ხვალ, 31 ოქტომბერს დაკრძალავენ. პანაშვიდი დღეს, რაზმაძის #52-ში გაიმართება. მისი გამოსვენება კი დიდუბის პანთეონის ეკლესიიდან, ხვალ, 14:00 საათზე მოხდება.

თენგიზ არჩვაძეს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: "მოკვეთილი“, "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო", "ჯორდანო ბრუნო", "ძველი ვალსი“, "ასი წლის წინათ“, "ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, "სახლის ანგელოზები“, "მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობდა ფილმებში: "კეთილი ადამიანები", "ერთი ცის ქვეშ", "ხევისბერი გოჩა", "ხევსურული ბალადა", "დიდოსტატის მარჯვენა", "დათა თუთაშხია", "მე ვხედავ მზეს", "შეხვედრა წარსულთან", "მალე გაზაფხული მოვა" და სხვა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.

2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი "სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

ასევე იხილეთ: