მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები - გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე ჭაბურღილი" - მინისტრი
"რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები - გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე ჭაბურღილი" - მინისტრი

ჯამ­ში, რი­კო­თის მო­ნაკ­ვე­თის მხო­ლოდ პრო­ექ­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 140 სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ი­და­ნაც 56 იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი, ხოლო 84 - ად­გი­ლობ­რი­ვი. ამ დიდ გუნდში იმუ­შა­ვა ყვე­ლა შე­საძ­ლო სპე­ცი­ა­ლო­ბი­სა და დარ­გის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა: გვი­რა­ბე­ბის, ხი­დე­ბის, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ინ­ჟინ­რებ­მა, გე­ო­ლო­გებ­მა, გე­ო­ტექ­ნი­კო­სებ­მა, ჰიდ­რო­ლო­გებ­მა, გა­რე­მოს დაც­ვის და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გარ­და იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი საპ­რო­ექ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ პრო­ექტს აუ­დი­ტი ჩა­უ­ტა­რეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და მხო­ლოდ მათი დას­ტუ­რის შემ­დეგ დამ­ტკიც­და რი­კო­თის პრო­ექ­ტი.

"რი­კო­თის გზის პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას, ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის, მას­შტა­ბუ­რი საკ­ვლე­ვა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რო­გორც ყვე­ლა მას­შტა­ბურ პრო­ექტს, რი­კო­თის 4 ზო­ლი­ა­ნი ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და პრო­ექ­ტი­რე­ბას, წინ უძღვო­და ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა. ეს დო­კუ­მენ­ტი მო­ი­აზ­რებ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ შე­და­რე­ბას და მათ სა­ფუძ­ველ­ზე სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შერ­ჩე­ვას. ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა მომ­ზად­და მსოფ­ლიო ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­რე­უ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის მიერ. მსოფ­ლიო ბან­კი პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. ჩა­ტარ­და 5 ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი შე­და­რე­ბა: ტექ­ნი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ხარჯთ­სარ­გებ­ლო­ბის, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის და სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თი­თო­ე­ულ კრი­ტე­რი­უმს, თი­თო­ე­ულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, ენი­ჭე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ქულა და და­ჯა­მე­ბის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე, არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი არ და­ა­ფი­ნან­სებ­და არც პრო­ექ­ტი­რე­ბის და არც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს“, -აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრმა დე­პუ­ტა­ტებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­ტა­ლუ­რი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტის ეტაპ­ზე, 52 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თის პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას, ჩა­ტარ­და მას­შტა­ბუ­რი და კომ­პლექ­სუ­რი სა­ვე­ლე საკ­ვლე­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბი: ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი, გე­ო­ლო­გი­უ­რი, ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი და გე­ო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი. შედ­გა რე­ლი­ე­ფის ციფ­რუ­ლი მო­დე­ლი, რის­თვი­საც გა­კეთ­და აერო-ფო­ტო­გა­და­ღე­ბე­ბი, გა­და­ღე­ბა ლი­და­რის მეშ­ვე­ო­ბით, სკა­ნი­რე­ბა და 3D მო­დე­ლის შედ­გე­ნა. პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას, შეს­წავ­ლი­ლი იქნა წყალ­შემ­კრე­ბი აუ­ზე­ბი, მი­წის­ქვე­შა წყლე­ბი და ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მი­ღე­ბუ­ლი იქნა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტე­ბი.

მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რი­კო­თის პრო­ექ­ტში არ­სე­ბობს გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის უწყვე­ტი მე­ქა­ნიზ­მი, პრო­ექ­ტის და­წყე­ბი­დან დღემ­დე.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის ოთხი­ვე მო­ნაკ­ვეთ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლია გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, (ე.წ. გზშ). გზშ-ები მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ოთხი­ვე მო­ნაკ­ვე­თის გზშ-ს ჩა­უ­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის აუ­დი­ტი. შემ­დეგ კი, დამ­ტკიც­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ. რი­კო­თის პრო­ექ­ტში გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის 23 ექ­სპერ­ტია ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც არი­ან კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო კომ­პა­ნი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­რე­მოს დაც­ვის კონ­სულ­ტან­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

"სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნი­კუ­რი გა­და­წყვე­ტე­ბი და­მუ­შავ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ნორ­მე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი "სე­ის­მო­მე­დე­გი მშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პრო­ექ­ტი­რე­ბის დროს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და ფერ­დე­ბის მდგრა­დო­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­რა­გით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ან­გა­რი­შე­ბე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რო­გორც "აშ­ტოს“ სე­ის­მო­მე­დეგ პრო­ექ­ტი­რე­ბის სტან­დარტს, ასე­ვე, "ევ­რო­კო­დი 7“-ს და "ევ­რო­კო­დი 8“-ს, რო­მე­ლიც ეხე­ბა გე­ო­ტექ­ნი­კურ და სე­ის­მო­მე­დეგ გა­ან­გა­რი­შე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))
5

აა კაცი,, პო კლიჩკე "ხაშლამა რაც ამან და ანტონამ ატკატები ატრიალეს ჩინელებთან ისტორიაში შევლენ 52 კმ 300 მილონი ჯდებოდა მილიარდ 300 დახარჯეს და 27 კმ დააგეს 11 წელიწადში ნამდვილად საამაყოა/:)))

ქართველი ვაშკაცი
2

აი კაცური კაცი ასეთი უნდა ! აი, ვაშკაცი)) მიდი მოვდივარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები - გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე ჭაბურღილი" - მინისტრი

"რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები - გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე ჭაბურღილი" - მინისტრი

ჯამში, რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 - ადგილობრივი. ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა, - ამის შესახებ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ ძალიან გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი.

"რიკოთის გზის პროექტირებისას, ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების, მასშტაბური საკვლევაძიებო სამუშაოები. როგორც ყველა მასშტაბურ პროექტს, რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და პროექტირებას, წინ უძღვოდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დოკუმენტი მოიაზრებდა ალტერნატიული მარშრუტების მულტიფუნქციურ შედარებას და მათ საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო კორეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ. მსოფლიო ბანკი პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ჩატარდა 5 ალტერნატიული ვარიანტის მრავალფუნქციური შედარება: ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ხარჯთსარგებლობის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. თითოეულ კრიტერიუმს, თითოეულ ალტერნატივას, ენიჭებოდა შესაბამისი ქულა და დაჯამების შედეგად, გამოვლინდა საუკეთესო ალტერნატივა, როგორც საუკეთესო მიმართულება. ამ კვლევების ჩატარების გარეშე, არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დააფინანსებდა არც პროექტირების და არც სამშენებლო სამუშაოებს“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დეტალური სამშენებლო პროექტის ეტაპზე, 52 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებისას, ჩატარდა მასშტაბური და კომპლექსური საველე საკვლევი სამუშაოები: ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეომორფოლოგიური. შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, რისთვისაც გაკეთდა აერო-ფოტოგადაღებები, გადაღება ლიდარის მეშვეობით, სკანირება და 3D მოდელის შედგენა. პროექტირებისას, შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის პროექტში არსებობს გარემოს დაცვის მიმართულების უწყვეტი მექანიზმი, პროექტის დაწყებიდან დღემდე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, (ე.წ. გზშ). გზშ-ები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. ოთხივე მონაკვეთის გზშ-ს ჩაუტარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული კონსულტანტების აუდიტი. შემდეგ კი, დამტკიცდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. რიკოთის პროექტში გარემოსდაცვითი მიმართულების 23 ექსპერტია ჩართული, რომლებიც არიან კონტრაქტორების და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის გარემოს დაცვის სპეციალისტები, დეპარტამენტისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელი გარემოს დაცვის კონსულტანტები და სპეციალისტები.

"საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტები დამუშავდა საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, საქართველოში მოქმედი "სეისმომედეგი მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტის“ გათვალისწინებით. პროექტირების დროს კონსტრუქციული და ფერდების მდგრადობის გაანგარიშებები გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი მარაგით. აღნიშნული გაანგარიშებები აკმაყოფილებს, როგორც "აშტოს“ სეისმომედეგ პროექტირების სტანდარტს, ასევე, "ევროკოდი 7“-ს და "ევროკოდი 8“-ს, რომელიც ეხება გეოტექნიკურ და სეისმომედეგ გაანგარიშებებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.