საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კვებას მოუმატა. როგორც ალასანია აღნიშნავს, მას ექიმები ეუბნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს.
ალასანიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლების სააკაშვილთან ვიზიტზეც ისაუბრა.
"რაც ეწერა, ობიექტური დასკვნა იყო, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ექიმი არ ვარ, გამოკვლევებს არ ვუტარებ, მაგრამ თვალით რასაც ვხედავ, უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, არის რაღაცები, რასაც კატეგორიულად ვერ იღებს, რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს. იმედი მაქვს, რომ ენერგია მოემატება, ჯერ ძალიან უენერგიოდაა, თუმცა, მხნედაა, რაღაცის იმედი აქვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რისი, მაგრამ მეც მაქვს იმედი“, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ბრალი, რომელიც სააკაშვილს წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება.
"ჩემი დაკვირვებით, ჩემ შვილს არავითარი ცხოვრება არ ჰქონია, გარდა ქვეყნის ინტერებისა, 24 საათი ადამიანი იმას ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რა ნაბიჯი გადაედგა ამ ქვეყნისთვის, მოსვენება, ძილი არ ჰქონია. ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს, ეს მოსამართლეები, პროკურორები ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან და მათაც შესტკივათ ამ ქვეყანაზე გული“, - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ხანაც მამაცი, ხანაც მშიშარა, ზოგისთვის ღმერთი, ზოგისთვის მიშა..,,რა,, ჯერ კიდევ გვახსოვს მისი ფანდები, რევოლუცია, ხელში ვარდები. მინისტრების ცვლა კვირის მიხედვით, აზრზე არც კი ხართ თუ სად მიხვედით. ხან დაფრინავდა ხანაც კვდებოდა, ციხის კედლებში ცრემლად დნებოდა, ბევრჯერ იგლოვეს ბევრჯერ იტირეს , ამასობაში ყოფა გვიტირეს. ახლა ვჭამო და აქეთ გვამხნევებს ან ვის აბოლებთ ან ვის....
რა უზნეო ხალხი ხართ რაა, ვითომ არიცით რატოც იყო აქამდე ისე და ან ეხა რატო ვერ ირგებს, კუჭის ამოჭრა კიარაფერ შუაშია თურმე, წაიყვანეთ დააბრუნეთ ნამდვილ საკანში თორე თქვენ მოგელით ნამდვილი სასჯელი!!!!