სერია A-ს მე - 10 ტურში "ნაპოლი" "მილანს" მასპინძლობს. პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება ანგარიშით 0:2.
ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიმ შემდგომი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:
"მილანმა" თამაში მჭიდრო პრესინგით დაიწყო, თუმცა ნეაპოლელებმა პირველივე წუთებში შექმნეს მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი არ ჰქონიათ. ანგარიში მატჩში გახნეს სტუმრებმა, მერეტის კარში გოლი ოლივერ ჟირუმ 22-ე წუთზე გაიტანა. რასაც ნეაპოლელთა შეტევები მოჰყვა, მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი და მილანელთა დაცვის ხაზის გვერდის ავლით საჯარიმოში შესვლა და კარის გასწვრივ ჩაწოდება შეძლო, თუმცა პოლიტანომ გატანა ვერ შეძელო. სამაგიეროდ კიდევ ერთი გოლი გაიტანა ჟირუმ, რომელმაც კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა ის, რომ "ნაპოლის" დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. მე-2 გოლი მატჩში 31-ე წუთზე გავიდა.