ავტორი:

"განგაშის სირენების ჩართვის შემდეგ, თამარს გული გაუჩერდა" - რას წერს ისრაელის მედია გარდაცვლილ 9 წლის ქართველ-ებრაელ გოგონაზე

"განგაშის სირენების ჩართვის შემდეგ, თამარს გული გაუჩერდა" - რას წერს ისრაელის მედია გარდაცვლილ 9 წლის ქართველ-ებრაელ გოგონაზე

ისრაელში კიდევ ერთი ქართველი ებრაელი - 9 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ადასტურებს.

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონა ქართველ ებრაელთა ოჯახიდან იყო.

გოგონას გარდაცვალების შესახებ წერს ისრაელის მედიაც. მათი ინფორმაციით, 9 წლის თამარ ჰაია ტორფიაშვილს გული გაუჩერდა მას შემდეგ რაც საჰაერო განგაში გამოცხადდა და სირენები ჩაირთო

შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა“ აიღო.

წყარო