პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაყურებელი ჩვენი ბატონია, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოო“ - როგორ იხსენებენ თენგიზ არჩვაძეს? - უცნობი ამბები ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან
"მაყურებელი ჩვენი ბატონია, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოო“ - როგორ იხსენებენ თენგიზ არჩვაძეს? - უცნობი ამბები ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან

28 ოქ­ტომ­ბერს, 91 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი თენ­გიზ არჩვა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს წი­ნა­შე. არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო როლი აქვს შექ­მნი­ლი. მსა­ხი­ო­ბი მა­ყუ­რე­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და.

თენ­გიზ არჩვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწუ­ხა­რე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მათ შო­რის, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი. ბა­ტონ დი­მას მას­ზე წიგ­ნი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი, მსა­ხი­ობს ახ­ლოს იც­ნობ­და და მე­გობ­რობ­და მას­თან.

  • დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი:

- ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა "მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში“ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის როლი ითა­მა­შა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე თე­მურ ჩხე­ი­ძემ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დად­გა. რო­დე­საც თენ­გიზ არჩვა­ძის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის სა­კი­თხი დად­გა, მა­შინ მთხო­ვეს, ეს სპექ­ტაკ­ლი აღ­მედ­გი­ნა, რად­გან ბა­ტო­ნი თე­მუ­რი მა­შინ პე­ტერ­ბურ­გში მუ­შა­ობ­და. მან დიდი პა­ტი­ვი დამ­დო და ეს საქ­მე მე მან­დო. ასე მო­მი­წია ბა­ტონ თენ­გიზ­თან მუ­შა­ო­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად იქ დავ­მე­გობ­რდით. მერე კი ისე მოხ­და, რომ რამ­დენ­ჯერ­მე გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის ავად­მყო­ფო­ბის გამო, ამა­ვე სპექ­ტაკლში, მის ნაც­ვლად, ლელთ ღუ­ნია ვი­თა­მა­შე.

კად­რი ფილ­მი­დან "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და"

- პარტნი­ო­რიც ყო­ფილ­ხართ.

- დიახ, ბა­ტონ თენ­გიზს ვპარტნი­ო­რობ­დი კი­დეც - ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბაც გვქონ­და. მა­შინ, რო­გორც გი­თხა­რით, ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით და გაჩ­ნდა იდეა, რომ მას­ზე წიგ­ნი და­მე­წე­რა. იმ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი მქონ­და კახი კავ­სა­ძის წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა, გივი ბე­რი­კაშ­ვილ­ზე წიგ­ნი კი უკვე გა­მო­სუ­ლი იყო. მოკ­ლედ, დავ­გეგ­მეთ, რომ წიგნ­ზე გვე­მუ­შა­ვა და 2017 წელს "სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი თენ­გიზ არჩვა­ძე“, ჩემი მე­სა­მე დიდი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა. ეს ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის 85 წლის იუ­ბი­ლეს და­ემ­თხვა და მისი ხე­ლის ანა­ბეჭ­დე­ბი გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას მუ­ზე­უ­მის ეზო­ში გა­იხ­სნა. იმ დღეს­ვე, იქ შედ­გა წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­აც.

"ბა­ტონ თენ­გიზს ვპარტნი­ო­რობ­დი კი­დეც - ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბაც გვქონ­და" - დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი

- თენ­გიზ არჩვა­ძე იყო დიდი არ­ტის­ტი და დიდი ადა­მი­ა­ნი - მას ერ­თხმად ასე აფა­სებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა...

- დიახ, თენ­გიზ არჩვა­ძე არ იყო მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, მისი არ­სე­ბო­ბა ცალ­კე, კი­დევ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა აღ­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, იმი­ტომ, რომ ის ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე გახ­ლდათ. მო­ქა­ლა­ქე, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გა­გე­ბით. იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ასე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­კუ­თარ მწერ­ლო­ბა­ზე, ბუ­ნე­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ფე­ხით აქვს მოვ­ლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი. ერთხელ ვკი­თხე და იმ წიგნ­შიც არის ეს ეპი­ზო­დი, ყვე­ლა­ზე კარ­გად სად გრძნობთ თავს-თქო? მთა­შიო. რაჭ­ვე­ლი კა­ცის­გან ეს არც გა­მიკ­ვირ­დე­ბა-მეთ­ქი. არა, მთა­ში და მარ­ტოო. რა­ტომ-თქო? იმი­ტომ, რომ მთაც კა­ცი­აო. მთას­თან დი­ა­ლო­გი ისე­თია, აი, იმას თუ და­უ­მუ­ღა­მებ, მა­გა­ზე კარ­გი არა­ფე­რია. ის სუ­ლი­ე­რია, სუნ­თქავ­სო.

მოკ­ლედ, ის არა­ვის არ ჰგავ­და... ძა­ლი­ან დიდი კაცი და­კარ­გა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და არა მხო­ლოდ კი­ნომ და თე­ატრმა.

"დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ზე" მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი

- მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ესა თუ ის შე­ხე­დუ­ლე­ბა თავს არას­დროს მო­უხ­ვე­ვია... ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­ში "ის­ტო­ბამ“ ძა­ლი­ან მო­ი­კი­და ფეხი. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის პო­ზი­ცია ასე­თი იყო - მისი მა­ყუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი იყო. ამი­ტო­მაც ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი იყო, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და ა.შ. სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც კი გა­ა­კე­თა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა, "მე ვამ­ბობ და ეს ასეა“.

- მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს მისი კი­ნო­რო­ლე­ბი...

- ის და ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი ჯერ ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ "კე­თილ ადა­მი­ა­ნებ­ში“ პარტნი­ო­რე­ბი. ეს მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია, მაგ­რამ ჩემ­თვის თენ­გიზ არჩვა­ძე, რო­გორც მო­ნუ­მენ­ტი, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია "ვედ­რე­ბა­ში,“ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ რა­ი­მე­თი ნაკ­ლე­ბია "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში“, "დათა თუ­თაშ­ხი­ა­ში“, თუ "წიგ­ნი ფი­ცი­სა­ში“, რო­დე­საც თე­ი­მუ­რაზს და ერეკ­ლე­საც თა­მა­შობს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დიდი კი­ნო­რო­ლე­ბია. გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კი­ნო­ში 46 როლი ითა­მა­შაო. ჯერ ერთი, ბევ­რად მეტი ითა­მა­შა, მაგ­რამ ეს თვლა არ არის დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამა­ზე თე­ატ­რის და კი­ნოს მკვლევ­რებ­მა იფიქ­რონ. ფაქ­ტი ის არის, რომ სამი და ოთხი რო­ლიც რომ ეთა­მა­შა, ის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო.

კად­რი ფილ­მი­დან "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი"

მახ­სოვს ერთი ის­ტო­რია. 1978 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის 50 წლის­თა­ვი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში იმარ­თე­ბო­და. ამ იუ­ბი­ლე­ზე მას სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. ისე მოხ­და, რომ იმ სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს დღე­საც გა­და­ღე­ბა­ზე ბრძან­დე­ბო­და და და­აგ­ვი­ან­და. ამი­ტომ სცე­ნა­ზე ცოტა გვი­ან შე­მო­ვი­და - ჩუ­მად შე­მო­ი­პა­რა. ბავ­შვი ვი­ყა­ვი, 10 წლის და დარ­ბაზ­ში ვი­ჯე­ქი. ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი სცე­ნა­ზე ნა­ნა­ხი მყავ­და სპექ­ტაკლში "ძვე­ლი ვალ­სი“ და ეგ სპექ­ტაკ­ლი ძა­ლი­ან მომ­წონ­და... ვერ აგიღ­წერთ მის და­ნახ­ვა­ზე რო­გო­რი ტაში ატყდა, აც­ვივ­და მთე­ლი დარ­ბა­ზი სცე­ნა­ზე... ეს რო­დის, იცით? როცა ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი ასე­თი ხალ­ხი სცე­ნა­ზე იყო. სა­ღა­მოს შუა ნა­წილ­ში, მისი გათ­ვლით, შე­მო­პა­რულ კაცს ვინ აცა­ლა?! ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ. მას­თან ერ­თად მო­მი­წია რე­გი­ო­ნულ გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნამ. ვი­ყა­ვით გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, სა­ჩხე­რე­ში, ჭი­ა­თუ­რა­ში. ვხე­დავ­დი, რა ხდე­ბო­და მის გა­რე­შე­მო. ეს იყო სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ. ისიც რო­გორ შე­მარ­თე­ბით იყო.

ახალ­ცი­ხე­ში ყვე­ლამ ვერ შეძ­ლო სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა და ვერ უბე­დავ­დნენ, რომ მე­ო­რე სე­ან­სიც დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა. მერე მე ვუ­თხა­რი, ბა­ტო­ნო თენ­გიზ, ძა­ლი­ან ერი­დე­ბათ თქვე­ნი, მაგ­რამ იმ­დე­ნი ხალ­ხი დარ­ჩა გა­რეთ, ვი­საც სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა უნდა, შეძ­ლებთ, რომ მე­ო­რე სე­ან­სი ითა­მა­შოთ-მეთ­ქი? "მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვე­ნი ბა­ტო­ნია, ჩემო ბა­ტონ-ძმაო, რომც არ შე­მეძ­ლოს, უნდა ვი­თა­მა­შოთ“, - იყო მისი პა­სუ­ხი. თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით იყო მა­გა­ლი­თი, არ და­ი­ზა­რა და მე­ო­რე­ჯერ თა­ვი­დან და­ვი­წყეთ სპექ­ტაკ­ლი ახალ­ცი­ხე­ში. ეს იყო 2012 წელი, ანუ იგი უკვე 80 წლის გახ­ლდათ და თა­ვი­დან და­ი­წყო სპექ­ტაკ­ლი, იმი­ტომ, რომ მა­ყუ­რე­ბელს უნ­დო­და. ეს დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვია.

- რო­გო­რი იყო მისი ბოლო წლე­ბი, რო­დე­საც ის აღარ ჩან­და არც ეკ­რან­ზე, არც სცე­ნა­ზე.

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, არ შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი იყო მისი მო­ნატ­რე­ბა, მა­ინც თავს ვი­კა­ვებ­დი. ერ­თა­დერ­თი, 3 აგ­ვის­ტოს, ყო­ველ წელს მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე დავ­დი­ო­დი. წელს სე­ნაკ­ში გვქონ­და გას­ვლი­თი სპექ­ტაკ­ლი და იქი­დან დი­ლას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, წუ­ხელ, 12 სა­ა­თი გახ­და თუ არა, ბი­ძია თენ­გიზ, მთელ­მა "მო­ზარ­დმა“ თქვე­ნი სა­დღეგ­რძე­ლო დავ­ლი­ეთ. მი­პა­სუ­ხა - "რამ­ხე­ლა ვალი და­მა­დე, კაცო. ეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასე ხალ­ხის შე­წუ­ხე­ბა?!". დიდი არ­ტის­ტი და დიდი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და.

  • P.S. Ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ობ თენ­გიზ არჩვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქარ­თულ კი­ნოს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუკა
0

ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა. ადამიანი ,რომელიც მთლიანად დახარჯული იყო თეტრისთვის და კინოს როლებისთვის. ის უკვდავი იქნება ყველა პერიოდში.

111
0

დიდი ადამიანი !!! დაგვტოვა კიდევ ერთმა უკანასკნელმა მოჰიკანმა,ასე ვიტყოდი:(

ავტორი:

"მაყურებელი ჩვენი ბატონია, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოო“ - როგორ იხსენებენ თენგიზ არჩვაძეს? - უცნობი ამბები ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან

"მაყურებელი ჩვენი ბატონია, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოო“ - როგორ იხსენებენ თენგიზ არჩვაძეს? - უცნობი ამბები ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან

28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრისა და კინოს წინაშე. არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო როლი აქვს შექმნილი. მსახიობი მაყურებელს გამორჩეულად უყვარდა.

თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი მწუხარებით გამოეხმაურა. მათ შორის, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილი. ბატონ დიმას მასზე წიგნი აქვს გამოცემული, მსახიობს ახლოს იცნობდა და მეგობრობდა მასთან.

  • დიმა ხვთისიაშვილი:

- ბატონმა თენგიზმა "მგზავრის წერილებში“ ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა, რომელიც თავის დროზე თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა. როდესაც თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავის გახსნის საკითხი დადგა, მაშინ მთხოვეს, ეს სპექტაკლი აღმედგინა, რადგან ბატონი თემური მაშინ პეტერბურგში მუშაობდა. მან დიდი პატივი დამდო და ეს საქმე მე მანდო. ასე მომიწია ბატონ თენგიზთან მუშაობა. პრაქტიკულად იქ დავმეგობრდით. მერე კი ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე გივი ბერიკაშვილის ავადმყოფობის გამო, ამავე სპექტაკლში, მის ნაცვლად, ლელთ ღუნია ვითამაშე.

კადრი ფილმიდან ''ხევსურული ბალადა''

- პარტნიორიც ყოფილხართ.

- დიახ, ბატონ თენგიზს ვპარტნიორობდი კიდეც - ასეთი ბედნიერებაც გვქონდა. მაშინ, როგორც გითხარით, ძალიან დავმეგობრდით და გაჩნდა იდეა, რომ მასზე წიგნი დამეწერა. იმ პერიოდში ახალი დასრულებული მქონდა კახი კავსაძის წიგნზე მუშაობა, გივი ბერიკაშვილზე წიგნი კი უკვე გამოსული იყო. მოკლედ, დავგეგმეთ, რომ წიგნზე გვემუშავა და 2017 წელს "სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“, ჩემი მესამე დიდი წიგნი გამოიცა. ეს ბატონი თენგიზის 85 წლის იუბილეს დაემთხვა და მისი ხელის ანაბეჭდები გიორგი კალანდიას მუზეუმის ეზოში გაიხსნა. იმ დღესვე, იქ შედგა წიგნის პრეზენტაციაც.

"ბატონ თენგიზს ვპარტნიორობდი კიდეც - ასეთი ბედნიერებაც გვქონდა" - დიმა ხვთისიაშვილი

- თენგიზ არჩვაძე იყო დიდი არტისტი და დიდი ადამიანი - მას ერთხმად ასე აფასებს ქართული საზოგადოება...

- დიახ, თენგიზ არჩვაძე არ იყო მხოლოდ მსახიობი, მისი არსებობა ცალკე, კიდევ უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ის ნამდვილად გამორჩეული მოქალაქე გახლდათ. მოქალაქე, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. იშვიათად მინახავს ასე საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ მწერლობაზე, ბუნებაზე შეყვარებული ადამიანი, ფეხით აქვს მოვლილი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. ერთხელ ვკითხე და იმ წიგნშიც არის ეს ეპიზოდი, ყველაზე კარგად სად გრძნობთ თავს-თქო? მთაშიო. რაჭველი კაცისგან ეს არც გამიკვირდება-მეთქი. არა, მთაში და მარტოო. რატომ-თქო? იმიტომ, რომ მთაც კაციაო. მთასთან დიალოგი ისეთია, აი, იმას თუ დაუმუღამებ, მაგაზე კარგი არაფერია. ის სულიერია, სუნთქავსო.

მოკლედ, ის არავის არ ჰგავდა... ძალიან დიდი კაცი დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ კინომ და თეატრმა.

''დიდოსტატის მარჯვენაზე'' მუშაობის პროცესი

- მას საზოგადოებისთვის ესა თუ ის შეხედულება თავს არასდროს მოუხვევია... ესეც მნიშვნელოვანია...

- სამწუხაროდ, ჩვენში "ისტობამ“ ძალიან მოიკიდა ფეხი. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ბატონი თენგიზის პოზიცია ასეთი იყო - მისი მაყურებელი ყველანაირი იყო. ამიტომაც ყველასთვის საყვარელი იყო, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, აღმსარებლობისა და ა.შ. საჯარო განცხადებაც კი გააკეთა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ ყოფილა, "მე ვამბობ და ეს ასეა“.

- მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს მისი კინოროლები...

- ის და ოთარ მეღვინეთუხუცესი ჯერ ჯგუფელები იყვნენ, შემდეგ "კეთილ ადამიანებში“ პარტნიორები. ეს მაყურებლის საყვარელი ფილმია, მაგრამ ჩემთვის თენგიზ არჩვაძე, როგორც მონუმენტი, ყველაზე ძვირფასია "ვედრებაში,“ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმეთი ნაკლებია "დიდოსტატის მარჯვენაში“, "დათა თუთაშხიაში“, თუ "წიგნი ფიცისაში“, როდესაც თეიმურაზს და ერეკლესაც თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, დიდი კინოროლებია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოში 46 როლი ითამაშაო. ჯერ ერთი, ბევრად მეტი ითამაშა, მაგრამ ეს თვლა არ არის დიდად მნიშვნელოვანი, ამაზე თეატრის და კინოს მკვლევრებმა იფიქრონ. ფაქტი ის არის, რომ სამი და ოთხი როლიც რომ ეთამაშა, ის გამორჩეული იყო.

კადრი ფილმიდან "კეთილი ადამიანები"

მახსოვს ერთი ისტორია. 1978 წელს მარჯანიშვილის თეატრის 50 წლისთავი ფილარმონიაში იმართებოდა. ამ იუბილეზე მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ისე მოხდა, რომ იმ საიუბილეო საღამოს დღესაც გადაღებაზე ბრძანდებოდა და დააგვიანდა. ამიტომ სცენაზე ცოტა გვიან შემოვიდა - ჩუმად შემოიპარა. ბავშვი ვიყავი, 10 წლის და დარბაზში ვიჯექი. ბატონი თენგიზი სცენაზე ნანახი მყავდა სპექტაკლში "ძველი ვალსი“ და ეგ სპექტაკლი ძალიან მომწონდა... ვერ აგიღწერთ მის დანახვაზე როგორი ტაში ატყდა, აცვივდა მთელი დარბაზი სცენაზე... ეს როდის, იცით? როცა ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი ასეთი ხალხი სცენაზე იყო. საღამოს შუა ნაწილში, მისი გათვლით, შემოპარულ კაცს ვინ აცალა?! ოვაციებით შეხვდნენ. მასთან ერთად მომიწია რეგიონულ გასტროლებზე ყოფნამ. ვიყავით გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ჭიათურაში. ვხედავდი, რა ხდებოდა მის გარეშემო. ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამ. ისიც როგორ შემართებით იყო.

ახალციხეში ყველამ ვერ შეძლო სპექტაკლის ნახვა და ვერ უბედავდნენ, რომ მეორე სეანსიც დაგვემატებინა. მერე მე ვუთხარი, ბატონო თენგიზ, ძალიან ერიდებათ თქვენი, მაგრამ იმდენი ხალხი დარჩა გარეთ, ვისაც სპექტაკლის ნახვა უნდა, შეძლებთ, რომ მეორე სეანსი ითამაშოთ-მეთქი? "მაყურებელი ჩვენი ბატონია, ჩემო ბატონ-ძმაო, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოთ“, - იყო მისი პასუხი. თავისი საქციელით იყო მაგალითი, არ დაიზარა და მეორეჯერ თავიდან დავიწყეთ სპექტაკლი ახალციხეში. ეს იყო 2012 წელი, ანუ იგი უკვე 80 წლის გახლდათ და თავიდან დაიწყო სპექტაკლი, იმიტომ, რომ მაყურებელს უნდოდა. ეს დიდი და სერიოზული ამბავია.

- როგორი იყო მისი ბოლო წლები, როდესაც ის აღარ ჩანდა არც ეკრანზე, არც სცენაზე.

- მაქსიმალურად ვცდილობდი, არ შემეწუხებინა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო მისი მონატრება, მაინც თავს ვიკავებდი. ერთადერთი, 3 აგვისტოს, ყოველ წელს მის დაბადების დღეზე დავდიოდი. წელს სენაკში გვქონდა გასვლითი სპექტაკლი და იქიდან დილას დავურეკე და ვუთხარი, წუხელ, 12 საათი გახდა თუ არა, ბიძია თენგიზ, მთელმა "მოზარდმა“ თქვენი სადღეგრძელო დავლიეთ. მიპასუხა - "რამხელა ვალი დამადე, კაცო. ეგ როგორ შეიძლება, ასე ხალხის შეწუხება?!". დიდი არტისტი და დიდი ადამიანი წავიდა.

  • P.S. Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, თეატრალურ საზოგადოებას, ქართულ კინოს.