პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი მე­თიუ პერი 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე­თიუ ცნო­ბი­ლია 1990-იანი წლე­ბის ლე­გენ­და­რუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლით, "მე­გობ­რე­ბი", სა­დაც ჩენდლე­რის როლს ას­რუ­ლებ­და.

მე­დი­ის ცნო­ბით, მე­თიუ სა­კუ­თარ სახ­ლში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. ცხე­და­რი აბა­ზა­ნა­ში ნა­ხეს.

მე­თიუ 1969 წელს, მა­სა­ჩუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა შემ­დეგ, სა­ცხოვ­რებ­ლად ოჯა­ხი ოტა­ვა­ში გა­და­ვი­და. და­წყე­ბით სკო­ლა­ში კა­ნა­დის ამ­ჟა­მი­ნელ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ჯას­ტინ ტრუ­დოს­თან ერ­თად სწავ­ლობ­და.

"მე­გობ­რე­ბი", კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი, რო­მელ­შიც მე­თიუ პე­რის­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი, კორტნი კოქ­სი, დე­ვიდ შვი­მე­რი, მეტ ლებ­ლა­ნი და ლიზა კუდ­როუ, ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ შოუდ იქცა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და სხვა­დას­ხვა დროს სა­რე­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრშიც მკურ­ნა­ლობ­და. 2018 წელს მსა­ხი­ო­ბი 5 თვე იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კუჭ-ნაწ­ლა­ვის პერ­ფო­რა­ცი­ის­თვის.

მას გა­უს­კდა მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვი და ორი კვი­რა კო­მა­ში იყო, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, ექი­მებ­მა პე­რის ოჯახს უთხრეს, რომ მას გა­დარ­ჩე­ნის ორი პრო­ცენ­ტი ჰქონ­და, თუმ­ცა მა­შინ მსა­ხი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

ლე­გენ­და­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, "მე­გობ­რე­ბის" მსა­ხი­ო­ბი, მე­თიუ პერი 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
1

მეგობრებში ყოველთვის ცოცხალი იქნება როცა ვუყურებთ.. საუკეთესო პერსონაჟი იყო 

ნენე
1

როგორ მიყვარდა 😢

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეთიუ ცნობილია 1990-იანი წლების ლეგენდარული სატელევიზიო კომედიური სერიალით, "მეგობრები", სადაც ჩენდლერის როლს ასრულებდა.

მედიის ცნობით, მეთიუ საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარი აბაზანაში ნახეს.

მეთიუ 1969 წელს, მასაჩუსეთში დაიბადა, თუმცა შემდეგ, საცხოვრებლად ოჯახი ოტავაში გადავიდა. დაწყებით სკოლაში კანადის ამჟამინელ პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად სწავლობდა.

"მეგობრები", კომედიური სერიალი, რომელშიც მეთიუ პერისთან ერთად მონაწილეობდნენ ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, დევიდ შვიმერი, მეტ ლებლანი და ლიზა კუდროუ, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შოუდ იქცა.

როგორც ცნობილია, მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და სხვადასხვა დროს სარებილიტაციო ცენტრშიც მკურნალობდა. 2018 წელს მსახიობი 5 თვე იყო საავადმყოფოში კუჭ-ნაწლავის პერფორაციისთვის.

მას გაუსკდა მსხვილი ნაწლავი და ორი კვირა კომაში იყო, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ექიმებმა პერის ოჯახს უთხრეს, რომ მას გადარჩენის ორი პროცენტი ჰქონდა, თუმცა მაშინ მსახიობის გადარჩენა მოხერხდა.

ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა