სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა - "წავიდა დიდი ქართველი არტისტი! დიდი ქართველი!"
თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა - "წავიდა დიდი ქართველი არტისტი! დიდი ქართველი!"

91 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი თენ­გიზ არჩვა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პრო­დი­უ­სე­რი, დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"წა­ვი­და დიდი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი! დიდი ქარ­თვე­ლი! ძა­ლი­ან დიდი! ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი!!!" - წერს დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი.

თენ­გიზ არჩვა­ძე 1932 წლის 3 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1955 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.

1954 წლი­დან კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია; 1967-1972 წწ. რუს­თა­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი; მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: "მოკ­ვე­თი­ლი", "დედა", "ღა­ლა­ტი", "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი", "როცა ქა­ლაქს სძი­ნავს" "მე ვხე­დავ მზეს", "დღის წეს­რიგ­შია ერთი სა­კი­თხი", "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", "30 აგ­ვის­ტო", "ჯორ­და­ნო ბრუ­ნო" და სხვ.

მას სულ 46 კი­ნო­რო­ლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: თა­მა­ზი ("კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუ­გუა ("ხე­ვის­ბე­რი გოჩა", 1964), "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და" (1965), არ­სა­კი­ძე ("დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", 1969), მუშ­ნი ზა­რან­დია ("დათა თუ­თაშ­ხია", 1977), და­თი­კო ("მე ვხე­დავ მზეს"), ნა­მო­რა­ძე ("შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან"), ვახ­ტან­გი ("შეხ­ვედ­რა მთა­ში"), ბი­ძი­ნა ("მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა")და სხვ.

თენ­გის არჩვა­ძეს მი­ღე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი ჯილ­დო­ე­ბი და პრე­მი­ე­ბი - თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი, პრე­მია „სა­გუ­რა­მო“, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი.

წა­ი­კი­თხეთ თენ­გიზ არჩვა­ძის ინ­ტერ­ვიუ არ­ქი­ვი­დან:

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მსახიობი იყო, როგორც ფიზიკური მონაცემებით, ასევე ნიჭიერებით და ალბათ ადამიანობითაც, მარადიული ნათელი მის კეთილ სულს 

ნინო
1

ყველაზე ღირსეული ადამიანი, პიროვნება, ნადვილი ქართველი სულით და გულით. არავინ იყი მისი მსგავსი და არც იქნება. ძალიან სამწუხაროა მისი გარდაცვალება, დააკლდა და დააკლდება ყველას. დიდება ბატონ თენგიზს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა - "წავიდა დიდი ქართველი არტისტი! დიდი ქართველი!"

თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა - "წავიდა დიდი ქართველი არტისტი! დიდი ქართველი!"

91 წლის ასაკში ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"წავიდა დიდი ქართველი არტისტი! დიდი ქართველი! ძალიან დიდი! ჩემი უფროსი მეგობარი!!!" - წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1967-1972 წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: "მოკვეთილი", "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო", "ჯორდანო ბრუნო" და სხვ.

მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.

გადაღებულია ფილმებში: თამაზი ("კეთილი ადამიანები", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუგუა ("ხევისბერი გოჩა", 1964), "ხევსურული ბალადა" (1965), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია", 1977), დათიკო ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა")და სხვ.

თენგის არჩვაძეს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და პრემიები - თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

წაიკითხეთ თენგიზ არჩვაძის ინტერვიუ არქივიდან: