ავტორი:

"ბნელი დღე გაეროსა და კაცობრიობისთვის" - ისრაელის მკაცრი პასუხი გაეროს რეზოლუციაზე: რა წერია დოკუმენტში და როგორია მასზე მსოფლიო ქვეყნების პოზიცია?

"ბნელი დღე გაეროსა და კაცობრიობისთვის" - ისრაელის მკაცრი პასუხი გაეროს რეზოლუციაზე: რა წერია დოკუმენტში და როგორია მასზე მსოფლიო ქვეყნების პოზიცია?

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელს ღაზაში "ჰუმანიტარული ზავის“ დამყარებისკენ მოუწოდა.

27 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს” შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა, მოითხოვს "დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს“

დოკუმენტს მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა ქვეყანამ, 45-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.

ისრაელმა რეზოლუცია უარყო და პირობა დადო, რომ თავის დაცვას გააგრძელებს. ისაელელთა აღშფოთებას იწვევს ის, რომ მასში "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად არ არის მოხსენიებული და არ არის ყურადღება გამახვილებული 7 ოქტომბერს მომხდარ ტეორისტულ თავდასხმაზე.

"ბნელი დღე გაეროსა და კაცობრიობისთვის"- ასე დაახასიათა რეზოლუცია გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს "ყველა საშუალებას" "ჰამასთან" საბრძოლველად.

"ეს დღე სამარცხვინოდ ჩაითვლება. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ უნცია ლეგიტიმურობას ან შესაბამისობას”, - თქვა მან.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ "ისრაელმა გაზარდა თავდასხმები ღაზაში. საჰაერო ძალები ფართოდ უტევენ მიწისქვეშა სამიზნეებს და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას.“

საერთაშორისო ლიდერებს შორის, რომლებიც ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიცაა. მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ღაზის მოსახლეობა დაცვისკენ მოუწოდა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ისრაელს თავის დაცვის უფლება ჰქონდა, მაგრამ ”სრული ბლოკადა, განურჩეველი დაბომბვა და კიდევ უფრო დიდი სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივა” მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას....წყარო

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები გააფართოვა და სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო. როგორც ისრაელური წყაროები აცხადებენ, "ცახალი" მოქმედების მეორე ეტაპზე გადავიდა. ღაზას მეორე დღეა არ მიეწოდება ინტერნეტი, შეწყვეტილია მობილური კავშირი.

წაიკითხეთ ასევე: