მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავდა ისრაელის გუშინდელი შეტევა ღაზაზე: რეიდი თუ სახმელეთო ოპერაციის დაწყება - "ეს არის კბილის მოსინჯვის ტაქტიკა, ისრაელი ნელ-ნელა აჩვევს მსოფლიოს, რომ..."
რას ნიშნავდა ისრაელის გუშინდელი შეტევა ღაზაზე: რეიდი თუ სახმელეთო ოპერაციის დაწყება - "ეს არის კბილის მოსინჯვის ტაქტიკა, ისრაელი ნელ-ნელა აჩვევს მსოფლიოს, რომ..."
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

27-28 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო იმა­ზე ბჭობ­და, და­ი­წყო თუ არა ის­რა­ელ­მა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია უშუ­ა­ლოდ ღა­ზის სექ­ტო­რის შიგ­ნით?

სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის შე­საძ­ლო და­წყე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებ­და ის ფაქ­ტო­რე­ბიც, რომ ამ ღა­მეს ის­რა­ელ­მა ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ჰა­ე­რო და­ბომბვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ღა­ზის სექ­ტორ­ში და „ცა­ხა­ლის“ სარ­დლო­ბის მტკი­ცე­ბით, მათ ბუნ­კერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბით თით­ქოს 150-მდე მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბი გა­უ­ნად­გუ­რეს „ჰა­მასს“, რის შემ­დე­გაც ღა­ზის სექ­ტო­რის ჩრდი­ლო­ეთ და ჩრდი­ლო­ეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ას ერ­თე­ულ­ზე მეტი ის­რა­ე­ლის ჯავ­შან­ტექ­ნი­კა შე­ვი­და, ძი­რი­თა­დი საბ­რძო­ლო ტან­კე­ბის „მერ­კა­ვე­ბი­სა“ და მძი­მე ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბის „ნა­მე­რე­ბის“ ჩათ­ვლით...

მეტი რაღა უნდა და­ერ­ქვას სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბას, თუმ­ცა „ცა­ხა­ლის“ მე­თა­უ­რო­ბა დი­ლა­უ­თე­ნია ამ­ტკი­ცებ­და, რომ ეს იყო არა სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბა, არა­მედ მო­რი­გი სახ­მე­ლე­თო რე­ი­დი ღა­ზის სექ­ტო­რის კონ­კრე­ტულ უბ­ნებ­ში „ჰა­მა­სის“, წი­ნას­წარ დაზ­ვე­რი­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რის შემ­დე­გაც ჯავ­შან­ჯგუ­ფე­ბი ისევ უკან გა­მოჰ­ყავთ ღა­ზის სექ­ტო­რი­დან...

ღაზა

"ცა­ხალ­მა“ ბოლო დღე­ებ­ში ორ­ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ასე­თი ჯავ­შან­რე­ი­დე­ბი და ეტყო­ბა, მე­სა­მე­დაც იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა, ოღონდ უფრო ფარ­ტო მას­შტა­ბით.

თუმ­ცა, „ჰა­მა­სი“ აცხა­დებს, რომ „ცა­ხალს“ მარ­თლაც სურ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სახ­მე­ლე­თოო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბა, მაგ­რამ მისი მებ­რძო­ლე­ბის მიერ მო­წყო­ბილ ჩა­საფ­რე­ბებ­ში თით­ქოს მოყ­ვნენ ის­რა­ე­ლის „მერ­კა­ვე­ბი“ და „ცა­ხა­ლი“ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ისევ უკან და­ე­ხია და ჯავ­შან­ტექ­ნი­კა ისევ გა­ეყ­ვა­ნა ღა­ზის სექ­ტო­რის სა­ზღვრის გა­რეთ.

ასეა თუ ისე, ჩანს ის­რა­ე­ლი ერ­თგვარ კბი­ლის მო­სინ­ჯვის ტაქ­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აცხა­დებს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან საბ­რძო­ლო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ზეც და­ი­ტო­ვოს უკან და­სა­ხე­ვი გზა და გა­ნა­ცხა­დოს-„მერ­კა­ვე­ბი“ იმი­ტომ გა­მო­ვაბ­რუ­ნეთ ღა­ზის სექ­ტო­რი­დან, რომ ეს იყო ჯავ­შან­რე­ი­დი კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად და არა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­სა­წყი­სიო...

ამ ეტაპ­ზე ის­რე­ლის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ეს ტაქ­ტი­კა ეტყო­ბა უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ მუს­ლი­მა­ნურ სამ­ყა­როს დრო­ზე ადრე არ აიმ­ხედ­რებს თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბით და მე­ო­რეც - ასე­თი რე­ი­დე­ბით გან­სა­ზღვრავს თუ რამ­დე­ნად არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი „ჰა­მა­სი­სა“ და „ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის“ ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯგუ­ფე­ბი „მერ­კა­ვე­ბის“ მო­სა­გე­რი­ებ­ლად და რა სა­ხის ჩა­საფ­რე­ბებს უმ­ზა­დე­ბენ „ცა­ხალს“ ღა­ზის ქა­ლა­ქე­ბის დან­გრე­ულ ქუ­ჩებ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
2

არა მგონია პატივისცემის დამსახურება ამ გზით შეიძლებოდეს. ანდა მარტო მიწის ფართების გაზრდა სჭირდებოდეს ერს და სახელმწიფოს.

 

 

რეალისტი
10

ამ ომის შემდეგ ბევრი მასალა წავიკითხე ისრაელის და პალესტინის წარსულზე, მაგრამ კონკრეტული პასუხი და სიმართლე ვერ გავიგე, ღაზის სექტორი რას ნიშნავს, ცალკე სახელმწიფოა? ვის ეკუთვნის, რას ვერ იყოფენ, გასაგებია მიწებს, მაგრამ რომელ მიწებს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ნიშნავდა ისრაელის გუშინდელი შეტევა ღაზაზე: რეიდი თუ სახმელეთო ოპერაციის დაწყება - "ეს არის კბილის მოსინჯვის ტაქტიკა, ისრაელი ნელ-ნელა აჩვევს მსოფლიოს, რომ..."

რას ნიშნავდა ისრაელის გუშინდელი შეტევა ღაზაზე: რეიდი თუ სახმელეთო ოპერაციის დაწყება - "ეს არის კბილის მოსინჯვის ტაქტიკა, ისრაელი ნელ-ნელა აჩვევს მსოფლიოს, რომ..."
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

27-28 ოქტომბრის ღამეს ლამის მთელი მსოფლიო იმაზე ბჭობდა, დაიწყო თუ არა ისრაელმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უშუალოდ ღაზის სექტორის შიგნით?

სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყებაზე მეტყველებდა ის ფაქტორებიც, რომ ამ ღამეს ისრაელმა ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური საჰაერო დაბომბვები განახორციელა ღაზის სექტორში და „ცახალის“ სარდლობის მტკიცებით, მათ ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი საავიაციო ბომბებით თითქოს 150-მდე მიწისქვეშა გვირაბი გაუნადგურეს „ჰამასს“, რის შემდეგაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ას ერთეულზე მეტი ისრაელის ჯავშანტექნიკა შევიდა, ძირითადი საბრძოლო ტანკების „მერკავებისა“ და მძიმე ჯავშანტრანსპორტიორების „ნამერების“ ჩათვლით...

მეტი რაღა უნდა დაერქვას სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, თუმცა „ცახალის“ მეთაურობა დილაუთენია ამტკიცებდა, რომ ეს იყო არა სახმელეთო ოპერაციის დაწყება, არამედ მორიგი სახმელეთო რეიდი ღაზის სექტორის კონკრეტულ უბნებში „ჰამასის“, წინასწარ დაზვერილი პოზიციების გასანადგურებლად, რის შემდეგაც ჯავშანჯგუფები ისევ უკან გამოჰყავთ ღაზის სექტორიდან...

ღაზა

"ცახალმა“ ბოლო დღეებში ორჯერ განახორციელა ასეთი ჯავშანრეიდები და ეტყობა, მესამედაც იგივე გაიმეორა, ოღონდ უფრო ფარტო მასშტაბით.

თუმცა, „ჰამასი“ აცხადებს, რომ „ცახალს“ მართლაც სურდა ფართომასშტაბიანი სახმელეთოო ოპერაციის დაწყება, მაგრამ მისი მებრძოლების მიერ მოწყობილ ჩასაფრებებში თითქოს მოყვნენ ისრაელის „მერკავები“ და „ცახალი“ იძულებული გახდა ისევ უკან დაეხია და ჯავშანტექნიკა ისევ გაეყვანა ღაზის სექტორის საზღვრის გარეთ.

ასეა თუ ისე, ჩანს ისრაელი ერთგვარ კბილის მოსინჯვის ტაქტიკას ახორციელებს და ოფიციალურად არ აცხადებს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, რადგან საბრძოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო ველზეც დაიტოვოს უკან დასახევი გზა და განაცხადოს-„მერკავები“ იმიტომ გამოვაბრუნეთ ღაზის სექტორიდან, რომ ეს იყო ჯავშანრეიდი კონკრეტული სამიზნის გასანადგურებლად და არა ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყისიო...

ამ ეტაპზე ისრელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ეს ტაქტიკა ეტყობა უფრო გამართლებულია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მუსლიმანურ სამყაროს დროზე ადრე არ აიმხედრებს თავის წინააღმდეგ მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებით და მეორეც - ასეთი რეიდებით განსაზღვრავს თუ რამდენად არიან მომზადებულნი „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფები „მერკავების“ მოსაგერიებლად და რა სახის ჩასაფრებებს უმზადებენ „ცახალს“ ღაზის ქალაქების დანგრეულ ქუჩებში...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: