ავტორი:

სამიზნე საცხობები: მორიგი მასიური შეტევის შემდეგ ღაზა საკვების კატასტროფული დეფიციტის წინაშეა - "ჩვენი პური თავშესაფარში მყოფთათვის ერთადერთი საკვებია"

სამიზნე საცხობები: მორიგი მასიური შეტევის შემდეგ ღაზა საკვების კატასტროფული დეფიციტის წინაშეა - "ჩვენი პური თავშესაფარში მყოფთათვის ერთადერთი საკვებია"

ისრაელმა ღაზაში საცხობების მეხუთედი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA) ავრცელებს. მათივე განმარტებით, ეს საკვების "კატასტროფულ“ დეფიციტს გამოიწვევს.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) განცხადებით, ღაზის სექტორში მდებარე 50 საცხობიდან მხოლოდ ორს აქვს საკმარისი საწვავი ღუმელების გასააქტიურებლად. გარდა ამისა, WFP დღეში საშუალოდ 200,000 ადამიანს ამარაგებდა პურით, ეს მაჩვენებელი ოთხშაბათს 150,000-მდე დაეცა.

"ასეთ დროს პატარა თონეები ათასობით ადამიანის საკვების წყაროა. ხალხი საათობით დგას რიგში, მაგრამ სახლში ხშირად ხელცარიელი ბრუნდებიან. ღაზაში საშინელი მდგომარეობაა. საკვები და წყალი იწურება, დევნილთა თავშესაფრები მასიურად გადატვირთულია და საწვავის გარეშე ელექტროენერგია არ არის. ჯანდაცვის სერვისები იშლება“, - თქვა WFP-ის სპიკერმა.

WFP-მ ასევე განაცხადა, რომ მაღაზიებში საკვები იწურება, ხოლო ზოგს მხოლოდ ხუთი დღის პროდუქტი დარჩა, რომელთა შენახვა დაზიანებული გზებისა და საწვავის ნაკლებობის გამო ვერ ხერხდება.

The WFP-ის ხელმძღვანელი სინდი მაკკეინი ღაზის სექტორში საწვავის მიწოდებას ითხოვს:

"ჩვენი პური თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი საკვებია. საწვავის გარეშე, ეს მაშველი რგოლი გაწყდება“, - თქვა მაკკეინმა.

პარალელურად ისრაელი ღაზის სექტორზე შეიარაღებულ თავდასხმას აგრძელებს. ცნობისთვის, გუშინ ღამით, ისრაელის სამხედროებმა 150-მდე მიწისქვეშა გვირაბი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად "ჰამასის" რამდენიმე ოფიცერი დაიღუპა.

სამხედროების თქმით, მოკლულ რამდენიმე ოფიცერს შორის იყო "ჰამასის" საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი - აბუ რაქაბა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, აბუ რაქაბა პასუხისმგებელი იყო "ჰამასის "უპილოტო საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. იგი ასევე მონაწილეობდა 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში...წყარო

წაიკითხეთ ასევე: