ავტორი:

ღაზის სექტორის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება, შეწყვეტილია მობილური კავშირიც - ისრაელი აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ღაზის სექტორის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება, შეწყვეტილია მობილური კავშირიც - ისრაელი აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ღაზის სექტორის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება, შეწყვეტილია მობილური კავშირიც. პალესტინური მობილური ოპერატორის მუშაობის შეფერხება დაემთხვა ისრაელის მხრიდან მასშტაბურ დაბომბვებს. ამის შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციებს აფართოებს. მანამდე ცახალმა "ჰამასს" ბრალად დასდო, რომ ღაზაში საავადმყოფოებს იყენებს, როგორც სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სამეთაურო ცენტრებისთვის. "ჰამასმა" ეს ინფორმაცია უარყო.

ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილოეთ ქალაქების მოსახლეობას სამხრეთით გადაადგილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. თუმცა პალესტინელები ამბობენ, რომ სამხრეთი არ არის ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ჩრდილოეთი და პრაქტიკულად, არ არსებობს ადგილი, სადაც მოსახლეობა მშვიდად ყოფნას შეძლებს.

ისრაელის არმიის სპიკერმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ ოპერაციის მიმდინარე ფაზაზე განცხადება გააკეთა.

დანიელ ჰაგარი

"ბოლო საათებში ჩვენ გავაძლიერეთ შეტევები ღაზაში. საჰაერო ძალები უტევს მიწისქვეშა სამიზნეებს და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას... გრძელვადიან შეტევითი მოქმედებებით, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვაწარმოებთ, ჩვენი არმია აფართოებს ოპერაციებს ადგილზე", - განაცხადა ჰაგარიმ.

არაბული წყაროები აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ ღაზაში ისრაელის ტანკები შედიან.

აშკარაა, რომ ისრაელის აქტიურობა ღაზაში იზრდება და ცხადია, ეს მსხვერპლს გამოიწვევს, წერს ბი-ბი-სი. ისრაელი ამბობს, რომ დარტყმისთვის მიზნებს დაზვერვის საფუძველზე ირჩევს.

ახლახან "ჰამასმა" გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეაჩეროს ისრაელმა ღაზის დაბომბვა. "მოვუწოდებთ არაბულ და მუსლიმანურ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას, აიღონ პასუხისმგებლობა და მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა შეაჩერონ ჩვენი ხალხის განადგურების სერია“, - ვკითხულობთ დაჯგუფების განცხადებაში.

לוחמי שייטת 13 ביצעו במהלך הלילה פשיטה ממוקדת מהים בדרום רצועת עזה. במסגרת הפעילות, הכוחות השמידו תשתיות טרור של ארגון הטרור חמאס ופעלו במתחם המשמש את כוחות הקומנדו הימי של הארגון.

בתקיפה לקחו חלק כלי שיט נוספים של זרוע הים וכלי טיס. הכוחות יצאו מהמרחב עם סיום המשימה. pic.twitter.com/3l9Ouqi9nj
— דובר צה״ל דניאל הגרי - Daniel Hagari (@IDFSpokesperson) October 27, 2023

პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის" ინფორმაციით, მათ “სრულიად დაკარგეს კონტაქტი” ღაზას სექტორში შტაბთან. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

“ღრმად შეშფოთებულნი ვართ ჩვენი გუნდების შესაძლებლობაზე, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ‘101’ ნომერზე და აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაჭრილებთან და დაშავებულებთან”, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის თანახმად, ისინი ღელავენ ღაზას სექტორში მომუშავე მათი გუნდების უსაფრთხოებაზე და მსოფლიოს მოუწოდებენ, “მოახდინონ ზეწოლა ისრაელის ხელისუფლებაზე, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების, სამედიცინო დაწესებულებებისა და ჩვენი გუნდების დაცვა”.

იხილეთ ასევე: