საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიაში "ბუნების დაცვის" მიზნით 15 ათასზე მეტ ველური ცხენის განადგურება გადაწყდა
ავსტრალიაში "ბუნების დაცვის" მიზნით 15 ათასზე მეტ ველური ცხენის განადგურება გადაწყდა

ავ­სტა­ლი­ა­ში, ეროვ­ნულ პარკ კოს­ცი­უშ­კო­ში 15 ათას­ზე მეტ ბრამ­ბას (ვე­ლურ ცხენს) მოკ­ლა­ვენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეს ნა­ბი­ჯი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვე­ლუ­რის ბუ­ნე­ბის და­სა­ცა­ვად.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ჯა­რო კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღეს. ცხე­ნებს ჰა­ე­რი­დან ეს­ვრი­ან და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­გან სამი ათას­ზე მეტი არ უნდა დარ­ჩეს - ამ­ჟა­მინ­დე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ბრამ­ბე­ბის რი­ცხვი 18,8 ათა­სამ­დეა.

ვე­ლუ­რი ცხე­ნე­ბის გამ­რავ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შოს ექ­ვსი სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლი­სა და ორი სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რის სრუ­ლად გაქ­რო­ბა­ში, ამ­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მათი აზ­რით, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­უ­კე­თე­სო გზა ცხე­ნე­ბის და­ხოც­ვაა. ად­გი­ლობ­რივ­მა გა­რე­მოს­დაც­ვით­მა ჯგუ­ფებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მას "ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­სა და მთის წყა­რო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა" უწო­დეს.

ამას­თა­ნა­ვე, ბრამ­ბე­ბის დაც­ვის მოძ­რა­ო­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს ცხე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კონ­ტრო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, მხარს უჭერს მათ გა­და­ად­გი­ლე­ბას და არა გა­ნად­გუ­რე­ბას.

ალი­ან­სის თქმით, ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც იცავს გა­რე­ულ ცხე­ნებს, შე­ას­წავ­ლის მათ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ზრუ­ნავს მათ და­ბი­ნა­ვე­ბა­ზე, ვერ იღებს სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას.

ავ­სტრა­ლი­ის უდი­დე­სი პარ­კი სამ­ხრეთ უელსში მდე­ბა­რე­ობს. მისი ფარ­თო­ბი 6900 კვად­რა­ტულ კმ-ს შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
oto
2

სად არიან მერე ცხოველთა უფლებადამცველები ნორკისშუბიან ხალხს რო დასდევენ ქუჩებში

 

 

გია
0

რა ველურ ბუნებას ანადგურებენ ? ბიჯო თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში როროგ სუყველაფერი ანადგურებს ბუნებას , ადამიანის გარდა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ავსტრალიაში "ბუნების დაცვის" მიზნით 15 ათასზე მეტ ველური ცხენის განადგურება გადაწყდა

ავსტრალიაში "ბუნების დაცვის" მიზნით 15 ათასზე მეტ ველური ცხენის განადგურება გადაწყდა

ავსტალიაში, ეროვნულ პარკ კოსციუშკოში 15 ათასზე მეტ ბრამბას (ველურ ცხენს) მოკლავენ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია ველურის ბუნების დასაცავად.

ოფიციალური პირების თქმით, გადაწყვეტილება საჯარო კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. ცხენებს ჰაერიდან ესვრიან და სამი წლის განმავლობაში მათგან სამი ათასზე მეტი არ უნდა დარჩეს - ამჟამინდელი რაოდენობით ბრამბების რიცხვი 18,8 ათასამდეა.

ველური ცხენების გამრავლებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ექვსი სახეობის ცხოველისა და ორი სახეობის მცენარის სრულად გაქრობაში, ამბობს ხელისუფლება. მათი აზრით, გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა ცხენების დახოცვაა. ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ჯგუფებმაც მხარი დაუჭირეს მთავრობის გადაწყვეტილებას და მას "ველური ბუნებისა და მთის წყაროების გამარჯვება" უწოდეს.

ამასთანავე, ბრამბების დაცვის მოძრაობა ავსტრალიაში, რომელიც აღიარებს ცხენების რაოდენობის კონტროლის აუცილებლობას, მხარს უჭერს მათ გადაადგილებას და არა განადგურებას.

ალიანსის თქმით, ყველა პროექტი, რომელიც იცავს გარეულ ცხენებს, შეასწავლის მათ ადამიანებთან ურთიერთობა და ზრუნავს მათ დაბინავებაზე, ვერ იღებს სახელმწიფო დაფინანსებას.

ავსტრალიის უდიდესი პარკი სამხრეთ უელსში მდებარეობს. მისი ფართობი 6900 კვადრატულ კმ-ს შეადგენს.