საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვიღაც ნიტას ცხოვრებაში დაუკითხავად, მისი ნებართვის გარეშე ჩაერევა - აი, მაშინ... მტრისას!.." - რას ჰყვება ნიკა ლომიძე ქალიშვილზე, რომელიც წლებია უკვე უცხოეთში სწავლობს?
"თუ ვიღაც ნიტას ცხოვრებაში დაუკითხავად, მისი ნებართვის გარეშე ჩაერევა - აი, მაშინ... მტრისას!.." - რას ჰყვება ნიკა ლომიძე ქალიშვილზე, რომელიც წლებია უკვე უცხოეთში სწავლობს?

ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნიკა ლო­მი­ძე ჟურ­ნალ "გზის" მკი­თხველს თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ასევ ჰყვე­ბა ქა­ლიშ­ვილ­ზე - ნი­ტა­ზე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი ცეკ­ვით მო­ხიბ­ლა. რო­გორ ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა უკვე მე-6 წე­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ნი­ტამ სკო­ლა ცეკ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ამ­თავ­რა და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აირ­ჩია: ის ახლა ჯოფ­რის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. იქ ცეკ­ვის ყვე­ლა ჟანრს და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას ას­წავ­ლი­ან. ნი­ტას თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს და ცდი­ლობს, სრულ­ყო­ფი­ლად აით­ვი­სოს. ცეკ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­და­წყვი­ტა ფსი­ქო­ლო­გია შე­ის­წავ­ლოს - რო­დე­საც ცეკ­ვის ასა­კი აღარ ექ­ნე­ბა, უნდა, რომ სხვა პრო­ფე­სი­აც ჰქონ­დეს.

- ალ­ბათ რთუ­ლია, როცა შვი­ლი ასე შორს იმ­ყო­ფე­ბა. ხომ არ ეუბ­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს?

- ამას არ ვე­უბ­ნე­ბი, რად­გან ნიტა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბაა და თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს, ცხოვ­რე­ბა­ში რა გზას აირ­ჩევს. მე მგო­ნი, რაც უფრო ნაკ­ლე­ბად ჩა­ე­რე­ვა მშო­ბე­ლი შვი­ლის საქ­მე­ში, უფრო კარ­გია. შე­იძ­ლე­ბა შენი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რო და რა­ღაც რჩე­ვა მის­ცე, მაგ­რამ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში ზედ­მე­ტად არ უნდა ჩა­ე­რიო - ჩვენ ნიტა ასე გავ­ზარ­დეთ. პირ­ველ ხა­ნებ­ში მარ­თლა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და იმ აზ­რთან შე­გუ­ე­ბა, რომ ჩვენ­გან შორს უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მე და თეა მის სი­შო­რეს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დით, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი ეგო­იზ­მი უკა­ნა პლან­ზე გა­დავ­წი­ეთ და თან­და­თან ყვე­ლა­ფერს შე­ვე­გუ­ეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად, მა­საც გა­უ­ჭირ­და - ნოს­ტალ­გია და მო­ნატ­რე­ბა ერ­თად მო­ე­რია, თა­ნაც, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში იყო, მაგ­რამ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი რო­გორ­ღაც გა­დავ­ლა­ხეთ. ჩვენც თავს ძალა და­ვა­ტა­ნეთ, რომ ბავ­შვს კარ­გი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეს და ცხოვ­რე­ბა ისე აი­წყოს, რო­გორც თა­ვად სურს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კის წყა­ლო­ბით, ახ­ლო­ბელ­თან გან­შო­რე­ბა ისე რთუ­ლი აღარ არის - კი­დევ კარ­გი, რომ ვი­დე­ოთ­ვა­ლი არ­სე­ბობს. მას ყო­ველ­დღე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ყო­ველ­დღე ვხე­დავ. ხში­რად უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დეც "ერ­თად მივ­დი­ვართ", მერე იქი­და­ნაც "ვა­ცი­ლებ" ხოლ­მე. ასეთ დროს გგო­ნია, რომ ის შენ­თა­ნაა და არ­სად წა­სუ­ლა.

- შვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და მის არ­ჩე­ვან­ში თუ ჩა­ე­რე­ვით?

- მე ვინ მე­კი­თხე­ბა, მას ვინ მო­ე­წო­ნე­ბა და ვინ - არა? თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ მის რჩე­ულ­ში რა­ღაც არ მომ­წონს, უბ­რა­ლოდ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ყვე­ლა­ფერს ავუხ­სნი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თვი­თონ უნდა მი­ი­ღოს. რა­დი­კა­ლუ­რი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ღაც მის ცხოვ­რე­ბა­ში და­უ­კი­თხა­ვად, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ჩა­ე­რე­ვა - აი, მა­შინ... მტრი­სას!.. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

სულ მაინტერესებდა ამ გოგოს შემდგომი ცხოვრება,რაც ცეკვა ვნახე მისი.წარმატებები ნიტას.

@
5

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"თუ ვიღაც ნიტას ცხოვრებაში დაუკითხავად, მისი ნებართვის გარეშე ჩაერევა - აი, მაშინ... მტრისას!.." - რას ჰყვება ნიკა ლომიძე ქალიშვილზე, რომელიც წლებია უკვე უცხოეთში სწავლობს?

"თუ ვიღაც ნიტას ცხოვრებაში დაუკითხავად, მისი ნებართვის გარეშე ჩაერევა - აი, მაშინ... მტრისას!.." - რას ჰყვება ნიკა ლომიძე ქალიშვილზე, რომელიც წლებია უკვე უცხოეთში სწავლობს?

ცნობილი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე ჟურნალ "გზის" მკითხველს თავის ცხოვრებაზე ესაუბრება. ინტერვიუში ასევ ჰყვება ქალიშვილზე - ნიტაზე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, საქართველოს თავისი ცეკვით მოხიბლა. როგორ ირკვევა, გოგონა უკვე მე-6 წელია საზღვარგარეთ სწავლობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ნიტამ სკოლა ცეკვის მიმართულებით დაამთავრა და უნივერსიტეტიც ამ მიმართულებით აირჩია: ის ახლა ჯოფრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობს, რომელიც ძალიან პოპულარულია. იქ ცეკვის ყველა ჟანრს და ყველა მიმართულებას ასწავლიან. ნიტას თავისი საქმე ძალიან აინტერესებს და ცდილობს, სრულყოფილად აითვისოს. ცეკვის პარალელურად, გადაწყვიტა ფსიქოლოგია შეისწავლოს - როდესაც ცეკვის ასაკი აღარ ექნება, უნდა, რომ სხვა პროფესიაც ჰქონდეს.

- ალბათ რთულია, როცა შვილი ასე შორს იმყოფება. ხომ არ ეუბნებით, რომ საქართველოში ჩამოვიდეს?

- ამას არ ვეუბნები, რადგან ნიტა დამოუკიდებელი პიროვნებაა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ცხოვრებაში რა გზას აირჩევს. მე მგონი, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა მშობელი შვილის საქმეში, უფრო კარგია. შეიძლება შენი გამოცდილება გაუზიარო და რაღაც რჩევა მისცე, მაგრამ მის გადაწყვეტილებებში ზედმეტად არ უნდა ჩაერიო - ჩვენ ნიტა ასე გავზარდეთ. პირველ ხანებში მართლა ძალიან გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენგან შორს უნდა ყოფილიყო. მე და თეა მის სიშორეს ძალიან განვიცდიდით, მაგრამ ყოველგვარი ეგოიზმი უკანა პლანზე გადავწიეთ და თანდათან ყველაფერს შევეგუეთ. თავდაპირველად, მასაც გაუჭირდა - ნოსტალგია და მონატრება ერთად მოერია, თანაც, გარდატეხის ასაკში იყო, მაგრამ ეს სირთულეები როგორღაც გადავლახეთ. ჩვენც თავს ძალა დავატანეთ, რომ ბავშვს კარგი მომავალი ჰქონდეს და ცხოვრება ისე აიწყოს, როგორც თავად სურს. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნიკის წყალობით, ახლობელთან განშორება ისე რთული აღარ არის - კიდევ კარგი, რომ ვიდეოთვალი არსებობს. მას ყოველდღე ველაპარაკები და ყოველდღე ვხედავ. ხშირად უნივერსიტეტამდეც "ერთად მივდივართ", მერე იქიდანაც "ვაცილებ" ხოლმე. ასეთ დროს გგონია, რომ ის შენთანაა და არსად წასულა.

- შვილის პირად ცხოვრებასა და მის არჩევანში თუ ჩაერევით?

- მე ვინ მეკითხება, მას ვინ მოეწონება და ვინ - არა? თუ დავინახავ, რომ მის რჩეულში რაღაც არ მომწონს, უბრალოდ დაველაპარაკები და ყველაფერს ავუხსნი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. რადიკალური მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ ვიღაც მის ცხოვრებაში დაუკითხავად, მისი ნებართვის გარეშე ჩაერევა - აი, მაშინ... მტრისას!.. წაიკითხეთ სრულად