ავტორი:

ბრედ პიტი ანჯელინას რუს ოლიგარქთან, "არყის ბარონთან" შეთქმულებაში ადანაშაულებს - რა მისწერა მილიარდერმა ჯოლის?

ბრედ პიტი ანჯელინას რუს ოლიგარქთან, "არყის ბარონთან" შეთქმულებაში ადანაშაულებს - რა მისწერა მილიარდერმა ჯოლის?

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის არსებული უთანხმოება ახალ ფაზაში გადავიდა. ბრედ პიტი ყოფილ ცოლს რუს ოლიგარქთან, იური შეფლერთან შეთქმულებაში სდებს ბრალს. ცნობისთვის, შეფლერი არყის ბიზნესით დაკავებული ბიზნესმენია, მას მედია "არყის ბარონად" მოიხსენიებს, რომელსაც ანჯელინამ საფრანგეთში, შატო მირავალის თავისი წილი მიჰყიდა. ბრედ პიტის თქმით, ეს საქმე ჯოლიმ მის დაუკითხავად გააკეთა, რითაც ყოფილ ქმართან დადებული კონტრაქტი დაარღვია. პიტმა ანჯელინას უჩივლა, შეფლერის კომპანია კი "ვენახების თაღლითურად ხელში ჩაგდების მცდელობაში" დაადანაშაულა.

  • პიტის ადვოკატებმა ამჯერად სასამართლოში შეფლერის მიერ ჯოლისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები წარადგინეს. როგორც შეტყობინებებიდან ირკვევა, მან ანჯელინა თავის შოტლანდიურ ციხესიმაგრეში ღამის გასათევად დაპატიჟა

შეფლერი ჯოლის სწერს, რომ მსახიობს, ასევე მის შვილებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მდიდრულ სასახლეს ეწვიონ. ეს წერილი ანჯელინას მირავალის ვენახების შეფლერისთვის გადაფორმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აქვს მიღებული.

შეფლერის და ჯოლის მიმოწერა პიტის ადვოკატებმა სასამართლო დოკუმენტების სერიას დაურთეს, რათა უჩვენონ, რამდენად ძლიერია ამ ორი ადამიანის კავშირი და როგორ ადანაშაულებს ბიზნესმენი პიტს მისი კომპანიისთვის საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში.

2022 წლის 25 მაისით დათარიღებულ შეტყობინებაში ბიზნესმენი ჯოლის მიმართავს:

"ამ წერილით მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გარიგებისთვის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. კმაყოფილი ვარ იმის მიუხედავად, რომ ბატონი პიტი აქციონერთა ხელშეკრულების ხელმოწერის თავიდან აცილებას ცდილობს და ამიტომ, მასთან ვერ მოვრიგდით. თუმცა იმედი მაქვს, რომ მე და ის ერთმანეთის სანდო პარტნიორები გავხდებით და საერთო ბიზნესის წყალობით ორივე ვისარგებლებთ. თუ ოდესმე ჩემი დახმარება დაგჭირდათ, გთხოვთ, დამიკავშირდით. შოტლანდიაში, ჩემს მამულში თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის კარი მუდამ ღიაა. გითვლით გულთბილ მოკითხვას."

იური შეფლერი

ჯოლიმ "მირავალის" წილი, Stoli-ს ღვინის განყოფილების მეპატრონეს, რუს ბიზნესმენ იური შეფლერს 67-მილიონ დოლარად მიჰყიდა. პიტი ყოფილ ცოლს ბრალს სდებს, რომ მან ეს გარიგება მისგან ფარულად დადო.

თუმცა Vanity Fair-მა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ჯოლის მიერ ყოფილი ქმრისთვის 2021 წლის 21 იანვარს არის გაგზავნილი და რომლითაც ატყობინებს, რომ ვენახიდან თავისი წილის გაყიდვა სურს. ჯოლი წერს, რომ მას არ სურს ისეთ ბიზნესში ჰქონდეს წილი, რომელიც ალკოჰოლზეა ორიენტირებული, რადგან მათი ოჯახის დანგრევაში სწორედ ალკოჰოლმა ითამაშა წამყვანი როლი.

გამოცემა იტყობინებოდა, რომ პიტი ჯოლისგან მისი წილის ყიდვას გეგმავდა, მაგრამ ეს გარიგებაც ვერ შედგა. წყვილის შეთანხმებას ხელი იმან შეუშალა, რომ ანჯელინამ უარი თქვა ინფორმაციის გაუვრცელებლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე, რომლის მიხედვითაც, მას პიტთან თვითმფრინავში კამათის შესახებ საჯაროდ ლაპარაკი ეკრძალებოდა.

თვითმფრინავის ინციდენტი 2016 წელს მოხდა. სასამართლოში ჯოლის მიერ მოგვიანებით შეტანილი სარჩელის თანახმად, ჩხუბის დროს "ბრედ პიტმა ერთ-ერთ ბავშვს კისერში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა, ხოლო მეორეს სახეში გაარტყა, ჯოლის თავში მოჰკიდა ხელები და შეანჯღრია. ზოგიერთი ბავშვი ევედრებოდა მამას, გაჩერებულიყო, ყველა შეშინებული იყო, პატარები კი ტიროდნენ".

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა