პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება
საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება

სა­ქარ­თვე­ლოს იუ­ნი­ორ­თა ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ზამ­თრის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც 2025 წელს ბა­კუ­რი­ან­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სამ­თო-მო­თხი­ლა­მუ­რე­თა ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი ავ­სტრი­ის საწ­ვრთნე­ლი შეკ­რე­ბი­დან ცო­ტახ­ნის წინ დაბ­რუნ­დნენ. ანას­ტა­სია მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ლე­ბა­ნი­ძე, ირაკ­ლი ხერ­გი­ა­ნი, გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე და იასე ოცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვეზ­დე­ნი ჰინ­ტერ­ტუქ­სის ცნო­ბილ მყინ­ვარ­ზე ვარ­ჯი­შობ­დნენ. მათ მომ­ზა­დე­ბას ალექს ბე­ნი­ა­ი­ძე, სოსო ჯა­ფა­რი­ძე და ნინი ნი­ნუა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.

ალექს ბე­ნი­ა­ი­ძე: „სა­ქარ­თვე­ლოს იუ­ნი­ორ­თა ნაკ­რე­ბი სა­გან­გე­ბოდ შე­იქ­მნა 2025 წლის ევ­რო­პის ზამ­თრის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის. გუნ­დი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ემ­ზა­დე­ბა და მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის კა­ლენ­დრით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა შე­ჯიბრში. სპორ­ტსმე­ნე­ბი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ქუ­ლებს, 15-16 წწ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში - გი­გან­ტურ სლა­ლომ­სა და სლა­ლომ­ში და­აგ­რო­ვე­ბენ.“

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის - ფრის­ტა­ი­ლის, სნო­უ­ბორ­დი­სა და ფრის­კის სა­ხე­ო­ბებ­ში - წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ FIS-ის კა­ლენ­დარ­ში შვე­ი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ნორ­ვე­გი­ის, აშშ-ის, კა­ნა­დის გვერ­დით და­ი­კა­ვა ად­გი­ლი. 2023-2024 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზონ­ზე მსოფ­ლიო თა­სის ეტა­პე­ბი ბა­კუ­რი­ან­ში – მო­გუ­ლი­სა და სქი კრო­სის, ხოლო გუ­და­ურ­ში - სნო­უ­ბორდ ქრო­სის დის­ციპ­ლი­ნებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის და ცალ­კე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნის სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბას სილ­ქნე­ტი ათე­ულ წელ­ზე მე­ტია უწყობს ხელს. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია და სწო­რედ სილ­ქნე­ტი იყო 2023 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წარმდგე­ნი, სა­დაც 40-ზე მეტი ქვეყ­ნის 700 მდე სპორ­ტსმენ­მა იას­პა­რე­ზა და პირ­და­პირ ეთერ­ში 175 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ხებ­ზე.

R

ზვიადი
1

წარმატებები ყველას,იასე ვეზდენი საოცრება.გფარავდეთ უფალი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება

საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება

საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში ჩატარდება. სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავსტრიის საწვრთნელი შეკრებიდან ცოტახნის წინ დაბრუნდნენ. ანასტასია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ლებანიძე, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე და იასე ოცი დღის განმავლობაში ვეზდენი ჰინტერტუქსის ცნობილ მყინვარზე ვარჯიშობდნენ. მათ მომზადებას ალექს ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და ნინი ნინუა ხელმძღვანელობენ.

ალექს ბენიაიძე: „საქართველოს იუნიორთა ნაკრები საგანგებოდ შეიქმნა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. გუნდი საფუძვლიანად ემზადება და მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ ყველა შეჯიბრში. სპორტსმენები საკვალიფიკაციო ქულებს, 15-16 წწ ასაკობრივ კატეგორიაში - გიგანტურ სლალომსა და სლალომში დააგროვებენ.“

საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის - ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში - წარმატებით ჩატარების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის გვერდით დაიკავა ადგილი. 2023-2024 წლების ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში - სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენის სათანადო მომზადებას სილქნეტი ათეულ წელზე მეტია უწყობს ხელს. კომპანია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და სწორედ სილქნეტი იყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი, სადაც 40-ზე მეტი ქვეყნის 700 მდე სპორტსმენმა იასპარეზა და პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა საერთაშორისო არხებზე.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"