კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ" - "დევნილი ბელადის"  სიურპრიზი მარნეულელ მოსწავლეებს: ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის სახალისო მეთოდმა ინტერნეტი მოიცვა
"გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ" - "დევნილი ბელადის"  სიურპრიზი მარნეულელ მოსწავლეებს: ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის სახალისო მეთოდმა ინტერნეტი მოიცვა

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ჩა­გა­ნის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ხუ­თე კლა­სე­ლებს, გუ­შინ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო და ინ­დი­ელ­თა ბე­ლა­დის ქუ­დით გა­მო­ე­ცხა­და. ბა­ტო­ნი ზვი­ად ფი­ფია წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან გახ­ლავთ და 17 წე­ლია, რაც პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა...

სა­ხა­ლი­სო ქუ­დით გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. Ambebi.Ge-სთან კი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­იხ­სე­ნა მის­თვი­საც და­უ­ვი­წყა­რი დღე პე­და­გო­გი­ურ კა­რი­ე­რა­ში.

ინ­ტერ­ვი­უს დროს გვი­თხრა, რომ არ ეგო­ნა, მის სუ­რათს ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თუ მოჰ­ყვე­ბო­და. უფრო მე­ტიც, თა­ვი­დან ფოტო მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის­თვის გა­ა­ზი­ა­რა, შემ­დეგ კი კო­ლე­გე­ბის თხოვ­ნით სა­ჯა­რო გა­ხა­და...

"თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სად (რო­მელ ოთახ­ში) დგას ჩემი სა­მუ­შაო მა­გი­და, ამ ფო­ტოს "დევ­ნი­ლი ბე­ლა­დის " სა­ხე­ლი უფრო მო­უხ­დე­ბა.

მე­ხუ­თე კლას­ში გავ­დი­ვართ "ბუ­ლერ­ბი­ელ ბავ­შვებს". ფო­ტო­ე­ბი და ფილ­მი შე­ვარ­ჩიე. დი­ლით მივ­დი­ვარ სკო­ლის ეზო­ში და ვხე­დავ ყველ­გან ბუმ­ბუ­ლი ყრია. უცებ გა­მახ­სენ­და, გაკ­ვე­თილ­ზე სი­ტყვა "ინ­დი­ე­ლო­ბა­ნა" უნდა ავ­ხსნა. მოვ­ბრუნ­დი და ბუმ­ბუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა და­ვი­წყე. კი გა­უკ­ვირ­დათ, ეს კაცი რას აკე­თებს, რა ჯან­და­ბად უნ­დაო.

"ინ­დი­ე­ლო­ბა­ნას" ხსე­ნე­ბა­ზე სა­ხელ­და­ხე­ლოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქუდი ამო­ვი­ღე ჩან­თი­დან. მოს­წავ­ლე­ე­ბის რე­აქ­ცი­ა­ზე არა­ფერს დავ­წერ. ორ­შა­ბათს ტექსტს ვინც ყვე­ლა­ზე კარ­გად წა­ი­კი­თხავს, ტო­მის ბე­ლა­დი გახ­დე­ბა.

პ.ს. ჩემ­მა მოს­წავ­ლემ სახ­ლში რომ მი­ვალ, ინ­და­უ­რებს უნდა და­ვა­ცა­ლო ბუმ­ბუ­ლიო და სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ­შა­ბათს მშობ­ლე­ბი მო­მად­გე­ბი­ან“ - ვკი­თხუ­ლობთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

ზვი­ად ფი­ფია:

- დი­ლას სკო­ლა­ში რომ მივ­დი­ო­დი, და­ვი­ნა­ხე ეზო­ში ყველ­გან ბუმ­ბუ­ლი ეყა­რა. უცებ გა­მახ­სენ­და, რომ იმ დღეს ინ­დი­ე­ლო­ბა­ნა უნდა ამეხ­სნა და აკ­რე­ფა და­ვი­წყე. ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, რად უნდა ამ კაცს ბუმ­ბუ­ლიო, იმე­დია არ იფიქ­რეს, ბა­ლი­შის გა­სა­კე­თებ­ლად მინ­დო­და.

მარ­თლაც სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­ვამ­ზა­დე ქუდი და გაკ­ვე­თილ­ზე ახ­სნა რომ და­ვი­წყე, ინ­დი­ე­ლო­ბამ­დე მი­ვე­დი, ბავ­შვებს ვკი­თხე, იცოდ­ნენ თუ არა ამ თა­მა­შის შე­სა­ხებ და ჩემი სა­ხელ­და­ხე­ლოდ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქუდი ამო­ვი­ღე.

რამ­დე­ნი­მე წუ­თით ჩა­ი­შა­ლა გაკ­ვე­თი­ლი, ყვე­ლა ჩემს ქუდს უყუ­რებ­და და მისი მორ­გე­ბა უნ­დო­დათ. ყვე­ლა ბავ­შვმა და­ი­ხუ­რა და სუ­რა­თე­ბი გა­და­ვუ­ღე. ვუ­თხა­რი, ვინც ტექსტს კარ­გად წა­ი­კი­თხავ­და, შემ­დეგ გაკ­ვე­თილ­ზე ის გახ­დე­ბო­და ტო­მის ბე­ლა­დი.

შეს­ვე­ნე­ბა­ზე ამ ქუ­დით მე­ო­რე სარ­თუ­ლი გა­მო­ვი­ა­რე, სა­დაც და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ და უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით მი­ყუ­რებ­დნენ. ზე­ი­მი იყო ბავ­შვე­ბის­თვის.

- აფხა­ზე­თი­დან ხართ?

- დიახ, გა­ლი­დან ვარ, ჩემი მშობ­ლე­ბი ახ­ლაც იქ ცხოვ­რო­ბენ. მეც ჩავ­დი­ვარ ხოლ­მე არ­და­დე­გებ­ზე, მარ­ტო არი­ან და ჩემი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ექი­მო­ბაც მაქვს შე­თავ­სე­ბუ­ლი...

- რო­გო­რია ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა, ხში­რად გვეს­მის ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ. რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს? ასე­ვე ენის ბა­რი­ერ­ზეც გკი­თხავთ...

- ენის კუ­თხით სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლია. ბავ­შვე­ბი დაგ­ვყავს ექ­სკურ­სი­ებ­ზე, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რაც მათ ინ­ტეგ­რა­ცი­ას უწყობს ხელს. რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, მე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია ძი­რი­თა­დად ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მეს­მის ხოლ­მე, ამ დროს ჩემი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა გვერ­დზე გა­მი­წე­ვია და ამ თე­მა­ზე გვი­სა­უბ­რია. ჩემს სო­ფელ­ში გაზ­რდი­ლია გო­გო­ნე­ბის წილი, რო­მე­ლიც სკო­ლის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­დი­ან სას­წავ­ლებ­ლად. თუმ­ცა ყვე­ლა ხომ ვერ ჩა­ა­ბა­რებს, ამ კუ­თხით ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია იყოს. მე­გობ­რებს ხში­რად უკი­თხავთ, რო­გორ შე­დი­ხარ პირ­ველ კლას­ში, რო­დე­საც ბავ­შვებ­მა ენა სა­ერ­თოდ არ იცი­ა­ნო. ამ დროს ეს უფრო სა­ხა­ლი­სოა, მე­სა­მე გაკ­ვე­თილ­ზე ეს ბავ­შვე­ბი უკვე მი­ღი­მი­ან და მე­თა­მა­შე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერტერანი
0

ბავშვებთან ძალიან მაგარი მოდგომაა-ყოჩაღ

მარინა
0

ყოჩაღ ზვიადი,წარმატებები....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ" - "დევნილი ბელადის"  სიურპრიზი მარნეულელ მოსწავლეებს: ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის სახალისო მეთოდმა ინტერნეტი მოიცვა

"გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ" - "დევნილი ბელადის"  სიურპრიზი მარნეულელ მოსწავლეებს: ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის სახალისო მეთოდმა ინტერნეტი მოიცვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებს, გუშინ ქართულის მასწავლებელმა სიურპრიზი მოუწყო და ინდიელთა ბელადის ქუდით გამოეცხადა. ბატონი ზვიად ფიფია წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავთ და 17 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა...

სახალისო ქუდით გადაღებული ფოტო და სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. Ambebi.Ge-სთან კი სიამოვნებით გაიხსენა მისთვისაც დაუვიწყარი დღე პედაგოგიურ კარიერაში.

ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ არ ეგონა, მის სურათს ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. უფრო მეტიც, თავიდან ფოტო მხოლოდ მეგობრებისთვის გააზიარა, შემდეგ კი კოლეგების თხოვნით საჯარო გახადა...

"თუ გავითვალისწინებთ, სად (რომელ ოთახში) დგას ჩემი სამუშაო მაგიდა, ამ ფოტოს "დევნილი ბელადის " სახელი უფრო მოუხდება.

მეხუთე კლასში გავდივართ "ბულერბიელ ბავშვებს". ფოტოები და ფილმი შევარჩიე. დილით მივდივარ სკოლის ეზოში და ვხედავ ყველგან ბუმბული ყრია. უცებ გამახსენდა, გაკვეთილზე სიტყვა "ინდიელობანა" უნდა ავხსნა. მოვბრუნდი და ბუმბულის შეგროვება დავიწყე. კი გაუკვირდათ, ეს კაცი რას აკეთებს, რა ჯანდაბად უნდაო.

"ინდიელობანას" ხსენებაზე სახელდახელოდ მომზადებული ქუდი ამოვიღე ჩანთიდან. მოსწავლეების რეაქციაზე არაფერს დავწერ. ორშაბათს ტექსტს ვინც ყველაზე კარგად წაიკითხავს, ტომის ბელადი გახდება.

პ.ს. ჩემმა მოსწავლემ სახლში რომ მივალ, ინდაურებს უნდა დავაცალო ბუმბულიო და სავარაუდოდ, ორშაბათს მშობლები მომადგებიან“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ზვიად ფიფია:

- დილას სკოლაში რომ მივდიოდი, დავინახე ეზოში ყველგან ბუმბული ეყარა. უცებ გამახსენდა, რომ იმ დღეს ინდიელობანა უნდა ამეხსნა და აკრეფა დავიწყე. ყველა გაოცებული მიყურებდა, რად უნდა ამ კაცს ბუმბულიო, იმედია არ იფიქრეს, ბალიშის გასაკეთებლად მინდოდა.

მართლაც სახელდახელოდ მოვამზადე ქუდი და გაკვეთილზე ახსნა რომ დავიწყე, ინდიელობამდე მივედი, ბავშვებს ვკითხე, იცოდნენ თუ არა ამ თამაშის შესახებ და ჩემი სახელდახელოდ დამზადებული ქუდი ამოვიღე.

რამდენიმე წუთით ჩაიშალა გაკვეთილი, ყველა ჩემს ქუდს უყურებდა და მისი მორგება უნდოდათ. ყველა ბავშვმა დაიხურა და სურათები გადავუღე. ვუთხარი, ვინც ტექსტს კარგად წაიკითხავდა, შემდეგ გაკვეთილზე ის გახდებოდა ტომის ბელადი.

შესვენებაზე ამ ქუდით მეორე სართული გამოვიარე, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ და უნდა გენახათ, როგორი გაოცებული სახეებით მიყურებდნენ. ზეიმი იყო ბავშვებისთვის.

- აფხაზეთიდან ხართ?

- დიახ, გალიდან ვარ, ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. მეც ჩავდივარ ხოლმე არდადეგებზე, მარტო არიან და ჩემი დახმარება სჭირდებათ. ექიმობაც მაქვს შეთავსებული...

- როგორია ეთნიკურად აზერბაიჯანულ სკოლაში მუშაობა, ხშირად გვესმის ნაადრევი ქორწინებების შესახებ. რა სირთულეები ახლავს? ასევე ენის ბარიერზეც გკითხავთ...

- ენის კუთხით სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ბავშვები დაგვყავს ექსკურსიებზე, ჩართულები არიან აქტივობებში, რაც მათ ინტეგრაციას უწყობს ხელს. რაც შეეხება პრობლემებს, მე არანაირი პრობლემა არ მქონია. ნაადრევ ქორწინებებზე ინფორმაცია ძირითადად ტელევიზიიდან მესმის ხოლმე, ამ დროს ჩემი გაკვეთილის გეგმა გვერდზე გამიწევია და ამ თემაზე გვისაუბრია. ჩემს სოფელში გაზრდილია გოგონების წილი, რომელიც სკოლის შემდეგ უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად. თუმცა ყველა ხომ ვერ ჩააბარებს, ამ კუთხით ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაზე მეტი ინფორმაცია იყოს. მეგობრებს ხშირად უკითხავთ, როგორ შედიხარ პირველ კლასში, როდესაც ბავშვებმა ენა საერთოდ არ იციანო. ამ დროს ეს უფრო სახალისოა, მესამე გაკვეთილზე ეს ბავშვები უკვე მიღიმიან და მეთამაშებიან.