მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

21

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტომობილი გავყიდე და იმ თანხით გავაკეთე ყველაფერი... ოჯახს ეგონა, პატარა ქოხზე ვმუშაობდი და..." - ვინ არის რაჭველი ახალგაზრდა, რომელმაც შაორზე "სიყვარულის სახლი" ააშენა
"ავტომობილი გავყიდე და იმ თანხით გავაკეთე ყველაფერი... ოჯახს ეგონა, პატარა ქოხზე ვმუშაობდი და..." - ვინ არის რაჭველი ახალგაზრდა, რომელმაც შაორზე "სიყვარულის სახლი" ააშენა

"გვექ­ნე­ბა მა­რა­ნი, თონე, მა­რან­ში და­ი­წუ­რე­ბა ხვან­ჭკა­რა, გა­კეთ­დე­ბა რა­ჭუ­ლი ლორი, ტყე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი პან­ტის არა­ყიც გვექ­ნე­ბა... ამ ყვე­ლა­ფერს უკვე გა­ზა­ფხუ­ლი­დან ვა­პი­რებ" - გვე­უბ­ნე­ბა ავ­თან­დილ კო­ბა­ხი­ძე, კაცი, რო­მელ­მაც შა­ორ­ზე, სამ წე­ლი­წად­ში, წი­ნაპ­რე­ბის მა­მულ­ში, სრუ­ლი­ად მარ­ტომ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სახ­ლი აა­შე­ნა.

ოდა იმით არის კი­დევ გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ იქ 5.013 გუ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და "სიყ­ვა­რუ­ლის სახ­ლი" ჰქვია... ავ­თან­დი­ლი კვი­რის ძი­რი­თად დღე­ებს თბი­ლის­ში ატა­რებს, რად­გა­ნაც ოჯახ­თან ერ­თად დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. რა­ჭა­ში უქ­მე­ებ­ზე ჩა­დის და დროს შრო­მა­ში ატა­რებს. მისი დილა თბი­ლის­ში მე­ე­ზო­ვე­ე­ბის­თვის ყა­ვის ჩა­მო­რი­გე­ბით იწყე­ბა, რა­ჭის გზა­ზე მი­მა­ვა­ლი კი მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ოთხფე­ხებს აპუ­რებს...

AMBEBI.GE ავ­თან­დილ კო­ბა­ხი­ძეს ახ­ლოს გა­გაც­ნობთ:

- რა­ჭა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლა ნი­კორ­წმინ­და­ში და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­ით არას­დროს მი­მუ­შა­ვია. ენერ­გე­ტი­კო­სი ვარ. რაჭ­ვე­ლებს გვაქვს ხის ხე­ლო­ბის, დურ­გლო­ბის ნიჭი. ბა­ბუ­ა­ჩე­მი და მისი სამი ძმა დურ­გლე­ბი იყ­ვნენ. რაჭ­ვე­ლებ­მა ხომ „მივ­ქარგ-მოვ­ქარ­გეთ ნი­კორ­წმინ­და,“ მათ შო­რის, სო­ფე­ლი გო­გო­ლა­თი. ეს ლა­მა­ზი კუ­თხე რა­ჭის ჩუ­ქურ­თმი­ა­ნი ოდა-სახ­ლე­ბით გა­ვავ­სეთ. მათ კოლ­ხურ ოდებს უწო­დე­ბენ, მაგ­რამ ეს რა­ჭუ­ლი სახ­ლე­ბია. რაჭ­ვე­ლე­ბი ზამ­თარ­ში სა­მუ­შა­ოდ გუ­რია-სა­მეგ­რე­ლო­ში მი­დი­ოდ­ნენ, სა­დაც ბევრ ლა­მაზ ოდას აშე­ნებ­დნენ. იქ არა­ერ­თი სალ­ხი ბა­ბუ­ა­ჩე­მი­სა და მისი ძმე­ბის აშე­ნე­ბუ­ლია. მერე ერთ-ერთი ძმა სა­ცხოვ­რებ­ლად იქ გა­და­ვი­და. კი, ბევ­რი კარ­გი საქ­მე აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი.

- მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­სუ­ლა თქვენ­ზე ეს უნა­რი.

- ასე გა­მო­ვი­და... ბავ­შო­ბი­დან ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ეს ხე­ლო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მას­ში თავი ვი­პო­ვე.

- ამ სახ­ლის გარ­და რა­ჭა­ში სახ­ლი გაქვთ?

- კი. დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი რა­ჭა­ში, სო­ფელ უყე­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი იქვე 2 კი­ლო­მეტრშია. იქ ასე­ვე ჩვე­ნი მა­მუ­ლია, სა­დაც წი­ნაპ­რე­ბის სა­თი­ბი იყო, სა­ქონ­ლის­თვის თი­ვას ვაგ­რო­ვებ­დით. ბავ­შვო­ბა­ში, როცა სო­ფელ­ში ქა­ლა­ქე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი არ­და­დე­გებ­ზე ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ტყე­ში ნაძ­ვის ტო­ტე­ბის­გან კარ­ვებს ვა­გებ­დით. ხან ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი იყო, ხან - ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი... მერე და მერე ჩემი ოც­ნე­ბა იყო - სა­კუ­თა­რი ხე­ლით სახ­ლი ამე­შე­ნე­ბი­ნა... პან­დე­მი­ის დროს სამ­სა­ხუ­რე­ბი რომ გა­ჩერ­და, ოჯა­ხით რა­ჭა­ში წა­ვე­დი და გა­დავ­წყვი­ტე, ეს საქ­მე და­მე­წყო. სა­ძირ­კვე­ლი ამო­მე­ღო და ბო­ლომ­დე გავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა მხა­რი და­გი­ჭი­რეს?

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა თა­ვი­დან არც იცოდ­ნენ. მხო­ლოდ მე­უღ­ლემ იცო­და. მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს ეგო­ნათ, რომ რა­ღაც პა­ტა­რა ქოხზე ვმუ­შა­ობ­დი. როცა ნა­ხეს, არ იჯე­რებ­დნენ, რომ ასე­თი და ამ­ხე­ლა გა­მო­ვი­დო­და. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი 86 კვად­რა­ტია და ამ­დე­ნი­ვეა - მე­ო­რე. ახლა მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბია სა­ჭი­რო.

- კი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ხომ სახ­სა­რი სჭირ­დე­ბა...

- ავ­ტო­მო­ბი­ლი გავ­ყი­დე და ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი იმ თან­ხით გა­ვა­კე­თე. ხე­ლო­ბა­ში თან­ხა ხომ არ გა­და­მიხ­დია, ყვე­ლა­ფე­რი მე გა­ვა­კე­თე. სახ­ლი სამ წელ­ში ავა­შე­ნე. მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, რად­გან და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი. ზამ­თა­რი ხელს ცოტა მიშ­ლი­და, მაგ­რამ მაგ დროს შიდა სა­მუ­შა­ო­ე­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ახლა ავე­ჯიც ჩემი ხე­ლით უნდა გა­ვა­კე­თო. სა­წო­ლე­ბი, ტუმ­ბო­ე­ბი და ა.შ.

- სახ­ლი ტყეს­თა­ნაა, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი არ არის. მტა­ცებ­ლის საფრ­თხე არ არის?

- ცოტა ხნის წინ ახ­ლო­ბე­ლი უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, 30 კაცი აი­ვან­ზე ვის­ხე­დით, აღ­ვნიშ­ნავ­დით, კარ­გი, მზი­ა­ნი დღე იყო, უცებ ეზო­ში შვე­ლი შე­მო­ვი­და... მაგ­რამ იმის საფრ­თხე, რომ დათ­ვი ვინ­მეს თავს და­ეს­ხას, არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნის ეში­ნია...

- მოკ­ლედ, ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნეთ... გუ­ლებს ოდა­ში რა დატ­ვირ­თვა აქვს? ის ამოკ­ვე­თი­ლი გაქვთ ხეში, აგურ­ში, ქვა­ში, ფი­ლა­ში...

- კი, ქვევ­რებ­საც კი გუ­ლის ფორ­მის თა­ვე­ბი აქვს. გა­ზა­ფხულ­ზე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნის გა­კე­თე­ბა­საც ვგეგ­მავ, ამი­ტომ, ქვევ­რე­ბიც გუ­ლის ფორ­მი­საა და თო­ნეც. რა­ტო­მო? მე­კი­თხე­ბი­ან... იმი­ტომ, რომ რაჭ­ვე­ლებს რა­ჭის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვუ­ძღვე­ნი ჩემს ოჯახს, რა­ჭას და სა­ქარ­თვე­ლოს. იმას, რომ ადა­მი­ა­ნებს უყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი, სით­ბო, სი­კე­თე მომ­რავ­ლდეს სამ­ყა­რო­ში.

- და სახ­ლი გუ­ლე­ბით გა­ათ­ბეთ?..

- ჯერ­ჯე­რო­ბით 5013 გუ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს რა­ო­დე­ნო­ბა თა­ვის­თა­ვად ასე მო­ი­თხო­ვა. ალ­ბათ კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა. აი­ვან­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა წიწ­ვო­ვა­ნი ხეა, რო­მე­ლიც დიდ­ხანს ძლებს, მა­სა­ლად ასე­ვე გა­მო­ვი­ყე­ნე ქარ­თუ­ლი კრა­მი­ტიც. სი­დედრმა მა­ჩუ­ქა. სა­ხუ­რა­ვი შეც­ვა­ლეს და მის­გან გუ­ლე­ბი გა­მოვ­ჭე­რი. სახ­ლის კედ­ლე­ბი ნა­შე­ნე­ბია იშ­ვი­ა­თი ქვით, რო­მე­ლიც რა­ჭა­ში იჭ­რე­ბო­და. თითო ქვა 150-დან 200 კი­ლომ­დე იწო­ნის. ერთ-ერთი ქვა, ბო­ლოს, რო­მე­ლიც ავ­წიე და კა­რის თავ­ზე დავ­დე, ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ ჯერ ხარ­ჩო­ზე ავი­ტა­ნე... იმ დროს მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა. იმ სიმ­ძი­მის აწე­ვის­გან თავ­ბრუ მეხ­ვე­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი ტრი­ა­ლებ­და. - ავთო, რას შვრე­ბი? რო­გორ ხარო? ავთო არ ვარ-მეთ­ქი. აბა, ვინ ხართ, ავ­თოს­თან ვრე­კა­ვო. ლაშა ვარ ტა­ლა­ხა­ძე-მეთ­ქი და გა­მე­ცი­ნა. ჰოდა, რა­ტომ ხარ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეო? ახლა იმ­ხე­ლა ქვა ავ­წიე, ლა­შას მეტი ამას ვე­რა­ვინ შეძ­ლებ­და-მეთ­ქი. ამ ქვის და­დე­ბით დას­რულ­და უშუ­ა­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

- რო­გორც ვიცი, თა­ნა­მედ­რო­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღი არც გა­მო­გი­ყე­ნი­ათ და სულ ხე­ლით ჭრი­დით და ქმნი­დით ყვე­ლა­ფერს...

- ასე იყო...

- მგო­ნი, რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და მო­უ­წყვეთ თქვენს თავს.

- კი. ჩემი დილა, როცა რა­ჭა­ში ვარ, 5 სა­ათ­ზე იწყე­ბა. იქ რომ ვარ, დღე გვი­ა­ნო­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. ხში­რად ყო­ფი­ლა, გა­თე­ნე­ბას უკვე მუ­შა­ო­ბით შევ­ხვედ­რი­ვარ. მარ­თლაც სა­ო­ცა­რი დილა თენ­დე­ბა რა­ჭა­ში... ისე­თი შემ­თხვე­ვაც ყო­ფი­ლა, ჩემს მე­გობ­რებს ღამე რომ და­უ­რე­კავთ და მო­ვუ­კი­თხი­ვართ - სად ვიქ­ნე­ბი, შა­ორ­ზე სახ­ლში ვარ და ვმუ­შა­ობ-მეთ­ქი. მერე მო­სუ­ლან და ჩემ­თვის შეს­ვე­ნე­ბა მო­უ­წყი­ათ...

- ამ სახ­ლს სა­ბო­ლო­ოდ ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ხომ არ მის­ცემთ?

- კი, ასე იქ­ნე­ბა. ამის გარ­და, სკო­ლის „ბოლო ზარს,“ ბან­კეტს, თუკი ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ი­სურ­ვე­ბენ, სივ­რცეს უფა­სოდ და­ვუთ­მობ... სამი შვი­ლი მყავს - 12 წლის ლუკა, 11 წლის თეკ­ლა და 3 წლის ნი­კო­ლო­ზი. ლუ­კას გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ვი­დე­ოს­თვის უყუ­რე­ბია და მი­თხრა, მისი შვი­ლე­ბის­თვის უფა­სო იყოს, თუ ხმას მი­ვაწ­ვდენთ, გა­მი­ხარ­დე­ბა, ჩემი ხნის ბავ­შვე­ბი არი­ა­ნო. ჩემი პა­ტა­რე­ბი თბი­ლის­ში 62-ე სკო­ლა­ში და­დი­ან, მე­უღ­ლეც სა­ბურ­თა­ლო­ზე ბაღ­ში მუ­შა­ობს.

- მე­უღ­ლეს მოს­წონს თქვე­ნი ნაშ­რო­მი?

- ჩემი მე­უღ­ლე ჭი­ა­თუ­რე­ლია, სო­ფელ კა­ცხი­დან. ერ­თმა­ნე­თი შემ­თხვე­ვით თბი­ლის­ში გა­ვი­ცა­ნით... მოს­წონს ჩემი შრო­მა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბა, უღელ­ტე­ხილ­ზე ამ­დე­ნი სი­ა­რუ­ლი, ასე ქა­ლაქ­სა და სო­ფელს შო­რის მოძ­რა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, და­ის­ვე­ნეო... მაგ­რამ ჩემი ოც­ნე­ბის სახ­ლს ასე რო­გორ დავ­ტო­ვებ?! თან მინ­და, ჩემი კუ­თხე წარ­მო­ვა­ჩი­ნო... საქ­მე კი­დევ ბევ­რია...

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფისო
1

ყველა კეთილი ჩანაფიქრი აუცილებლად აგისრულდებათ, კეთილო და გულიანო ადამიანო! წარმატებები და წარმატებები!!!!

რაჭველი
0

შენ გაიხარე, ქვეშენიჭირიმე. რა მიზანიც არ უნდა გქონდეს, მაგარი ბიჭი ჩანხარ. ჭკვიანი და მშრომელი!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"ავტომობილი გავყიდე და იმ თანხით გავაკეთე ყველაფერი... ოჯახს ეგონა, პატარა ქოხზე ვმუშაობდი და..." - ვინ არის რაჭველი ახალგაზრდა, რომელმაც შაორზე "სიყვარულის სახლი" ააშენა

"ავტომობილი გავყიდე და იმ თანხით გავაკეთე ყველაფერი... ოჯახს ეგონა, პატარა ქოხზე ვმუშაობდი და..." - ვინ არის რაჭველი ახალგაზრდა, რომელმაც შაორზე "სიყვარულის სახლი" ააშენა

"გვექნება მარანი, თონე, მარანში დაიწურება ხვანჭკარა, გაკეთდება რაჭული ლორი, ტყეში მოპოვებული პანტის არაყიც გვექნება... ამ ყველაფერს უკვე გაზაფხულიდან ვაპირებ" - გვეუბნება ავთანდილ კობახიძე, კაცი, რომელმაც შაორზე, სამ წელიწადში, წინაპრების მამულში, სრულიად მარტომ, საკუთარი ხელით და დიდი სიყვარულით სახლი ააშენა.

ოდა იმით არის კიდევ გამორჩეული, რომ იქ 5.013 გულია გამოყენებული და "სიყვარულის სახლი" ჰქვია... ავთანდილი კვირის ძირითად დღეებს თბილისში ატარებს, რადგანაც ოჯახთან ერთად დედაქალაქში ცხოვრობს. რაჭაში უქმეებზე ჩადის და დროს შრომაში ატარებს. მისი დილა თბილისში მეეზოვეებისთვის ყავის ჩამორიგებით იწყება, რაჭის გზაზე მიმავალი კი მზრუნველობამოკლებულ ოთხფეხებს აპურებს...

AMBEBI.GE ავთანდილ კობახიძეს ახლოს გაგაცნობთ:

- რაჭაში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა ნიკორწმინდაში დავამთავრე. შემდეგ სასწავლებლად თბილისში წამოვედი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ენერგეტიკოსი ვარ. რაჭველებს გვაქვს ხის ხელობის, დურგლობის ნიჭი. ბაბუაჩემი და მისი სამი ძმა დურგლები იყვნენ. რაჭველებმა ხომ „მივქარგ-მოვქარგეთ ნიკორწმინდა,“ მათ შორის, სოფელი გოგოლათი. ეს ლამაზი კუთხე რაჭის ჩუქურთმიანი ოდა-სახლებით გავავსეთ. მათ კოლხურ ოდებს უწოდებენ, მაგრამ ეს რაჭული სახლებია. რაჭველები ზამთარში სამუშაოდ გურია-სამეგრელოში მიდიოდნენ, სადაც ბევრ ლამაზ ოდას აშენებდნენ. იქ არაერთი სალხი ბაბუაჩემისა და მისი ძმების აშენებულია. მერე ერთ-ერთი ძმა საცხოვრებლად იქ გადავიდა. კი, ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული.

- მემკვიდრეობით გადმოსულა თქვენზე ეს უნარი.

- ასე გამოვიდა... ბავშობიდან ძალიან შემიყვარდა ეს ხელობა. შემიძლია ვთქვა, რომ მასში თავი ვიპოვე.

- ამ სახლის გარდა რაჭაში სახლი გაქვთ?

- კი. დედაჩემი და მამაჩემი რაჭაში, სოფელ უყეში ცხოვრობენ. ჩემი აშენებული სახლი იქვე 2 კილომეტრშია. იქ ასევე ჩვენი მამულია, სადაც წინაპრების სათიბი იყო, საქონლისთვის თივას ვაგროვებდით. ბავშვობაში, როცა სოფელში ქალაქელი თანატოლები არდადეგებზე ჩამოდიოდნენ, ტყეში ნაძვის ტოტებისგან კარვებს ვაგებდით. ხან ერთსართულიანი იყო, ხან - ორსართულიანი... მერე და მერე ჩემი ოცნება იყო - საკუთარი ხელით სახლი ამეშენებინა... პანდემიის დროს სამსახურები რომ გაჩერდა, ოჯახით რაჭაში წავედი და გადავწყვიტე, ეს საქმე დამეწყო. საძირკველი ამომეღო და ბოლომდე გავსულიყავი.

- ოჯახის წევრებმა მხარი დაგიჭირეს?

- ოჯახის წევრებმა თავიდან არც იცოდნენ. მხოლოდ მეუღლემ იცოდა. მამაჩემს და დედაჩემს ეგონათ, რომ რაღაც პატარა ქოხზე ვმუშაობდი. როცა ნახეს, არ იჯერებდნენ, რომ ასეთი და ამხელა გამოვიდოდა. პირველი სართული 86 კვადრატია და ამდენივეა - მეორე. ახლა მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოებია საჭირო.

- კი, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ სახსარი სჭირდება...

- ავტომობილი გავყიდე და ძირითადი ნაწილი იმ თანხით გავაკეთე. ხელობაში თანხა ხომ არ გადამიხდია, ყველაფერი მე გავაკეთე. სახლი სამ წელში ავაშენე. მხოლოდ შაბათ-კვირას ვსაქმიანობდი, რადგან დანარჩენ დღეებში თბილისში ვმუშაობდი. ზამთარი ხელს ცოტა მიშლიდა, მაგრამ მაგ დროს შიდა სამუშაოებით ვიყავი დაკავებული. ახლა ავეჯიც ჩემი ხელით უნდა გავაკეთო. საწოლები, ტუმბოები და ა.შ.

- სახლი ტყესთანაა, დასახლებული პუნქტი არ არის. მტაცებლის საფრთხე არ არის?

- ცოტა ხნის წინ ახლობელი უცხოეთიდან ჩამოვიდა, 30 კაცი აივანზე ვისხედით, აღვნიშნავდით, კარგი, მზიანი დღე იყო, უცებ ეზოში შველი შემოვიდა... მაგრამ იმის საფრთხე, რომ დათვი ვინმეს თავს დაესხას, არ არსებობს. ადამიანის ეშინია...

- მოკლედ, ოცნება აიხდინეთ... გულებს ოდაში რა დატვირთვა აქვს? ის ამოკვეთილი გაქვთ ხეში, აგურში, ქვაში, ფილაში...

- კი, ქვევრებსაც კი გულის ფორმის თავები აქვს. გაზაფხულზე საოჯახო მარნის გაკეთებასაც ვგეგმავ, ამიტომ, ქვევრებიც გულის ფორმისაა და თონეც. რატომო? მეკითხებიან... იმიტომ, რომ რაჭველებს რაჭის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს. ეს ყველაფერი მივუძღვენი ჩემს ოჯახს, რაჭას და საქართველოს. იმას, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, სითბო, სიკეთე მომრავლდეს სამყაროში.

- და სახლი გულებით გაათბეთ?..

- ჯერჯერობით 5013 გულია გამოყენებული. ეს რაოდენობა თავისთავად ასე მოითხოვა. ალბათ კიდევ დაემატება. აივანზე გამოყენებული მასალა წიწვოვანი ხეა, რომელიც დიდხანს ძლებს, მასალად ასევე გამოვიყენე ქართული კრამიტიც. სიდედრმა მაჩუქა. სახურავი შეცვალეს და მისგან გულები გამოვჭერი. სახლის კედლები ნაშენებია იშვიათი ქვით, რომელიც რაჭაში იჭრებოდა. თითო ქვა 150-დან 200 კილომდე იწონის. ერთ-ერთი ქვა, ბოლოს, რომელიც ავწიე და კარის თავზე დავდე, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამიტომ ჯერ ხარჩოზე ავიტანე... იმ დროს მეუღლემ დამირეკა. იმ სიმძიმის აწევისგან თავბრუ მეხვეოდა, ყველაფერი ტრიალებდა. - ავთო, რას შვრები? როგორ ხარო? ავთო არ ვარ-მეთქი. აბა, ვინ ხართ, ავთოსთან ვრეკავო. ლაშა ვარ ტალახაძე-მეთქი და გამეცინა. ჰოდა, რატომ ხარ ლაშა ტალახაძეო? ახლა იმხელა ქვა ავწიე, ლაშას მეტი ამას ვერავინ შეძლებდა-მეთქი. ამ ქვის დადებით დასრულდა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

- როგორც ვიცი, თანამედროვე, სპეციალური იარაღი არც გამოგიყენიათ და სულ ხელით ჭრიდით და ქმნიდით ყველაფერს...

- ასე იყო...

- მგონი, რაღაც სერიოზული გამოცდა მოუწყვეთ თქვენს თავს.

- კი. ჩემი დილა, როცა რაჭაში ვარ, 5 საათზე იწყება. იქ რომ ვარ, დღე გვიანობამდე გრძელდება. ხშირად ყოფილა, გათენებას უკვე მუშაობით შევხვედრივარ. მართლაც საოცარი დილა თენდება რაჭაში... ისეთი შემთხვევაც ყოფილა, ჩემს მეგობრებს ღამე რომ დაურეკავთ და მოვუკითხივართ - სად ვიქნები, შაორზე სახლში ვარ და ვმუშაობ-მეთქი. მერე მოსულან და ჩემთვის შესვენება მოუწყიათ...

- ამ სახლს საბოლოოდ ტურისტულ მიმართულებას ხომ არ მისცემთ?

- კი, ასე იქნება. ამის გარდა, სკოლის „ბოლო ზარს,“ ბანკეტს, თუკი ახალგაზრდები მოისურვებენ, სივრცეს უფასოდ დავუთმობ... სამი შვილი მყავს - 12 წლის ლუკა, 11 წლის თეკლა და 3 წლის ნიკოლოზი. ლუკას გიორგი ანწუხელიძის ვიდეოსთვის უყურებია და მითხრა, მისი შვილებისთვის უფასო იყოს, თუ ხმას მივაწვდენთ, გამიხარდება, ჩემი ხნის ბავშვები არიანო. ჩემი პატარები თბილისში 62-ე სკოლაში დადიან, მეუღლეც საბურთალოზე ბაღში მუშაობს.

- მეუღლეს მოსწონს თქვენი ნაშრომი?

- ჩემი მეუღლე ჭიათურელია, სოფელ კაცხიდან. ერთმანეთი შემთხვევით თბილისში გავიცანით... მოსწონს ჩემი შრომა, მაგრამ მეუბნება, უღელტეხილზე ამდენი სიარული, ასე ქალაქსა და სოფელს შორის მოძრაობა არ შეიძლება, დაისვენეო... მაგრამ ჩემი ოცნების სახლს ასე როგორ დავტოვებ?! თან მინდა, ჩემი კუთხე წარმოვაჩინო... საქმე კიდევ ბევრია...