საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ჩავიდა. მან საზოგადოების ინფორმირების მიზნით ლომისას ტაძრის წინამძღვარი და ტაძრის ეზოში მცხოვრები ბერი გამოკითხა.
საქმე შეეხება გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპანტი რუსი სამხედროები პატრულირებისას, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორაზე გადმოვიდნენ და დრონი გაუშვეს.
გარდა ამ საკითხზე საუბრისა, ანდრია ჯაღმაიძემ ილაპარაკა გორში, სოფელ კირბალში არსებულ მლეთის ტაძრის თაობაზეც. მან "მთავარი არხი" გააკრიტიკა და თქვა, რომ გუშინდელ სიუჟეტში ფაქტი იმგვარად იყო გაშუქებული, რომ მაყურებელი შეცდომაში შევიდოდა.
"ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში. გუშინდელ "მთავარ არხზე" გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლიმისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ ეს კადრები გადმოდის, მლეთის, ლომისის წმინდა გიორგის ტაძარზე, სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი, საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი, სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი", - თქვა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, რუსმა სახედროებმა ტაძრის კარი იმიტომ აჭედეს, რომ "იქ ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა".
"ნებსით თუ უნებლიედ, გაუცნობიერებლად თუ მიზანმიმართულად, ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც მოხდა ეს იმ ლომისის ტაძარში, რომელზეც მოგახსენეთ თქვენ, რომელიც არის გორის რაიონში. იქ აი ასე, დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით, და პათოსით, ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი, მისვლის საშუალებაც აღარ აქვს არავის", - თქვა ჯაღმაიძემ.
ასევე იხილეთ: