პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ კლუნის ფონდი გერმანიის პროკურატურას უკრაინაში რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიებას სთხოვს - კონკრეტულად რომელი საქმეების გამოძიებას ითხოვს ფონდი?
ჯორჯ კლუნის ფონდი გერმანიის პროკურატურას უკრაინაში რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიებას სთხოვს - კონკრეტულად რომელი საქმეების გამოძიებას ითხოვს ფონდი?

ჯორჯ კლუ­ნის ფონდმა გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რას უკ­რა­ი­ნა­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. საქ­მე ეხე­ბა ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბას. ფონ­დი სამი კონ­კრე­ტუ­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

გან­ცხა­დე­ბე­ბი გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რას ერთი მი­ზე­ზით წა­რედ­გი­ნა - ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს შე­უძ­ლი­ათ და­ი­წყონ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რეთ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, გა­ნურ­ჩევ­ლად ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ან მსხვერ­პლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა. უფრო მე­ტიც, კონ­კრე­ტუ­ლად ამ სამ შემ­თხვე­ვა­ში, მსხვერ­პლთა ნა­წი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, ნა­წი­ლი კი მზა­დაა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვი­დეს და ჩვე­ნე­ბა მის­ცეს.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი რუ­სუ­ლი არ­მი­ის უფ­რო­სი და სა­შუ­ა­ლო დო­ნის მე­თა­უ­რე­ბი არი­ან. ფონ­დის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი შე­ი­ცავს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ექ­სპერ­ტებ­მა სა­ვე­ლე კვლე­ვე­ბის დროს შე­აგ­რო­ვეს.

  • პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2022 წლის ზა­ფხულ­ში, ოდე­სის ოლ­ქის სო­ფელ სერ­გე­ევ­კას Kh-22 რა­კე­ტით და­ბომბვას ეხე­ბა. შემ­თხვე­ვას 22 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 40 კი და­შავ­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ. ფონ­დის გან­ცხა­დე­ბით, Kh-22 რა­კე­ტას და­ბა­ლი სი­ზუს­ტე და მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რე აქვს - ეს შე­იძ­ლე­ბა კლა­სი­ფი­ცირ­დეს ომის აკ­რძა­ლულ მე­თო­დად. ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უნდა იყოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი დი­რექ­ტო­რა­ტის უმაღ­ლე­სი სარ­დლო­ბა.
  • მე­ო­რე საქ­მე ეხე­ბა ხარ­კო­ვის რე­გი­ონ­ში ოთხი მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბას, წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბას. ისი­ნი 2022 წლის მარ­ტში და­ა­კა­ვეს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ძა­ლებ­მა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ბე­დის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, ხოლო რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
  • მე­სა­მე საქ­მე ეხე­ბა კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბებს, წა­მე­ბას, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და ძარ­ცვას. საქ­მე­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მი­ნი­მუმ 28 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ხუთი შემ­თხვე­ვა და რვა ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ხუთი რუსი მე­თა­უ­რი, რომ­ლე­ბიც ოკუ­პა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე და­ნა­ყო­ფებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

თუ გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კონ­კრე­ტუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნია, შე­უძ­ლი­ათ და­ი­წყონ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა და გას­ცენ და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ევ­რო­პო­ლი­სა და ინ­ტერ­პო­ლის სის­ტე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამხედრო
1

ჯორჯ კლუნი ადამიანი რომელსაც საშუალება აქვს უდარდელად იცხოვროს. თვითშეგნებიდან გამომდინარე ადარდებს ადამიენების ბედი და ამ კუთხით ცდილობს აღმოფხრას, ებრძოლოს იმ დანაშაულს რომელიც კაცობრიობისათვის ყველაზე სამარცხვინო დროს ომის დროს ხდება. მძევალზე ძალადობის ჩამდენი არ შეიძლება იგივდებოდეს ადამიანთან. მოკალი თუ ღირსია სჯობს ვიდრე იძალადო და შენთვითონაც ცხოველს დაემსგავსო. თქვენ აქ ღლიცინებთ ვიღაც ვიღაცეები და ამ კაცს ადარდებს და რცხვენია რომ ასეთი ბოროტების ჩამდენსაც და მასაც ადამიანი ქვია.

ავტორს
6

ლედი გაგას ფონდიც, თუ იცი? მადა დამეკარგა ისე მაინტერესებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ჯორჯ კლუნის ფონდი გერმანიის პროკურატურას უკრაინაში რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიებას სთხოვს - კონკრეტულად რომელი საქმეების გამოძიებას ითხოვს ფონდი?

ჯორჯ კლუნის ფონდი გერმანიის პროკურატურას უკრაინაში რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიებას სთხოვს - კონკრეტულად რომელი საქმეების გამოძიებას ითხოვს ფონდი?

ჯორჯ კლუნის ფონდმა გერმანიის პროკურატურას უკრაინაში რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიების თხოვნით მიმართა. საქმე ეხება ათეულობით ადამიანის წამებასა და მკვლელობას. ფონდი სამი კონკრეტული სამხედრო დანაშაულის გამოძიებას ითხოვს.

განცხადებები გერმანიის პროკურატურას ერთი მიზეზით წარედგინა - ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ დაიწყონ სისხლის სამართლის გამოძიება გერმანიის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, განურჩევლად ეჭვმიტანილის ან მსხვერპლის მოქალაქეობისა. უფრო მეტიც, კონკრეტულად ამ სამ შემთხვევაში, მსხვერპლთა ნაწილი გერმანიაში ცხოვრობს, ნაწილი კი მზადაა ქვეყანაში ჩავიდეს და ჩვენება მისცეს.

ეჭვმიტანილები რუსული არმიის უფროსი და საშუალო დონის მეთაურები არიან. ფონდის მიერ პროკურატურაში წარდგენილი დოკუმენტები შეიცავს მტკიცებულებებს დანაშაულების შესახებ, რომლებიც ექსპერტებმა საველე კვლევების დროს შეაგროვეს.

  • პირველი შემთხვევა 2022 წლის ზაფხულში, ოდესის ოლქის სოფელ სერგეევკას Kh-22 რაკეტით დაბომბვას ეხება. შემთხვევას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ფონდის განცხადებით, Kh-22 რაკეტას დაბალი სიზუსტე და მაღალი სიმძლავრე აქვს - ეს შეიძლება კლასიფიცირდეს ომის აკრძალულ მეთოდად. ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უმაღლესი სარდლობა.
  • მეორე საქმე ეხება ხარკოვის რეგიონში ოთხი მამაკაცის დაკავებას, წამებასა და მკვლელობას. ისინი 2022 წლის მარტში დააკავეს თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა. დიდი ხნის განმავლობაში მათი ბედის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ ცხედრები აღმოაჩინეს.
  • მესამე საქმე ეხება კიევის რეგიონში მომხდარ მკვლელობებს, წამებას, სექსუალურ ძალადობასა და ძარცვას. საქმეში დაფიქსირებულია მინიმუმ 28 ადამიანის მკვლელობა, გაუპატიურების ხუთი შემთხვევა და რვა ადამიანის წამება. ეჭვმიტანილია ხუთი რუსი მეთაური, რომლებიც ოკუპაციაში მონაწილე დანაყოფებს ხელმძღვანელობდნენ.

თუ გერმანიის ხელისუფლებამ კონკრეტული ეჭვმიტანილების წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებლად მიიჩნია, შეუძლიათ დაიწყონ სისხლის სამართლის გამოძიება და გასცენ დაკავების ორდერი, მათ შორის საერთაშორისო ევროპოლისა და ინტერპოლის სისტემების მეშვეობით.