მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს" - აზერბაიჯანის პრემიერი
"თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს" - აზერბაიჯანის პრემიერი

თბი­ლი­სი ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლა­ქი ხდე­ბა, რად­გა­ნაც ის ვი­თარ­დე­ბა და და­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს აჩ­ვე­ნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია ამ ყვე­ლაფ­რის და­ნახ­ვა, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ალი ასა­დოვ­მა “თბი­ლი­სის აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუმ­ზე” სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრო, მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბო, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მე დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ქარ­თველ მე­გობ­რებს და ძი­რი­თა­დად მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პა­ტივ­ცე­მულ პრე­მი­ერ - მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ასე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩი­ნეს ჩემ მი­მართ და ასე­ვე კი­დევ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის დე­ლე­გა­ცი­ის მი­მართ.

მე გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ დღეს აქ ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში. ყო­ველ­წლი­უ­რად თბი­ლი­სი უფრო და უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლა­ქი ხდე­ბა, რად­გა­ნაც ის ვი­თარ­დე­ბა და და­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს აჩ­ვე­ნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია ამ ყვე­ლაფ­რის და­ნახ­ვა.

ამავდრო­უ­ლად, მე მინ­და ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ. მად­ლო­ბა რომ მო­მიწ­ვი­ეთ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო თბი­ლი­სის აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუმ­ში. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ეს ფო­რუ­მი ადას­ტუ­რებს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა გახ­და იმი­სათ­ვის, რომ გან­ხი­ლულ იქ­ნას რე­გი­ო­ნუ­ლი და გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის დღის წეს­რი­გე­ბი და სა­კი­თხე­ბი.

ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბო, ის­ტო­რი­უ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო დიდი აბ­რე­შუ­მის გზის მარ­შრუტ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბენ და აკავ­ში­რებს აღ­მო­სავ­ლეთს და და­სავ­ლეთს. ორი­ვე ქვე­ყა­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­და სა­ვაჭ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ასე­ვე კი­დევ კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერთ მი­მოც­ვლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის. ეს ტრა­დი­ცია უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­შიც სა­ხე­ზეა და რა თქმა უნდა ისევ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო კვლავ გახ­დნენ პირ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ ამ კონ­ცეფ­ცი­ას, რაც გუ­ლის­ხმობს დიდი აბ­რე­შუ­მის გზის აღ­დგე­ნას.

პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­უ­ერ­თდა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რი, ბა­ტო­ნი ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი და ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვსა­უბ­რობთ ის­ტო­რი­უ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის აღ­დგე­ნა­ზე და მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იყო ბა­ტო­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა 1998 წელს ბა­ქო­ში, სა­დაც ჩემი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ასე­ვე 30 სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და 35 ქვე­ყა­ნაც ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში.

ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გად გან­ხი­ლუ­ლი იქნა მრა­ვალ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ეხე­ბო­და ძი­რი­თა­დად ევ­რო­პა-კავ­კა­სია-აზი­ის დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის ტრა­სე­კას პროგ­რა­მის სა­ფუძ­ველ­ზე. ტრა­სე­კას პროგ­რა­მამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მულ­ტი­მო­და­ლუ­რი და სატ­რან­ზი­ტო ტრან­სპორ­ტის ხელ­შე­წყო­ბა­ში წევრ ქვეყ­ნებს შო­რის და გა­ა­ფარ­თო­ვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რის არის ვაჭ­რო­ბა, ტრან­სპორ­ტი, ეკო­ნო­მი­კა და ასე­ვე უფრო გა­ა­ფარ­თო­ვა ამ ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

შორ­სმჭვრე­ტე­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რე­გი­ო­ნულ სატ­რან­ზი­ტო კვან­ძად გა­დაქ­ცე­ვის­კენ, ასე­ვე კვლავ გრძელ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის, ბა­ტო­ნი ილ­ჰამ ალი­ე­ვის მიერ.

ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი და მო­ნა­წი­ლე იყო. ამ რე­გი­ო­ნულ პრო­ექ­ტებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნი, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის დე­რე­ფა­ნი, რა­საც შე­დის TANAP და TAP და ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზა, ასე­ვე ბა­ქოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო სა­ზღვაო პორ­ტი.

ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, კონ­კრე­ტუ­ლად სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში, ჩვენ ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რის გზა გა­ვიყ­ვა­ნეთ და რკი­ნიგ­ზაც. ასე­ვე ავა­მოქ­მე­დეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტე­ბი და გავ­ზარ­დეთ სა­მო­ქა­ლა­ქო, სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო ავ­ტო­პარ­კი და ფლო­ტე­ბი, ასე­ვე შევ­ქმე­ნით ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნაც ალა­ტა­ში.

რა თქმა უნდა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და რომ ქვე­ყა­ნას და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა მზარ­დი მო­თხოვ­ნე­ბი შუა დე­რეფ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე. და გარ­და ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა, ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ასე­ვე სხვა პარტნი­ო­რებ­თან სხვა სფე­რო­ებ­შიც, იმი­სათ­ვის, რომ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მსგავ­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ჩვენც უკვე ვხე­დავთ ამ­გვა­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გებს“, - გა­ნა­ცხა­და ალი ასა­დოვ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს" - აზერბაიჯანის პრემიერი

"თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს" - აზერბაიჯანის პრემიერი

თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვიხარია ამ ყველაფრის დანახვა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.

"ბატონო პრემიერ - მინისტრო, მოგესალმებით ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს და ძირითადად მე მინდა მადლობა გადავუხადო პატივცემულ პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი ტრადიციული სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეს ჩემ მიმართ და ასევე კიდევ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის მიმართ.

მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით საქართველოს დედაქალაქში. ყოველწლიურად თბილისი უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვიხარია ამ ყველაფრის დანახვა.

ამავდროულად, მე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მადლობა რომ მომიწვიეთ, რომ მონაწილეობა მიმეღო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. უკვე რამდენიმე წელია ეს ფორუმი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გახდა იმისათვის, რომ განხილულ იქნას რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის დღის წესრიგები და საკითხები.

ძვირფასო თანამონაწილეებო, ისტორიულად, აზერბაიჯანი და საქართველო დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობენ და აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიკური განვითარებაში და ასევე კიდევ კულტურული ურთიერთ მიმოცვლის გაძლიერებაში ევროპასა და აზიას შორის. ეს ტრადიცია უკვე თანამედროვე ისტორიაშიც სახეზეა და რა თქმა უნდა ისევ აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რაც გულისხმობს დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას.

პირველი ადამიანი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი, ბატონი ჰეიდარ ალიევი და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაზე და მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო ბატონი ედუარდ შევარდნაძე. აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია გაიმართა 1998 წელს ბაქოში, სადაც ჩემი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ და ასევე 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 35 ქვეყანაც ასევე მონაწილეობდა ამ კონფერენციაში.

ამ კონფერენციის შედეგად განხილული იქნა მრავალმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა ძირითადად ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებას, ევროკავშირის ტრასეკას პროგრამის საფუძველზე. ტრასეკას პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მულტიმოდალური და სატრანზიტო ტრანსპორტის ხელშეწყობაში წევრ ქვეყნებს შორის და გააფართოვა თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორის არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა და ასევე უფრო გააფართოვა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი.

შორსმჭვრეტელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის რეგიონულ სატრანზიტო კვანძად გადაქცევისკენ, ასევე კვლავ გრძელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის მიერ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის ინიციატორი და მონაწილე იყო. ამ რეგიონულ პროექტებს შორის შეიძლება დავასახელოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, რასაც შედის TANAP და TAP და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი.

ინვესტიციების შედეგად, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ განახორციელა, კონკრეტულად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ ათასობით კილომეტრის გზა გავიყვანეთ და რკინიგზაც. ასევე ავამოქმედეთ საერთაშორისო აეროპორტები და გავზარდეთ სამოქალაქო, საზღვაო და საჰაერო ავტოპარკი და ფლოტები, ასევე შევქმენით ეკონომიკური ზონაც ალატაში.

რა თქმა უნდა ამ ინიციატივით შესაძლებელი გახდა რომ ქვეყანას დაეკმაყოფილებინა მზარდი მოთხოვნები შუა დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებაზე. და გარდა ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან სხვა სფეროებშიც, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მსგავსი საჭიროებები და ჩვენც უკვე ვხედავთ ამგვარი თანამშრომლობის შედეგებს“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.